www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:12 02.05.2013
საია არ გამორიცხავს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდული აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. საია სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს გუშინ განცხადებით გამოეხმაურა.

"ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნებული მასალიდან შესაძლოა იკვეთებოდეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც შესაბამისი სამართალდამცავი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საია მოუწოდებს პასუხისმგებელ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და მოახდინონ ჯეროვანი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში. 

საია მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განმარტება არ იძლევა საქმის დეტალურად შეფასების საშუალებას. საია აღნიშნული ფაქტების შესწავლას აგრძელებს, ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას, შესაბამისი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აქციის დროს დაზარალებულ პირებს.

"საია იმედს იტოვებს, რომ მოცემული საქმეების სასამართლო წესით განხილვის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებები არ დაეყრდნობა მხოლოდ პოლიციელების ახსნა-განმარტებებს და სრულყოფილად იქნება გამოკვლეული ყველა მტკიცებულება",-ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2020
ოქტომბერი 2020
ოქტომბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD3.2059
EUR3.756
GBP4.1212
RUB4.0976
თბილისი 12°-18°
ქუთაისი 18°-27°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia