www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:20 04.04.2013
"გარდიანი": ბიძინა ივანიშვილს ვირჯინიის კუნძულებზე ფარული ოფშორული ანგარიშები აქვს
"ჯი-ეიჩ-ენი"
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი სათავეში უდგას იმ ადამიანების ახალი სახელების ნუსხას, რომლებსაც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ფარული ოფშორული ანგარიშები აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ "გარდიანი" (http://www.guardian.co.uk/uk/2013/apr/04/offshore-secrets )ავრცელებს. სტატიის ავტორი, დევიდ ლეი, "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელია. მისი განცხადებით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული არასაბანკო ანგარიშების შესახებ გაჩენილმა ინფორმაციამ, შესაძლოა, ბრიტანეთის იმიჯი შეარყიოს.

ბოლო ნუსხაში გარდა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მონაცემებისა ასევე არის პაკისტანის, ინდოეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის გამოჩენილი მოღვაწეების მონაცემები.

დღეს ინტერნეტში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული ანგარიშების მფლობელების ვინაობას წარმოაჩენს.

გამოცემის ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ოფშორულ ზონებში არსებული თანხის მოცულობა 20 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ოფშორებში ანგარიშების მფლობელთა შორის არიან: ფილიპირების ყოფილი პრეზიდენტის ფერდინანდ მარკოსის ქალიშვილი მარია იმელდა მარკოს მანოტოკი, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი ესპანელი ბარონესა კარმენ ტისსენ ბორნემისა. ნუსხაში ასევე მოხვედრილია რუსეთის რამდენიმე მოქალაქე - ვიცე პრემიერის იგორ შუვალოვის მეუღლე და "გაზპრომის" ორი ტოპ-მენეჯერი. სამივე მათგანმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადა.

გარდიანში ასევე აღნიშნულია, რომ ანტიკოპრუფციული უწყება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონისგან შესაბამისი ზომების გატარებას მოითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia