www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:15 20.11.2012
ქართველ მოსწავლეთა მარგალიტები 2012 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე
მარიამ სალაძე
სოციალური ქსელში გავრცელდა ქართველ მოსწავლეთა მარგალიტები 2012 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე

“დავით გურამიშვილს შვილი არ ეყოლა და თავისი ლექსების მამა გახდა”- მე-9 კლასი

“ამირანს დღემდე ყოველდღე სტუმრობს არწივი და ზედ აჯდება” -მე-9 კლასი

“ჩვენმა ერმა ორი ათასი წელი იცხოვრა და ბევრი უვარგისი ქვებიც ჩადო წარსულის ძირში”- მე-10 კლასი

“ლუარსაბ თათქარიძე მრგვალად და დარბაისლურად იყო გასუქებული” -მე-8 კლასი

“ონისეს და ძიძას კოცნის გამო სოფელში თოფი გავარდა”- მე-8 კლასი

“თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში” – მე-5 კლასი

“შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა” – მე-6 კლასი

“გალაქტიონ ტაბიძეს ეგონა, რომ ფრთები ჰქონდა. ამიტომაც ფანჯრიდან გადახტა. მანამდე კი ლექსად დაწერა ფრთები მააქვსო” -მე-8 კლასი

“პოლიტიკოსები ნამდვილად ბაყაყებივით ყიყინებენ და ილანძღებიან”- მე-6 კლასი

“ომი ქვეყნებს სიმწრითა და სირცხვილით ავსებს და ბომბავს” -მე-7 კლასი

“ხალხურმა პოეზიამ საუკუნეები იარა და ჩვენამდე ძლივს მოაღწია” -მე-8 კლასი

“ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა” -მე-9 კლასი

“ვეფხისტყაოსანმა” უამრავ საუკუნეებს გაუძლო და ისე მოაღწია ჩვენამდე. სამაგიეროდ იქ ისეთი ამბებია მოთხრობილი, ახლა ვერაფერშიც ვერ გამოგვადგება. ტარიელი ჩემს ნაცნობ ბიჭს ქვია, მაგრამ არც ვაჟკაცურია და არც სიყვარული შეუძლია ნესტან-დარეჯანივით” - მე-9 კლასი

“ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი და ბარსელონაში ვითამაშო”- მე-6 კლასი

“დავით გურამიშვილს სწავლის სიმწარე მშობიარობა ჰგონია, საიდანაც ვაზის ყურძენი უნდა დაიბადოს”- მე-6 კლასი

“ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო”- მე-9 კლასი

“ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები”- მე-8 კლასი

„ჯოყოლამ ზვიადაური რომ დაინახა, უნდა ესროლა, მაგრამ უცბად გაახსენდა, შეიძლება მასპინძელი ვარო და გამოელაპარაკა” - მე-10 კლასი

“ლადო ასათიანს ღმერთმა ოცნებიანი ლექსების წერა დაავალა”- მე-7 კლასი

“ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო” - მე-9 კლასი

“ლადო ასათიანმა კრწანისში საფლავთან მუხლის მოდრეკის ტრადიცია დაამკვიდრა”- მე-5 კლასი

" ვაჟკაცმა უკან არ უნდა დაიხიოს, თორემ მისი მეორე თაობის ვაჟკაცები დაწყევლიან და გაამათრახებენ” - მე-6 კლასი

“რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა” - მე-8 კლასი

“ილია ჭავჭავაძეში ყველა ქართველის გენოილოგია გაერთიანდა და ერთად უტევდა მტერს”- მე-6 კლასი

“ყველა ერთი ადამიანებისგან შედგება. განსხვავება მხოლოდ ფერში და სუნშია”- მე-10კლასი

“ქართველებს დედა ისე უყვართ, რკინასაც კი დედაბოძს ეძახიან”- მე-5 კლასი

“გალაქტიონი ისეთი დიდი პოეტი იყო, ლექსებს წინიდანაც წერდა და უკნიდანაც. როგორც არ უნდა წაიკითხო მისი ნაწერი, მაინც ლექსია და რომანს არ ჰგავს” - მე-8 კლასი

“ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა”- მე-6 კლასი

პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული” – მე-8 კლასი

“აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა” – მე-5 კლასი

“აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ” – მე-5 კლასი

“ჯობია ადამიანმა უკან იაროს და წინ გაინათოს, ვიდრე მიდიოდეს და უკან მისდევდეს ლამპარიო. უთხრა ბრძენმა შვილმა მეფეს და გააოცა” – მე-6 კლასი

“ღმერთმა დასწყევლა კაენის მოდგმა. უთხრა, რომ სულ იმუშავებდა და მაინც მშიერი იქნებოდა. კაენს რომ თავისი ძმა არ მოეკლა, ჩვენც არასოდეს მოგვშივდებოდა!” – მე-10 კლასი

“ჩარლი ჩაპლინი მუდამ ცდილობდა ანგელოზი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ადამიანი გამოდგა” – მე-6 კლასი

“ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა” – მე-7კლასი

“ჯულიეტა შეიძლება სხვებისთვის ლამაზი სულაც არ იყო, მაგრამ რომეოსთვის აჩირაღდნებდა” - მე-8 კლასი

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9607
EUR3.2855
GBP3.6878
RUB4.6066
თბილისი 13°-25°
ქუთაისი 14°-23°
ბათუმი 18°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia