www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:41 12.07.2013
პატრიარქი: მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული
interpressnews

სხვისი ცოდვების გამოძიების გამო,  მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. 

კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები ბოროტებას საკუთარ თავში ვერ ხედავენ და ცდილობენ, სხვები გამოასწორონ, სინამდვილეში კი, ადამიანმა გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. 

უწმინდესი საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული. ყველა ერთმანეთს განიკითხავს და მიაჩნია, რომ სხვა არის დამნაშავე. ეს სიკეთისკენ არ მიგვიყვანს.

"ეს სიკეთისაკენ არ მიგვიყვანს. მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებზე და გაჭირვებულ ადამიანებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს. ისინი, ვინც ბოროტებას აკეთებს, სიკეთეს გააკეთებს. ეკლესიამ უნდა აჩვენოს ამ სიკეთის კეთების მაგალითი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეძლებს როგორღაც იმოქმედოს ხალხზე და ბოროტება სიკეთით გადაიქცეს. 

"უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიკეთით უნდა დავფაროთ ის ნაწილი, რომელიც სხვებს აქვთ. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ასევე აღასრულეთ სჯული ქრისტესი". ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება. თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ იქცა, ხოლო ვთხოვ  პრესას, ტელევიზიას, მედიას,  ბევრი რამ კეთდება კეთილი საქართველოში და ნახეთ, აჩვენეთ ეს სიკეთე ხალხს, თორემ ნებისმიერ დროს, მოსახლეობას უფრო მეტად ცუდი ესმის ვინ დააკავეს და რომ უნდა დაისაჯოს", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა ქადაგებისას, რომ დედამიწაზე ყველაფერი იცვლება, მაგრამ უცვლელი არის ერთი ჭეშმარიტება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. არსებობს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არსებობს სარწმუნოება, არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მეორე ადამიანი ღვთის ქმნილებაა და არსებობს ადამიანი, რომელიც ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებს, ასევე არსებობს სამშობლო და არსებობს კოსმოპოლიტიზმი. 

პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ხვალ სვეტიცხოვლობაა, დღეს საღამოს სვეტიცხოველში ლოცვა 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ხვალ - წირვა დილით 10:00 საათზე.

დღესასწაულთან დაკავშირებით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 13°-28°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia