www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:44 22.05.2013
ვინ უდგება თავდებში მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს?
people.ge

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს თავდებში დაუდგებიან, – ამის შესახებ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ისინი ქუთაისში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. 

"ჩვენ გავაკეთეთ თავდებობის ფურცელი, მზად ვართ თავდებში დავუდგეთ როგორც მერაბიშვილს, ისე ჭიაბერაშვილს. ასეთ მომენტში, ჩვენ, ჩვენს მეგობრებს ვერ მივატოვებთ, ჩვენ გვინდა დადგინდეს სიმართლე", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. 

მისივე შეფასებით, მათი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას. მისი განცხადებით, საბოლოო მიზანი, როგორც ჩანს, ის არის, რომ გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყონ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი კი იმედოვნებს, რომ სასამართლო დღეს ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე აზრით, პროკურატურის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სწორი არ არის, რადგან ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და პროკურატურასთან და ამ თანამშრომლობაზე მათ უარი არასოდეს უთქვამთ. 

"იმედი გვაქვს, სასამართლო მათ საკითხზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - დასძინა გიგი წერეთელმა. 

ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პარლამენტში გაემგზავრნენ, მოგვიანებით კი, ისინი გადაინაცვლებენ სამმართველოსთან და ვანო მერაბიშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9738
EUR3.2902
GBP3.7027
RUB4.6406
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 17°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia