www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:10 25.03.2013
სტიქიის შედეგების "განსხვავებულად" აღმოფხვრის შესახებ

საგანგებო შტაბის წევრი მინისტრები სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს ათვალიერებენ. ზარალი მნიშვნელოვნად დიდია. ქარმა ქობულეთში 47 საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დატოვა,  ხელვაჩაურში კი –  93 სახლი.  80-მდე სახლი დაზიანდა შიდა ქართლში. სტიქიას ზარალი დედაქალაქშიც  მოჰყვა,  ქარმა ავლაბარში 50 სახლს სახურავი გადახადა. პრობლემებია ელექტრომომარაგების მიმართულებით. ქვემო ქართლში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია ჯერაც არ მიეწოდება. კახეთშიც ანალოგიური მდგომარეობაა.

პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი სტიქიის შედეგების დათვლას დღეიდან დაიწყებს.  

როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, ზარალს მოსახლეობას საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს.

დღეს პრემიერ–მინისტრი, ფინანსთა მინისტრთან ერთად გორს ეწვია, ისინი  სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

ივანიშვილმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია მიიღო და კონკრეტული დავალებები გასცა. ივანიშვილის თქმით სტიქია არ იყო განსაკუთრებულად ძლიერი,  მაგრამ ამგვარი შედეგები გორში მხოლოდ იმის გამო დადგა, რომ ბოლო წლების გამვავლობაში გადახურვითი სამუშაოები მეტისმეტად უხარისხოდ იყო შესრულებული და დაპირდა მოსახლეობას, რომ აღდგენითი სამუშაოები ამჯერად უფრო ყურადღებით შესრულდება.

„ვნახოთ, თუ მოვახერხებთ ჩვენ განსხვავებულად ავაშენოთ ქვეყანა...“ – განაცხადა პრემიერმა გორელ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

პტიკოსები გამოდარებას ერთი დღით პროგნოზირებენ, ხვალიდან ისევ გაუარესდება. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-11°
ქუთაისი 4°-19°
ბათუმი 11°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia