www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:36 07.11.2012
როდის დაიჭერენ ალასანიას?
ალასანიას მკვლელობების თანამონაწილედ ასახელებენ
დავით ლომიძე
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას სურვილებს უსრულებს და „კუდიანებზე ნადირობას“ იწყებს. 

თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, რუსეთ- საქართველოს ომის გმირის, გიორგი კალანდაძისა და ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ შამათავას დაკავებას, საზოგადოების უმრავლესობა სწორედ ირაკლი ალასანიას შურისძიებად აფასებს. 

უმცირესობის წევრები: ნუგზარ წიკლაური და აკო მინაშვილი პოლიტიკური რევანშის მსხვერპლად მიიჩნევენ ბაჩო ახალაიასაც. ექსპერტთა აზრით, პროკურორ კბილაშვილის მიერ გახმოვანებული ბრალდება (ჯარისკაცებისთვის შეურაცხყოფის მიყენება) არასერიოზულია. 

„ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია. ირაკლი ალასანიამ ვერ აიტანა, რომ მან ზუგდიდში არჩევნები წააგო როლანდ ახალაიასთან. სამარცხვინოდ დამარცხებულმა ალასანიამ გადაწყვიტა ასე გასწორებოდა ახალაიების ოჯახს“, - აცხადებენ უმცირესობის წევრები. 

წულუკიანი, რომელიც ალასანიას კადრია, პირადად დაესწრო გიორგი კალანდაძის დაკავებას. მისი შეფასებით თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და კალანდაძის დაკავებას სამართლებრივი საფუძველი აქვს. თუმცა, უკვე საუბრობენ იმაზე, რომ დიდი სამინისტროს პატარა დიასახლისი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. 

ვინ არის ალასანია?

1995 წლის 4 მარტს, თბილისში საზარელი დანაშაული მოხდა. ორი ახალგაზრდა: კუსა თოხმაიდი და ბექა რეხვიაშვილი გაუჩინარდა. გამოძიება ეჭვობს, რომ ისინი დახოცეს. გარდაცვლილების მშობლებს კი, შვილების ცხედრების ნაცვლად, სხვისი გვამები შეაჩეჩეს ხელთ. 

გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები, სხვებთან ერთად, ამ საზარელ დანაშაულში ბიძინა ივანიშვილის მთავარ სახეს, ირაკლი ალასანიას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ალასანია, რომელსაც ნარკობიზნესთან ჰქონდა კავშირი, თავისივე მეგობრების გაუჩინარების საქმის თანამონაწილეა.  

17 წლის წინ, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ახალგაზრდების დედები, ქალბატონები: თამარ გარსევანიშვილი და მანანა რეხვიაშვილი ირაკლი ალასანიას - მეზობლების: ბექა რეხვიაშვილისა და ალექსანდრე (კუსა) თოხმაიდის გაუჩინარების გახმაურებული საქმის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ. 

მანანა რეხვიაშვილი: „ჩვენს ეზოში, ყოველთვის ეს ოთხეული ერთად მოიაზრებოდა, მეგობრები იყვნენ: ირაკლი ალასანია, თემურ ავიძბა, ზაზა ბარკალაია და გიგი არაბიძე. ალასანია იმ დროს აკადემიის კურსანტი იყო და თან უშიშროებაში მუშაობდა.

ბარკალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ნარკოტიკების განყოფილებაში, თავის ბიძასთან, შველიძესთან ერთად. 1995 წლის 4 მარტს, კუსა თოხმაიდი კუტუზოვის ქუჩაზე კორპუსის ეზოში ჩავიდა.  

ჩემს ბექას კი სახლიდან გასვლა სთხოვა მისივე თანაკლასელის დედამ, აწ გარდაცვლილმა ნინო ბერუჩაშვილმა, რომელმაც ის თავისთან დაიბარა ოჯახში. იქიდან დაბრუნებულმა ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ამ ქალბატონს ნამცხვრის გაკეთება სურდა და იქნებ გაუკეთოო. ბავშვი უკან წავიდა მასთან, წავალ და ვეტყვი, რომ გამოუცხობო. ამის შემდგომ ჩემი შვილი არც ცოცხალი მინახავს, არც მკვდარი.

მაშინ ეს ქალბატონი უშიშროებისა და შესაბამისი უწყებების დაქირავებულ „ნასედკად“ იყო ცნობილი. კუსა და ბექა ერთად იყვნენ და მას შემდეგ არც მე, არც ქალბატონ მარინას ისინი ცოცხლები აღარ გვინახავს. ის მიცვალებულებიც რაც შემოგვაჩეჩეს, სისხლის ჯგუფიც კი არ დაემთხვა მათსას და რეალურად ეს გვამები ჩვენი შვილების არ იყო. ამიტომაც ჩავატარეთ განმეორებითი ექსგუმაცია.

- ქალბატონო მანანა, თქვენს შვილებს ირაკლი ალასანიასთან რაიმე სახის პირადი დაპირისპირება ჰქონდათ?

- ალასანიასთან დაპირისპირება არ ჰქონიათ, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემთვის ცნობილი არ იყო, თუმცა მერე და მერე, როცა დავდიოდი, ირკვეოდა, რომ ალასანიას ამ საქმის ირგვლივ ინტერესები ჰქონდა. მე მაგალითად ვიცი და ასეც ვფიქრობ, რომ ეს ოთხეული შავ მუშად ჰყავდა უშიშროებას, რომ ჩვენთვის გზა აებნიათ და ჩვენს ოჯახებში შემოსულიყვნენ.  

ჩემი აწ გარდაცვლილი მეუღლე უშიშროების ყოფილი თანამშრომელი იყო და როდესაც ჩვენი შვილების საქმის გამოსარკვევად მივიდა საბურთალოს უშიშროებაში, მაშინდელ უფროსთან გია გლოველთან, რამდენჯერმე იქნა დაფიქსირებული, რომ იქ უკვე მისული იყო ირაკლი ალასანია და დასწრებაზე იყო. ე.ი. ალასანიას რაღაც აინტერესებდა, რაღაცის შიში ჰქონდა..

- თქვენი აზრით, რისი?

- ეგ და მისი მეგობრები მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი შვილების საქმეში, როგორც შავი მუშები. მაშინ ჩვენი შვილების საქმეში გაცილებით გავლენიანი, ორი მაშინდელი მაღალჩინოსანი იყო ჩარეული, შოთა კვირაია და იგორ გიორგაძე. 

- იცით ალბათ, რომ იგორ გიორგაძის პროტეჟე იყო ირაკლი ალასანია...

- ვერაფერს გეტყვით ამის თაობაზე. კარის მეზობლები იყვნენ და ეგ შეიძლება მასეც იყო. ორი პატიოსანი ბავშვი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაუჩინარდა, ისე რომ, ჩვენ მათი საფლავებიც კი არ გვაქვს. ეს ალასანია და მისი ძმაკაცები ძალიან ცუდად იყვნენ ჩარეულები, იმიტომ კი არა, რომ უშუალოდ მოქმედი პირები იყვნენ. ჩვენ გვიბნევდნენ გზას და გვეუბნებოდნენ, „კულინარელებმა“ გააკეთეს ეს საქმეო. ჩვენ კი ვიცით, რომ მაშინდელ დაჯგუფება „კულინარიელებს“ ეს საქმე არ გაუკეთებიათ.

- ალასანია თვითონ „კულინარიელი“ არ იყო?

- თვითონ არ ვიცი, რამდენად იყო „კულინარიელი“, მაგრამ მისი უახლოესი მეგობარი და მეჯვარე იყო მთავარი „კულინარიელი“ - ირაკლი ჩლაიძე. ბოლოს რომ ჰკითხეს ალასანიას, უსინდისოდ უარყო, შეხების წერტილი არ მქონდაო. უბანში ყველამ ვიცით, რომ ჰქონდა და მეგობრობდა კიდეც. 

მეტიც, როდესაც მე ირაკლი ჩლაიძესთან ოჯახში ავედი, სწორედ იქ იმყოფებოდა ალასანიაც და მისი დეიდაშვილი გოგა ბესტავაშვილი, რომელიც ახლა თავის პარტიაში ჰყავს. სწორედ ამ ბესტავაშვილმა გვითხრა, რომ ჩლაიძის მოკლულია თქვენი შვილებიო. ესაც შემოგდებული იყო. ვერ გეტყვით, რატომ იყო მონდომებული ირაკლი ალასანია, რომ „კულინარელებს“ გადაბრალებოდათ ჩვენი შვილების გაუჩინარება თუ მკვლელობა. 

ფაქტია, უკვე ამდენი წლებია ჩვენი შვილები არც ცოცხალი გვინახავს, არც - მკვდარი. ამ საქმეზე ირაკლი ალასანია სამჯერაა დაკითხული. ყველას იბარებდნენ ამ ბიჭებს. პროკურატურა თავად ინტერესდებოდა ამ საქმით, თუმცა ბოლომდე მის მიყვანას ხელს უშლიდა ვიღაც. ვერ მიდიოდა ბოლომდე ეს საქმე. 

თამარ გარსევანიშვილი: „როდესაც მე შევედი პროკურორ კობალაძის კაბინეტში, იქ ისხდნენ ირაკლი ალასანია და ზაზა ბარკალაია. კობალაძე მომიბრუნდა და მეკითხება, ქალბატონო თამარ, ხომ არაფერი კითხვა გაქვთ ამათთანო, არა მეთქი. მაშინ კიდევ ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი“.

მანანა რეხვიაშვილი: „შესავალი ხომ აქვს ამას, რატომ დაიბარეს მაინცდამაინც ირაკლი? მთელი 40 დღის განმავლობაში ბობოქორობდა ალასანიას ოთხეული, მაგ ბიჭებიდან წამოვიდა ისიც, რომ იმ ღამით, თითქოსდა არკაში, როგორ შევიდნენ ბექა და კუსა, ეს დაინახა ირაკლის მეგობარმაო. არადა ჩვენ მტკიცებულება გვქონდა, რომ იქ არ იყვნენ ბექა და კუსა იმ ღამეს. 

ალასანიამ მაშინაც მოიტყუა, როცა არასწორი ინფორმაცია მოგვცა. რომ გაიგო, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად მივდიოდით, იქ მცხოვრებ ერთ ახლობელთან, როგორც იცის ხოლმე მოვიდა და თითქოს ძალიან შეწუხებულმა გვითხრა, გაუგებრობას ჰქონია ადგილიო. გავიდა რამდენიმე თვე და ისევ მოდის და ჩემს მეუღლეს ეუბნება, რომ წითელი მანქანა იდგა იმ „არკასთან“ და მიანიშნებს, რომ ეს მანქანა ერთ-ერთ „კულინარელი“ პიროვნებისაა. 

მეორე დღეს, როდესაც ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ამის გადამოწმება, ალასანია ისევ მოდის და გვეუბნება, რომ გაუგებრობას ჰქონია ადგილი. ზაზა ბარკალაია და ირაკლი ალასანია ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის გზა და კვალი აერიათ და ნამდვილ დამნაშავეებზე არ გავსულიყავით და ამის უამრავი ფაქტი და მტკიცებულება გვაქვს. რატომ სხვას არ ვადებ ხელს?

იმ ღამეს, როცა ჩემი შვილი გაუჩინარდა, ალასანიას ბებია იყო და იქვე ხმამაღლა ვუთხარი, მე მკვლელს ვეძახი თქვენს შვილიშვილს, არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა მთავარი როლის შემსრულებელი იყო თუ ეპიზოდურის. დამნაშავე დამნაშავეა თქო. შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ მივედით გამომძიებელ ფოჩხუასთან, ეს იყო 1996 წელი, იცით რა გვითხრა ამ 3 ბიჭს ეძახიან, „გუდაუთსკაია ტროიკასო“: ალასანია, ავიძბა და ბარკალაია. ეს სხვათაშორის „კულინარელებმაც“ თქვეს, თავი დაგვანებონ ჩვენ და ლაგოდეხში, კაბალაში რომ ბარიგობდნენ, იმას მიხედონო. ჩვენც გვსმენია, რომ ირაკლი ალასანიას ნარკოტიკების ვაჭრობასთან კავშირი ჰქონდა. 

ფოჩხუამ სწორედ ეს თქვა, რომ ეს ბიჭები შემჩნეულები გვყავდა, რომ მიდიოდნენ, ხან ქალაქგარეთ გადამყიდველები მიჰყავდათ, ხან ფულს ართმევდნენ და ეს რამოდენიმეჯერ აუკრძალეს. ასეთებად ახასიათებდნენ ალასანიას და მის მეგობრებს. ქალაქის პოლიციაში ჩვენი საქმე გამომძიებელ გია ნატროშვილსა და სერგო ანთაძეს ებარა. 

პირველ მისვლაზე სერგო ანთაძე კმაყოფილი და გახარებული იყო, ვიღაცას ეუბნებოდა ტელეფონზე, თურმე ელაპარაკება ქალაქის უშიშროების უფროსს, მაშინდელს, ცინცაძეს. ცინცაძეს აქედან ეს ეუბნება, მეც ზუსტად ამ ბიჭებზე ვარ, ის ოთხეული დაასახელა. დღეს არავინ აღარაფერს ამბობს, ყველამ აიკერა პირი,17 წლის ავიძბას ყალბი ლეიტენანტის საბუთი ჰქონდა. იგივე ბიჭების გვარები დაგვისახელა მაშინ საბურთალოს ,,ოურის“ უფროსმა მურადი ჭოფოძემ, მოწიწებით გვითხრა იგივე ალასანიას და ამ ბიჭების გვარებიც... 

ერთი სიტყვით, გამოძიება მიდიოდა რაღაც კონდიციამდე და ჩერდებოდნენ. მაგდენი მეც კი ვიცი, რომ ესენი რაღაც როლს ასრულებდნენ. 

- თქვენ რამდენჯერმე საჯაროდ გააკეთეთ განცხადება ამის თაობაზე და ალასანია არ შეგხმიანებიათ?

- არა ნამდვილად. ერთადერთი ჩვენ ირაკლი ალასანიას პირისპირ შევხდით ჩლაიძეების სახლში, 1996-ში და მაშინაც ელდა ეცა. თუმცა ამას წინათაც იყო მოსული აქ, ეზოში დაცვით და გამარჯობა მითხრა და ზედ არ შევხედე, ზურგი შევაქციე.

რატომ არ დაინტერესდა, რატომ არ მოვა და გვკითხავს, აბა ქალბატონო მანანა, ქალბატონო თამარ, 17 წელია გამარჯობას არ მეუბნებით და რაღაც გაუგებრობაა იქნებ, გავერკვეთ, რატომ ახსენებთ ჩემს სახელს ამ გაუჩინარების საქმეში ან ამდენი ხანი მთავრობაში იყო და რატომ არ დაინტერესდა მისივე ამხანაგების - ბექას და კუსას საქმის გამოძიებით? ამიტომაც ჩნდება ბუნებრივად ეჭვები. 

ალასანიამ 1996 წლის დეკემბერში გვითხრა, ამერიკაში მიბრძანდებოდა მაშინ, თამრიკო დეიდა, მე რომ დიდი კაცი გავხდები, პირველ რიგში ბექა და კუსას საქმე იქნება გამოძიებულიო. 

კუსას აჩრდილი მაგათ ცხოვრების ბოლომდე არ მოასვენებთ. მე ვიცი, ალასანიამ რა როლიც ითამაშა და როდესაც ჩვენ უშიშროების საბჭოს მდივანს, ნუგზარ საჯაიას ვხვდებოდით, მაგისმა მეგობარმა, მაშინ საჯაიას რეფერანტი იყო, აწოწილი ზურაბ აბაშიძე, ახლა რომ დიდ უფლებათადამცველად გვევლინება, ცოცხალი თავით არ შეგვიშვა ნუგზარ საჯაიასთან კაბინეტში. 

ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ეს საქმე არაა დახურული და იქნებ პროკურატურა და შესაბამისი უწყებები რეალურად დაინტერესდნენ ჩვენი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული შვილების საქმის გამოძიებით და ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს დამნაშავეების ვინაობა“. 

p.s: და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ თუ როგორ მოიხსენიებს ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს.

გამოიძიებს თუ არა, წულუკიანი მოკლული ახალგაზრდების საქმეს?
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia