www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:04 02.11.2012
გვეშველება რამე?!
ნიკა იაშვილი

ფოთის პორტის თანამშრომლები და თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში მცხოვრები დევნილები შიმშილობენ. თბილისში მცხოვრებ დევნილებს, შესაძლოა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მყოფი სოციალურად დაუცველები და ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ. 

სოციალური ვითარება დამძიმდა. არჩევნების შემდეგ, ექსპერტთა აზრით, გაცილებით მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ვიდრე დაიწყო. „მეოცნებეებმა“, პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან გააგდეს ზუგდიდელი და ფოთელი ექიმები. გაპროკურორებულმა არჩილ კბილაშვილმა კი, პოლიტიკური ნიშნით სამხარეო პროკურატურების წმენდა დაიწყო. 

უმძიმესი ვითარებაა სასჯელაღსრულების სისტემაშიც. უფლებადამცველები უკვე ღიად გამოთქვამენ პროტესტს ციხე-კოლონიებში „ძველი ტრადიციების“ - პატიმართა ცემა-ტყების გაგრძელების შესახებ. 

ყოფილი სახალხო დამცველი სუბარი, რომელიც არჩევნებამდე ჰუმანური იმიჯის მორგებას ცდილობდა, ნელა, მაგრამ სტაბილურად ტრანსპორფირდება დესპოტ ჩინოვნიკად. რუსთავის მე-16 კოლონიის პატიმრებმა, უფლებადამცველებმა და პატიმართა ახლობლებმა,  სუბარი და მისი ფავორიტი ციხის დირექტორი აბურჯანია უკვე ამხილეს ძალადობასა და მსჯავრდებულთა არაადამიანურ მოპყრობაში. 

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს... 

ივანიშვილის მთავრობა ჯერ მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკითაა დაკავებული. „მეოცნებეები“ ამით თავიანთი უტოპიური დაპირებების შეუსრულებლობის გადაფარვას ცდილობენ, თუმცა, საზოგადოებაში, უკვე მწიფდება ლოგიკური პროტესტი... 

1 „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ხალხს პენსიის 230 ლარამდე გაზრდას ჰპირდებოდა. არჩევნების შემდეგ კი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ პენსია 155 ლარამდე (საარსებო მინიმუმამდე) გაიზრდება და ისიც მომავალი წლის ბოლოდან... 

2. ივანიშვილი არჩევნებამდე ხაზგასმით აცხადებდა, რომ დაწევდა საბანკო საპროცენტო განაკვეთებს (2-3 პროცენტამდე). ახალმა პრემიერ მინისტრმა საკუთარი სიტყვები ამჯერადაც უკან წაიღო და არჩევნების შემდეგ თქვა: ეს საკითხი თავად უნდა დასტაბილურდეს.  

3. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მე-7 გვერდის მარცხენა ბოლო აბზაცში წერია, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია (ხელისუფლების გაკონტროლების მიზნით), რომლის თავმჯდომარე არ უნდა იყოს უმრავლესობის წევრი (ე.ი. უნდა იყოს უმცირესობის წევრი). 

ამავე პროგრამაში ვკითხულობთ: კომისიაში, საპარლამენტო უმრავლესობას უნდა ჰყავდეს მთლიანი შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები წარმომადგენელი (ანუ თუ კომისიაში არის 10 წევრი, უმრავლესობას (ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას) უნდა ჰყავდეს მაქსიმუმ 4 წარმომადგენელი). 

რა ხდება დღეს? საპარლამენტო უმრავლესობა - „ქართული ოცნება“ ქმნის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, ამ კომისიის თავმჯდომარედ კი, თინა ხიდაშელს (კოალიციის წევრს) ამზადებს. 

4. დევნილთა მინისტრმა, დამტკიცებამდე მედიასთან ისაუბრა იმაზე, რომ დევნილების შემწეობები მნიშვნელოვნად გაიზრდება და „ღირსეული იქნება“. მოგვიანებით, როცა მინისტრი გახდა, მან, საკუთარი ბელადის მსგავსად, თავისი სიტყვები უკან წაიღო... 

5. კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი არჩევნებამდე საუბრობდა სოფლის მეურნეობის სფეროში ერთი მილიარდი ლარის ინვესტირებაზე. არჩევნების შემდეგ, ეს საკითხი, ისევე როგორც სხვა დაპირებები, ბუნდოვანი გახდა. 

დასასრული

ივანიშვილმა, არჩევნების შემდეგ, კონკრეტულად და ხაზგასმით, მხოლოდ შემდეგი რამ განაცხადა: არ აშენდება ლაზიკა. დაინგრევა „მშვიდობის ხიდი“. მიშას აშენებული არის სიმახინჯე. რუსეთთან უნდა აღვადგინოთ, პირველ რიგში, სავაჭრო ურთიერთობა. 

ყველას მოეკითხება. 2008 წლის ომი იყო საქართველოს პროვოკაცია და: „- შედი ქალო ბუტკაშიო, - არა, არ შევალო, - შედი ქალო ბუტკაშიო, - არა, მე იმნაირი კი არ ვარო. - შედი ქალო ბუტკაში, აფეთქებაა და რანაირიც გინდა იმნაირი იყავიო - ჭიათურაში რო აფეთქებდნენ... ანეკდოტია რა“...

ყველას მოეკითხება
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 20°-31°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia