www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:01 29.03.2013
ლიანა პატარკაციშვილი: "მამის რეპუტაცია და მისი ხსოვნა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

ბადრი პატარკაციშვილის უფროსი ქალიშვილი ლიანა, ჟურნალ “Forbes”-ს  მისი ოჯახისა და ბორის ბერეზოვსკის ურთიერთობის შესახებ უყვება, ასევე  მემკვიდრეობით მამისგან გადმოცემულ ამჟამინდელ აქტივებზე.

ავტორი გვატყობინებს, რომ ლიანა დღეს მამის დაარსებული და დაბრუნებული ტელეკომპანიის, რომელმაც 10 წლის იუბილე სულ ახლახანს იზეიმა, უშუალო მფლობელია.

ჟურნალისტი  პატარკაციშვილებისა და ბერეზოვსკის ბოლო შეხვედრით დაინტერესდა, რაზეც ლიანა პასუხობს: „ჩვენი ოჯახი ბერეზოვსკისთან მხოლოდ იურისტების საშუალებით კონტაქტობდა. წლინახევრის უკან საბოლოოდ ბერეზოვსკი-აბრამოვიჩის სასამართლოზე შევხვდით. არც მოგვესალმა, , საბოლოოდ მე ის ვნახე გასული წლის შემოდგომაზე,  შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს, სადაც საკითხი ჩვენი ოჯახის ბიზნესს ეხებოდა, მას დავა ჰქონდა ბადრის ოჯახის წევრებთან და საბოლოოდ ჩვენი ოჯახის აქტივებთან დაკავშირებით ყველა პრეტენზია უკან წაიღო. ჟურნალისტმა ბადრის ქალიშვილს ბერეზოვსკის ბოლო ინტერვიუ შეახსენა, სადაც ის ამბობს, რომ ბადრიში ცდებოდა და დაინტერესდა მათი დაშორების მიზეზით, რაზეც ქალბატონი ლიანა პასუხობს:

„ისინი მხოლოდ ბიზნესის თვალსაზრისით დაშორდნენ ერთმანეთს, ბერეზოვსკის პოლიტიკური აქტიურობა არ აძლევდა მამას საშუალებას მშვიდად ემართა ბიზნესი. მიუხედავად ამისა ისინი მეგობრებად დარჩნენ. 2 წლის წინ ბორისი ბადრის საფლავზეც ჩამოვიდა თბილისში“.

ჟურნალისტი აქ ბადრის ქალიშვილს რუსულ გადაცემას ახსენებს, სადაც ბერეზოვსკის სიკვდილის ვერსიებს განიხილავდნენ და ინგლისურმა პრესამ ერთ-ერთ ვერსიად ბადრის სიკვდილის გამო ბერეზოვსკიზე განაწყებნებული „კანონიერი ქურდები“ -ს შურისძიება დაასახელა. გადაცემაში კორესპოდენტმა ანდრეი კონდრაშევმა თქვა, რომ იურისტთა აზრით, დამკვეთთა შორის, ვისაც ბერეზოვსკის სიკვდილი აწყობდა, სავსებით შესაძლებელია პატარკაციშვილის ოჯახიც იყოს, განსაკუთრებით „სამშვიდობო ხელშეკრულების“ მიზეზით, სადაც აქტივები მათ შორის 50 – 50-ზე გაიყო, ჯურნალისტი კითხულობს: „ხომ შეიძლება პატარკაციშვილებს ეფიქრათ, რომ ბერეზოვსკის მოცილებით 50 %-ს არავის გაუყოფდნენ?“...

ქალბატონი ლიანა მოკლე კომენტარს აკეთებს, ამბობს რომ ამგვარი განცხადებების ავტორები საღ აზრზე არ არიან და დასძენს, რომ ხელშეკრულება, რომელსაც მათ გასულ შემოდგომაზე ხელი მოაწერეს, ორივე მხარეს ავალდებულებს წილების გაყოფას სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც.

ინტერვიუს მეორე ნაწილში კორესპოდენტი ლიანა პატარკაციშვილის ამჯამინდელი მედია საქმიანობით და „იმედის“ მომავლით დაინტერესდა და გაირკვა, რომ ლიანა ლონდონიდან სკაიპის საშუალებით ახერხებს შეხვედრებზე დასწრებას და თვეში ერთხელ  ჩადის თბილისში. „იმედი“ ეს მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ოჯახის რეპუტაციაა, მამის რეპუტაცია და მისი ხსოვნა  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა, რომ „იმედზე“ კვლავ ალაპარაკდნენ, როგორც გასულ წლებში, როგორც ყველაზე ობიექტურ, დაბალანსებულ ტელემაუწყებელზე... ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები აქ თავს კომფორტულად გრძნობდნენ, ამაყობდნენ თავიანთი საქმიანობით არხზე, რეიტინგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი არაა“- აღნიშნავს ლიანა პატარკაციშვილი.

 კორესპოდენტი ასევე დაინტერესდა ტელევიზიის დაბრუნების სანაცვლოდ ახალი მთავრობა ხომ არ ითხოვს მათგან გარკვეულ სამსახურს, რაზეც ლიანა პასუხობს, რომ არა და რომც იყოს ეს მათთვის მიუღებელი და გამორიცხულია. ასევე დაისვა კითხვა რუსეთთან მათი ურთიერთობის შესახებ, რესპოდენტი ამბობს, რომ პირადად მისთვის რუსეთთან ურთიერთობა, სადაც ნახევარი სიცოცხლე აქვს გატარებული, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი აქვს ასეა ქვეყნისთვისაც“...

კიდევ რა ქონებას ფლობენ პატარკაციშვილები, ბადრის ქალიშვილის ჩამონათვალში შედის: რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მაგთიკომის აქციების ნაწილი, გასართობი პარკი, მიწები ზღვისპირა რეგიონში... გვაქვს ბიზნეს წილები ამერიკაში, ესპანეთში, მაროკოსა და სერბეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8845
EUR3.241
GBP3.6177
RUB4.5787
თბილისი 20°-34°
ქუთაისი 21°-28°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia