www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:59 25.06.2014
წარმატებული ურთიერთობის საიდუმლოებები

სტატისტიკა დაუნდობელია: ათიდან შვიდი წყვილი განქორწინების მსხვერპლია. მოგიყვებით მეთოდებზე, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც შეძლებთ ოჯახისა და თქვენს მეორე ნახევართან საუკეთესო ურთიერთობის შენარჩუნებას.

განქორწინების 70 პროცენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში პარტნიორები გაითვალისწინებენ „წარმატებული ურთიერთობის ოთხ წესს“.

საპასუხო კავშირი

იმისათვის, რომ ურთიერთობა ბედნიერი იყოს, წყვილს შორის კარგი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს. მთავარი შეცდომა: არ არის საჭირო რეგულარულად და დეტალურად მოყვეთ თუ როგორ ჩაიარა დღემ. საკუთარი თავის მუდმივი აფიშირება თქვენს პარტნიორს თქვენდამი ინტერესს დააკარგვინებს. საპასუხო კავშირი - ეს ურთიერთობაა. ჰკითხეთ და მოუსმინეთ თქვენს რჩეულს. როცა გულწრფელად დაინტერესდებით იმით თუ რა ხდება ერთმანეთის ცხოვრებაში, ორივე კარგად იგრძნობთ თავს.

გამოხატეთ თქვენი გრძნობები

ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო წარმატებული ურთიერთობისთვის: არ დაუმალოთ თქვენს პარტნიორს თქვენი რეაქცია და ემოცია ამა თუ იმ საკითხზე. შეაფასეთ მისივე თანდასწრებით თქვენი პარტნიორის ქმედება, ჟესტი, უთხარით მოგწონთ თუ არა ეს ყოველივე. ისაუბრეთ ამ ყოველივეზე მშვიდად და გულწრფელად. არ დაელოდოთ მის პასუხებს ან რეაქციას, უბრალოდ მოყევით. მაგალითად, თუ მეგობრებთან შეხვედრისას მისმა გარკვეულმა ქმედებამ გაგაღიზიანათ, საღამოს, როცა მარტო დარჩებით სახლში ან მეორე დღეს მშვიდად აუხსენით თუ რამ გამოიწვია თქვენში უარყოფითი ენერგია, შემდეგ კი თემა შეცვალეთ. თქვენი პარტნიორი დაფიქრდება ამ ყოველივეზე და თუ მას ნამდვილად უყვარხართ იმავე შეცდომას აღარ დაუშვებს.

გაიღიმეთ

ღიმილი - ეს მადლიერებისა და ბედნიერების გამომხატველია. განა ეს არ გსურთ თქვენი ურთიერთობისგან? უყურეთ ერთად კომედიური ჟანრის ფილმებს, მოყევით ანეკდოტები, არ მოერიდოთ ხუმრობებს, ეძებეთ ნებისმიერი მიზეზი იმისათვის, რომ გაიღიმოთ. იუმორის გრძნობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ბდნიერი ურთიერთობებისთვის.

ყოველდღიური შეხებები

წარმატებული ურთიერთობა არ იქნებოდა სრულყოფილი ფიზიკური ურთიერთობის გარეშე. ყოველდღიურად უნდა აჩვენოთ ერთმანეთზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა. ჩაეხუტეთ, აკოცეთ ერთმანეთს, გაისეირნეთ ერთად, ჩაკიდეთ ხელი ერთმანეთს. ეს ყოველივე ურთიერთობის განმტკიცებას უწყობს ხელს. კარგი იქნება თუ ეს ჟესტები ჩვევაში გადავა, შედეგად დროთა განმავლობაში სიყვარული განმტკიცდება და გაიზრდება.

გისურვებთ წარმატებას!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2020
ოქტომბერი 2020
ოქტომბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD3.2059
EUR3.756
GBP4.1212
RUB4.0976
თბილისი 12°-18°
ქუთაისი 18°-27°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia