www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:30 05.11.2012
ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა
"ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი"
"ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაააქტიურეს ბინძური ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ავრცელებს სპეკულაციებს, თითქოს მე ვარ დამნაშავე ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დავტოვე ქვეყანა და გავექეცი მართლმსაჯულებას. 

მინდა საჯაროდ განვაცხადო, მე ქვეყანა დავტოვე დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწ უკვე მმართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაირად ხელს შევუშლიდი 1-ლი ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ვთვლი, რომ არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ეტაპი რეფორმების კონსოლიდაციისათვის და სურვილი მაქვს, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაფლანგოს ეს დემოკრატიული მონაპოვარი. 

მე არ წარმოვადგენ და არ ვსაუბრობ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიარებდი და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას და ჩემი საქმიანობით ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს. 

ჩვენ მოგვიწია ურთულესი და მძიმე ბრძოლა საქართველოში ფესვგადგმული კრიმინალური და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ბრძოლა ამ კლანების წინააღმდეგ ხშირად მაღალი საფრთხის შემცველი იყო ჩემი თანამებრძოლების და მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და ახლაც გვჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. 

მე მწამს, რომ მიუხედავად სუბიექტური თუ ობიექტური ხარვეზებისა, ჩვენ წელში გავტეხეთ კრიმინალური სამყარო და დღეს საქართველო თავისუფალია მაფიოზური კლანებისაგან და ჩვენი შვილები ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში. 

ყველას შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს ბატონობა ციხეებში იწვევს კრიმინალს და ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევას არა მარტო სისტემის შიგნით, არამედ პირდაპირ უწევს ორგანიზებას და კონტროლს დანაშაულის გააქტიურებას საპყრობილის ფარგლებს გარეთაც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ჩვენ თავდაცვის სისტემაში გავაფართოვეთ მიმდინარე რეფორმები. მათ შორის ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის პირობების უზრუნველყოფის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, შეიარაღების მოდერნიზებისა და წარმოების და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. 

ჩემი მთავარი მიზანი იყო, დამეცვა მშვიდობა და უსაფრთხოება ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში. მე ვამაყობ, რომ ქართული არმია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი გახდა საქართველოში. 

სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს სახელით სამშვიდობო მისიებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებებს იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა. 

ღრმად მწამს, რომ ადამიანის თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. მინდა მივმართო ქართველ ხალხს - მე პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ჩემს ქმედებაზე, თითოელ ჩემს ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბოლო პერიოდის უაპელაციო განცხადებები ჩემს მიმართ ადასტურებს, მათ მიერ ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებებს შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ, პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას. 

საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მისი მოქალაქის მიმართ. მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თუმცა მტკივნეული რეფორმირების პროცესში. 

მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან სადმე წასვლას და რასაც არ უნდა ვსაქმიანობდე მომავალში, ჩემი უმთავრესი პრინციპი იქნება საქართველოს წარმატება და წინსვლა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და სიმშვიდე", - ნათქვამია მიმართვაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
TerrellCiz2019-05-12 19:39:36
Пантогор - гель для суставов быстро избавит от боли в суставах без вреда для здоровья.
Полная потеря дееспособности и жизнь без надежды на будущее - вот, что вам грозит, если вы не позаботитесь о своих суставах!
Жить полноценной жизнью или провести остаток своих дней в инвалидном кресле - решать вам!
По данным Всемирной организации по борьбе <b>с болезнями суставов</b>, 80% людей в мире имеют проблемы с суставами. Самое страшное, что заболевания суставов приводят <b>к параличу и инвалидности</b>. На сегодняшний день есть одно единственное средство, которое отличается от всех существующих до этого средств. Это средство Пантогор.
Основной компонент Пантогора - <b>панты канадского марала</b>. Панты канадского марала <b>активируют</b> природные <b>силы организма и запускают</b> процесс его <b>самовосстановления</b>. Все остальные компоненты действуют <b>синергически - дополняют и усиливают</b> действие друг друга. <b>Прием</b> средства Пантогор <b>гарантирует</b> вам <b>избавление от боли в суставах</b> всего <b>за 1 курс</b>.
Внимание! Акция действует только на территории России и стран СНГ!
Успейте оформить заказ по выгодной промо-цене!
Заказать Пантогор Здесь --> http://c.trktp.ru/ud6b

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი -1°-10°
ქუთაისი 2°-12°
ბათუმი 6°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia