www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
07:48 24.03.2013
ბორის ბერეზოვსკი:„მე არ მეგონა, რომ ბადრი ჩემზე ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან“...

ბორის ბერეზოვსკი ლონდონში, საკუთარ სახლში გარადაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზა მუშაობს, რათა დაადგინოს სიკვდილის მიზეზი. ჟურნალისტები, მეგობრები, პოლიტიკოსები და კოლეგა ბიზნესმენები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ყველა ნაცნობი და ახლობელი, ვისთანაც კი მას ბოლო დროს ურთიერთობა ჰქონდა, ამბობს, რომ ოლიგარქს  სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა.  უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებულად დათრგუნული იყო, შეცვალა მობილური ტელეფონის ნომერი,  არ პასუხობდა ზარებს, შეტყობინებებს, არ ხვდებოდა მეგობრებს, არ იძლეოდა ინტერვიუს პარასკევ საღამომდე.

ჟურნალი Forbs აქვეყნებს მის უკანასკნელ ინტერვიუს, რომელიც  გარდაცვლილმა ბიზნესმენმა  დიქტაფონზეც  არ ჩააწერინა ნაცნობ ჟურნალისტს. გამოუქვეყნებლობის პირობაც კი  ჩამოართვა. როგორც ავტორი მიიჩნევს, ოლიგარქის  გარდაცვალების ფაქტი მას აძლევს უფლებას, დაარღვიოს ეს პირობა, ვინაიდან ბერეზოვსკიმ უკანასკნელ დიალოგში ბევრი საინტერესო მინიშნება გააკეთა.

საუბარი რესტორან Four Seasons-ში შედგა, ჟურნალისტის ჩვეულებრივ მოკითხვაზე, რესპოდენტმა ნერვიულად დაუბრუნა პასუხი: „გმადლობთ, კარგად, რატომ მეკითხებით?“... ჟურნალისტის თქმით, ბიზნესმენი ცუდად გამოიყურებოდა, უხასიათოდ იყო და კატეგორიულად არ სურდა ბიზნესზე საუბარი.

„ბიზნესს მე არ ვმართავდი, ფულს ბადრის (პატარკაციშვილი) ვაბარებდი, ჩემი ფინანსების მართვა მე მას სრულად მივანდე. მხოლოდ პოლიტიკური პროექტებისთვის ვიღებდი იმდენს, რამდენიც მჭირდებოდა.  დანარჩენი ბადრის განკარგულებაში იყო.“

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვლის თუ არა, რომ პატარკაციშვილმა მას უღალატა, ბერეზოვსკი პასუხობს: „მე ყოველთვის ცუდად ვერკვეოდი ადამიანთა შეფასებებში, მათ ხასიათის თვისებებში, მე მხოლოდ მათ ჭკუას, სიმამაცეს ვაფასებდი, ბადრის შემთხვევაშიც შევცდი. მე მას დღესაც, როგორც მეგობარს ვაფასებ, არც ბადრისთან, არც აბრამოვიჩთან ხელშეკრულებაც კი არ გამიფორმებია. ბადრისთან ჩვენი ოფიციალური ბიზნეს-გაყრა, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების გამო მოხდა. და საერთოდ, ჩვენ არასოდეს გვქონია ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობები“...

აქ კი ბერეზოვსკი მცირე პაუზის შემდეგ მნიშვნელოვან ფრაზას წარმოთქვამს: „მე არ მეგონა, რომ ბადრი ჩემზე ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან“...

ინტერვიუს შემდეგ ნაწილში ბერეზოვსკი რუსეთზე საუბრობს, ის ამბობს, რომ რუსეთი მისთვის იმდებნად ძვირფასია, რომ არ შეუძლია იყოს ემიგრანტი და რუსეთის დატოვებას შეცდომად მიიჩნევს.

„ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე გადაფასდა, ბევრი იმედგაცრუება ვნახე, მე ცხოვრების აზრი დავკარგე, პოლიტიკის კეთებაც აღარ მინდა... 67 წლის ვარ და არც კი ვიცი ახლა რა უნდა ვაკეთო“... ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი რუსეთის ერთ-ერთი უძლიერესი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ამბობს, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა რუსეთსჳ და მეცნიერებას მიუძღვნიდა დარჩენილ ცხოვრებას, ბერეზოვსკი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო, თუმცა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება იმ საღამოს არ ისურვა, ჩანდა,  თავადაც არ სჯეროდა და არც  სამეცნიერო მოღვაწეობის და არც სამშობლოში დაბრუნების.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8896
EUR3.2028
GBP3.8004
RUB4.5482
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 7°-14°
ბათუმი 9°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia