www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:32 03.06.2013
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადება
people.ge

,, ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია საერთასორისო ორგანიზაციების იმ გამოხმაურებებზე, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას მოჰყვა. 

განცხადებაში ,,ნაციონალური მოძრაობა" იმაზეც მიუთითებს, თუ რა შედეგები შეძლება გამოიწვიოს ამ ფაქტმა დასავლეთთან დიმპლომატიურ ურთიერთობებეში.

,,პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება - წამოიწყოს პოლიტიკური ოპონენტების დევნის ახალი ტალღა და დააპატიმროს უშუალო პოლიტიკური ოპონენტი ვანო მერაბიშვილი უკიდურესად უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობაზე. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისგან. ისეთი გავლენიანი გამოცემების პუბლიკაციებიც, როგორიცაა "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააგრძელოს ოპონენტების დევნა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მასპინძელი ქვეყნის - ლიტვის - გავლენიან პარლამენტართა ჯგუფის ( მათ შორის, ამჟამინდელი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერების, ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გედიმინას კირკილასის და ანდრიუს კუბილიუსის ) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და, კონკრეტულად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მიმართ წინასწარი პატიმრობის სრულიად გაუმართლებელი გამოყენება უარყოფითად აისახება ვილნიუსის სამიტზე საქართველოს შანსებზე მიაღწიოს წარმატებას.

იმ პირობებში, როცა ქვეყანაში დღითიდღე იზრდება უმუშევრობა, უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა და, ფაქტობრივად, გაყინულია ინვესტიციები, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა იზრუნოს ამ საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაზე ისევე როგორც მიაღწიოს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. სრულიად ცხადია, რომ ამისათვის, აუცილებელია შეწყდეს ოპოზიციის დევნა. აღნიშნული დევნა არა მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, არამედ ვერ მიაღწევს ოპოზიციის განადგურების მთავარ დეკლარირებულ მიზანს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის იდეებზე დაფუძნებული, მოტივირებული ადამიანებისგან შემდგარი პარტია და მიუხედავად დევნისა, განიცდის აღმასვლისა და განახლება-გაძლიერების მნიშვნელოვან პროცესს,"- ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 14°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia