www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:56 15.07.2014
სოციალური ქსელის მომხმარებლების 7 ცოდვა
ნიუპოსტს.ჯი

სოციალური ქსელები, ბლოგები და მათი მომხმარებლები მუდმივად ხდებიან კრიტიკის საგნები. უარყოფით დამოკიდებულებას კი განსაკუთრებით ის ფაქტი იწვევს, რომ ისინი ფაქტობრივად უსაფუძვლოდ ხარჯავანე ძვირფას დროს. თუმცა, კაცობრიობა არ ცდილობს უარი თქვას სოციალურ ქსელებზე, ვებგვერდებზე და მითუმეტეს ინტერნეტზე.

რა თქმა უნდა ხდება ხოლმე, როცა სურვილი გიჩნდებათ საკუთარი გვერდი ან პროფილი გააუქმოთ ან გამორთოთ კომპიუტერი და აღარასდროს დაუბრუნდეთ მას. თუმცა, ეს ყოველივე წამიერია. ქვემოთ კი მოყვანილია 7 ცოდვა, რომელიც თითქმის ყველა მომხმარებლის „კისერზეა“.

 და აი, 7 ყველაზე საშინელი ცოდვა სოციალური ქსელის მომხმარებლებისათვის:

საზოგადოების შეხედულებაზე წუხილი

მტანჯველი ტექსტები, დეპრესიული სტატუსები, სულისშემძვრელი მუსიკა, სურათები ტრაგიკული წარწერებით - ამ ყოველივეში იმალება ის გზავნილი, რომ ყველა ვინც თქვენს გვერდზე მსგავს სურათებს თუ სტატუსებს ნახავს მომენტალურად გახდეს მის შემცნობი, რაც თქვენს ცხოვრებაში თუ სულში ხდება და შედეგად თქვენდამი თანადგომა გამოიწვიოს. მსგავს პირებს ლირიული გმირები ჰყავთ, რომლებსაც ეს მინი-სპექტაკლები ეძღვნებათ. როგორც წესი ეს „გმირი“ სიამოვნებით ადევნებს თვალყურს მსგავს ქმედებებს. როცა ლირიული გმირი არ არის - ტანჯვა უბრალოდაც არის შესაძლებელი, თუმცა განსაკუთრებული განსხვავება ზემოთ მოყვანილთან არ იგრძნობა.

გვერდის გაუქმება

გვერდის წაშლა, შემდეგ კი აღდგენა... შემდეგ ისევ წაშლა, შემდეგ ისევ აღდგენა და ასე უსასრულობამდე, სანამ მეგობრები არ დაიწყებენ ამ თემის განხილვას. ეს ან წარუმატებელი მცდელობაა დაიწყოთ ახალი ცხოვრება, ან სურვილი მიიპყროთ ყურადღება, ან შესაძლოა ეს დეპრესიის გვერდითი მოვლენაც გახლდეთ - რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი არც თუ ისე კარგად ჩანს, განსაკუთრებით მამაკაცის შემთხვევაში. ქალბატონებს ასეთი ემოციური არასტაბილურობა რა თქმა უნდა ეპატიებათ. მსგავსი მანევრების მოხმობა უყვართ ადამინებს, რომლებიც საკუთარ თავს „შემოქმედებს“ უწოდებენ, მაშინაც კი თუ სინამდვილეში ასეთები არ არიან.

„დატროლვა“

„დატროლვა“ ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დამცირება და პროვოცირება. მიზეზები თუ რა უბიძგებს ჰომოსაპიენსს მსგავსი საქციელისკენ, გახლავთ კომპლექსები. მსგავსი ადამაინები ცდილობენ თუნდაც წამიერად იგრძნონ გავლენა სხვაზე. ინტერნეტის მეშვეობით კი ეს განსაკუთრებით მარტივია თუნდაც იმიტომ, რომ ამის გამო ალიყური არ მოხვდება.

სხვისი ფოტოების საკუთარ ფოტოებად გასაღება

სხვისი ფოტოების საკუთარ ფოტოებად გასაღება, თუმცა ეს კიდევ საკამათო კითხვაა, რა არის უარესი: საკუთარი არა მიმზიდველი გარეგნობის გაანალიზება და შედეგად საკუთარი თავის სხვა ადამიანად გასაღება, თუ საკუთარი თავის მიჩნევა ისეთი გარეგნობის მქონედ რა ფოტოსაც ტვირთავ? ნებისმიერ ქმედებაში მსგავსი ქმედება ერთერთი ყველაზე სერიოზული „ცოდვაა“.

მეგობრების მონიშვნა მაკომპრომატირებელ ფოტოებზე

რა თქმა უნდა ეს ყოველივე ცოდვად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ თქვენ ასეთ ფოტოებს მეგობართან შეთანხმების გარეშე განათავსებთ. ყველაზე ხშირად ასე სკოლის მოსწავლეები ერთობიან. თუ თვლით, რომ თქვენც სკოლის ასაკის ხართ, მაშინ „გეპატიებათ“.

ყოფილი შეყვარებულისთვის, მეუღლისთვის თვალყურისდევნება

ყოფილი მეორე ნახევრის, შეყვარებულის გვერდის გახსნა რამდენიმე წუთში ერთხელ ან თუნდაც ყოველდღიურად, მისი სტატუსების, ფოტოების გადათვალიერება და დარწმუნება იმაში, რომ მას ისევ ახსოვხართ, უფრო მეტიც ფიქრობს თქვენზე და შესაძლოა იტანჯება კიდეც. არის უფრო „ცოდვილი“ ვარიანტიც - შექმნათ სათადარიგო პროფილი, დაიმატოთ ეს უკანასკნელი მეგობრებში და მისწეროთ, გააბათ დიალოგი, ეცადოთ პიკანტური დეტალების გამორკვევას მისი პირადი ცხოვრების შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან „საცოდავი სცენარია“.

სთხოვოთ მეგობრებს და უცხოებს მოგიწონონ ფოტო სხვადასხვა კონკურსებში

სთხოვოთ მეგობრებს და უცხოებს მოგიწონონ ფოტო სხვადასხვა კონკურსებში ან უფრო მეტიც, სთხოვოთ მათ სთხოვონ საკუთარ მეგობრებს მოიწონოს თქვენი ფოტო. ხშირ შემთხვევაში ასეთი თხოვნები გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ თუ ეცდებით ამ „ცოდვების მონანიებას“ თქვენი ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia