www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
06:39 08.04.2013
ვახტანგ ჩხაპელია სოსო პავლიაშვილს ანტონ ადუაშვილის მკვლელობის "ფინანსურ მხარდამჭერად" ასახელებს
interpressnews
ანტონ ადუაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვახტანგ ჩხაპელია მკვლელობის "ფინანსურ მხარდამჭერად" საკუთარ ცოლისძმას, სოსო პავლიაშვილს ასახელებს. ამის შესახებ ჩხაპელია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომლის ფრაგმენტი გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

"ანტონს ფარული უთანხმოება ჰქონდა სოსო პავლიაშვილთან. ანტონი სოსოს დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით სისტემატურად ართმევდა. სწორედ ამ ფაქტების სიმრავლის გამო გადავწყვიტეთ მე და სოსომ დაგვესაჯა ანტონ ადუაშვილი, რისი შესრულებაც მე ვითავე, ხოლო ფინანსური დახმარება სოსომ გამიწია", - აცხადებს ჩხაპელია და აღნიშნავს, რომ მიზანი ადუაშვილის მოკვლა არ ყოფილა.

მისი თქმით, ადუაშვილის დასჯაში მასთან ფიზიკურად გასწორება იგულისხმებოდა. 

"სოსომ საუბრისას მითხრა, - თუ ავთო ცოტა ჭკუაზე არ მოვიდა, მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქროთო. ვუთხარი, რომ ამ საქმეს თავად მივხედავდი. ავთოს დასჯაში ვგულისხმობდი მის ცემას. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მენახა ისეთი ვინმე, რომელიც ადუაშვილის გონების დაკარგვამდე ცემას და მის დაინვალიდებას შეძლებდა. ზაფხულის პერიოდში დავუკავშირდი ერთ ჩემს ახლობელს, თემურ ქობალიას - "მუხას"... ვუთხარი, რომ ერთ ძალიან ცუდ პიროვნებასთან მქონდა პრობლემები. ეს მე და ჩემს ოჯახს გვეხება და ამ კაცისთვის ჭკუის სწავლება მინდა-მეთქი. ქობალიამ დახმარებაზე უარი მითხრა. მეორე დღეს თემურ ქობალიამ თავისი ახლობელი გელა უბილავა გამაცნო", - აცხადებს ჩხაპელია.

მისი თქმით, უბილავა შეკვეთის შესრულებაზე 50 000 დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა.

"თანხის უმეტესი ნაწილი - 30 000 ევრო უკრაინიდან ჩამოვიტანე. ის სოსო პავლიაშვილმა მომცა (დანარჩენი თანხა, დაახლოებით 12 000 დოლარიც ნაწილ-ნაწილ მივიღე) - მისთვის უკვე ნათქვამი მქონდა, რომ კაცი მყავდა ნანახი, რომელიც ავთო ადუაშვილის დასჯაში დამეხმარებოდა. სოსო პავლიაშვილმა მკვლელობის ამბავი რამდენიმე საათში გაიგო, თუმცა არაფერი უთქვამს. 10 000 ევრო მომცა ჭირისუფლებისთვის მისაცემად, რათა დაკრძალვის ხარჯები დაეფარათ... ბოლოს სოსო 10-12 დეკემბერს ვნახე ერევანში, იქ კონცერტები ჰქონდა. მიღებული ჰონორარიდან 10 000 დოლარი და 10 000 ევრო გამომატანა თბილისში. 10 000 დოლარი ხელოსნებისთვის უნდა გადამეცა საფლავის მოსაწყობად, ხოლო 10 000 ევრო ჭირისუფლებისთვის უნდა მიმეტანა", - ამბობს ჩხაპელია.

ანტონ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. როგორც მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, პავლიაშვილთან დაკავშირებით არის ერთი მოწმის ჩვენება, თუმცა ეს დევნის დასაწყებად საკმარისი არ არის.

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან მისი სახელის დაკავშირებაზე რამდენიმე დღის წინ НТВ-ს ეთერში ისაუბრა სოსო პავლიაშვილმა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომელმაც მისი თქმით, "ეს ნაბოდვარი უარყო".

ანტონ ადუაშვილის ჩვენების ვრცელი ვერსია "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7756
EUR3.1001
GBP3.5153
RUB4.3239
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 14°-23°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia