www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
21:20 07.08.2014
როგორი მამაკაცი სჭირდება ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ატროლოგი.ჯი
ნებისმიერი ქალის ოცნებაა ცხოვრებაში ოცნების მამაკაცი იპოვნოს და საბოლოოდ ეზიაროს ქიმერულ და მოუხელთებელ "ქალურ ბედნიერებას". ზოგს გამოსდის კიდეც ეს, ზოგს – არა... რეალური მიზეზი კი იმისა, თუ რატომ ვერ ვახერხებთ ვიყოთ პარტნიორულ ურთიერთობაში ბედნიერი არის ის, რომ არასწორად ვირჩევთ მეორე ნახევარს ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის ძირითადი მახასიათებლების და სახასიათო შტრიხების მიხედვით. შესაბამისად, ვიღებთ კიდეც სავალალო შედეგს, რასაც სახელად განქორწინება ან უბრალოდ, დაშორება ჰქვია... 

გთავაზობთ ზოგად სტატისტიკას თუ კონკრეტულად როგორი ტიპის მამაკაცი შეეფერება ქალს პარტნიორობის კუთხით დაბადების თარიღის მიხედვით. 

ვერძს აქტიური, ცოტათი ხისტი, მაგრამ გონიერი და პრინციპული მამრები იზიდავს. შეეფერება: მორიელი, ლომი, თხის რქა, კურო. 

კუროს სტაბილური, გაწონასწორებული, გარეგნულად მშვიდი მაგრამ შინაგანად ვნებიანი და ემოციური კაცი ესაჭიროება. ასეთი შეიძლება იყოს: თხის რქა, ქალწული, მორიელი, კირჩხიბი. 

ტყუპს იმპროვიზატორის ბუნება აქვს. მრავალმხრივი მამაკაცი ესაჭიროება ყველა გაგებით, როგორც ინტელექტუალურად ისე ზოგადად ბუნებითაც. საუკეთესოა მისთვის: მშვილდოსანი, მერწყული, სასწორი, ლომი. 

კირჩხიბს მზრუნველი, მოსიყვარულე, გამგებიანი მამრი ესაჭიროება. საუკეთესოა მისთვის: კურო, თევზები, თხის რქა და ლომი. 

ლომს კარგი სოციალური სტატუსის მქონე, ერუდირებული, ჭკვიანი და საზოგადოებაში დაფასებული მამაკაცები იზიდავს. მისთვის იდეალურია: ვერძი, სასწორი, თხის რქა, მერწყული. 

ქალწულს სტაბილური, გონიერი, გამჭრიახი და წინდახედული კაცები იზიდავს. ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტის მცოდნე და მკაცრი დამცველი. მისთვის საუკეთესოა: თხის რქა, ლომი, სასწორი ან კირჩხიბი. 

სასწორს რომანტიკული მამრები იზიდავს, მოსიყვარულე, პოეტური, მუსიკალური მონაცემებით. ამ მხრივ იდეალურია მისთვის ტყუპი, მშვილდოსანი, მერწყული და ლომი. 

მორიელს უხეში, ცოტა პრიმიტიული, მაგრამ მამაკაცური ჰაბიტუსის მქონე, ფიზიკური სიძლიერით გამორჩეული კაცები ხიბლავს. მისთვის იდეალური მეწყვილეა: ვერძი, თხის რქა, კურო ან თავად მორიელი. 

მშვილდოსანს ცვალებადი, მრავალმხრივი, ცოტათი ინფანტილური და მხიარული კაცი სჭირდება. საუკეთესო პარტნიორია მისთვის: ტყუპი, მერწყული, სასწორი ან ვერძი.

თხის რქას სერიოზული, რესპექტაბელური, პროფესიულად შემდგარი და კარგი სოციალური მდგომარეობის მქონე მამრები იზიდავს. მისთვის იდეალურია: ქალწული, კურო, მორიელი ან ლომი. 

მერწყულისთვის მთავარი კრიტერიუმი მამაკაცის შეფასებისას მისი ინტელექტის კოეფიციენტი და ადამიანური თვისებებია. იგი კარგად უგებს: ტყუპს, მშვილდოსანს, ვერძს ან თევზებს. 

თევზებისთვის მთავარია ემოციური და სულიერი კავშირი პარტნიორთან, სჭირდება გულისხმიერი, მზრუნველი და შემოქმედებითი აზროვნების მქონე მამრი. ამ მხრივ იდეალურად შეეწყობა მას: კირჩხიბი, სასწორი, მორიელი ან ლომი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.214
EUR3.8057
GBP4.1711
RUB4.2817
თბილისი 14°-21°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 20°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia