www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:10 28.03.2013
საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება შიმშილით

გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც გოგიტა აბაშიძის ბედს გაიზიარებენ. ამ მონაცემების შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში იუწყებოდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პრობლემა მხოლოდ 1 წლის გოგიტას დაღუპვის შემდეგ მოექცა. სულ, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა.

ამ თემაზე სასაუბროდ „ამერიკის ხმის“ ინტერნეტ გამოცემამ მოიწვია „იუნისეფისკვლევის ერთ-ერთ მონაწილე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე. რესპოდენტის ინფორმაციით, რომელიც „იუნისეფის“ კვლევებს ეყრდნობა, საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში,  ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს“. ამავე კვლევის დასკვნაში წლიური მაჩვენებლის შესახებ ვკითხულობთ: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“.

ქალბატონ მაის აქ შედარებისთვის ევროპის მაჩვენებელი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ  ევროპის 44 ქვეყანას  შორის საქართველოს 42-ე ადგილი უკავია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით და დასძენს: „ ბოლო 10 წლის განმავლობაში აი ამ კვების მწვავე დეფიციტმა, მალნუტრიციამ ქვეყანას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა და 4 300 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასე რომ, ჩვენ თუ არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ამიტომ აუცილებელია კონკრეტული პროგრამების განხორციელება და ინვესტიციების ჩადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად: ორსულთა მოვლა, განათლება ქალების და ორსულების, განსაკუთრებით მიკრონუტრიენტების და სწორი კვების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციები სამშობიარო სახლებში, სამედიცინო დაწესებულებებში“.

გაეროს ბავშვთა ფონდმა გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზა ხელისუფლებას, მათ შორის

 ფქვილის ფორტიფიკაცია, ანუ - გამდიდრება რკინით, ფოლიუმის მჟავით. ასევე ზოგადად საზოგადოების განათლება, რომ მან იცოდეს, გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სწორედ ასეთი ვიტამინები და მიკროელემენტები მათი ჯანმრთელობისთვის. საზოგადოებისგანაც უნდა წამოვიდეს გარკვეული მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომელიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არის.

 

კიდევ ერთი რგოლი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია - ეს არის არსებული სახელმწიფო სისტემის გამართულობა და ეფექტური ფუნქციონირება, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ არ ხერხდება. არ ხერხდება,  რამდენადაც აი ეს რგოლი, კავშირი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქალების და ბავშვების ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე, არაეფექტურია.

ეს რაც შეეხება გაეროს რეკომენდაციებს,  ახალ მთავრობას  წერილობით მიმართა ასევე საქართველოში იუნისეფის ბავშვთა ფონდმაც,   სადაც კონკრეტული სამოქმედო მიმართულებებია წარმოდგენილი, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა. რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში: „უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს არსებული სოციალური შეღავათების სისტემის ეფექტურობა. მეორე - შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადახედავს საჭიროებების შეფასების ფორმულას, ანუ, იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ხდება გარკვეულწილად ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება. აქ უნდა მოხდეს ბავშვის საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინება ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს და მჭიდრო გახდეს კავშირი სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს შორის“...

 

აქვე ქალბატონი მაია დასძენს, რომ  მთავარია დაფინანსების გაზრდა სოციალურ პროგრამებში, „ ჩვენი გამოთვლებით, ბავშვთა ყოველთვიური შემწეობის შემოღება 30 ლარის ოდენობით, რომელიც სახელმწიფოს დაუჯდება სულ 25 მილიონი ლარი, ყველაზე მეტად ეფექტური იქნება ბავშვთა სიღარიბის შემცირების საკითხში. მაგალითად, თუ უკიდურესი სიღარიბე არის 9.1 პროცენტი, ის ჩამოვა 3.9 პროცენტამდე.  ყველაზე უფრო ეფექტური ინტერვენცია   ამ ეტაპზე იქნება ბავშვთა საყოველთაო შეღავათი, ანუ შემწეობა, რასაკვირველია, პენსიების ზრდასთან ერთად“- აღნიშნავს საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-20°
ქუთაისი 10°-17°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia