www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:11 12.08.2014
TOP-სამი წყვილი რომელიც ასტროლოგიურად ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ასტროლოგი.ჯი
ალბათ არ არსებობს ამქვეყნად ფორმულა იდეალური პარტნიორული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. როგორც წესი, პრობლემები და გაუგებრობა ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში იჩენს თავს. თუმცა, ნამდვილი სიყვარულის მთავარი არსიც იმაშია, რამდენად ოსტატურად უმკლავდებიან პარტნიორები სხვადასხვა სახის განსაცდელს ისე, რომ საბოლოოდ ერთმანეთის პატივისცემა და ურთიერთგაგების უნარი ძველებურად შეინარჩუნონ. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არსებობენ კარგად, ცუდად, მეტ-ნაკლებად და იდეალურად თავსებადი წყვილები. დღეს მინდა საუკეთესო სამეული წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ ის სამი წყვილი, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად გვხვდება იდეალური ან იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული კავშირი.

ქალწული - კურო 

მათ შორის ხასიათის მსგავსებასთან ერთად, ცხოვრებისეული პრიორიტეტების გასაოცარი თანხვედრაა. როგორც კურო, ისე ქალწული სტაბილურობის, კომფორტისა და ფულის მოყვარული ინდივიდია. მათთვის მარტივია საერთო საოჯახო ბიუჯეტის შედგენა და ისინი არასოდეს იჩხუბებენ ტრადიციულ თემაზე, სად აორთქლდა წამის სისწრაფით ფული, რომელიც ქმარმა ცოლს მისცა ხელფასის დღეს. ეს წყვილი მაქსიმალურად შეეცდება სოლიდური დანაზოგის გადანახვას, რათა სამომავლოდ ეს თანხა რაიმე გონივრულ წამოწყებას დაახარჯოს. ქალწულისა და კუროს ოჯახში ბავშვები დაუგეგმავად არასოდეს ჩნდებიან. სამაგიეროდ, თუ ეს ორი შვილის ყოლას გადაწყვეტს, პატარას არამხოლოდ ბავშვობის წლები, სტუდენტობა და მზითევიც უზრუნველყოფილი ექნება წინასწარ. 

ვერძი - ლომი

ამ ორის სიყვარულზე, როგორც წესი, ახლობლების წრეში ლეგენდები დადის. ვერძი და ლომი, ძალიან ჰგავს ერთმანეთს ტემპერამენტითა და ხასიათით. თუმცა, ლომი გაცილებით უფრო გონიერი, წინდახედული და გაწონასწორებულია ვიდრე ვერძი. ამიტომ იგი ხშირად არის წყვილს შორის "კაპიტანი" და ავტორიტეტი, რომელსაც ცეცხლოვანი და ჯიუტი ვერძი ძნელად მაგრამ მაინც ემორჩილება. ასეთი ცოლ-ქმარი მუდმივად ინარჩუნებს ერთმანეთის მიმართ რომანტიკულ დამოკიდებულებას და სექსუალურ მიზიდულობას. შესაბამისად, მათი კავშირი, პერიოდულად ფეთქებადი, თუმცა მაინც მყარი და ძლიერია. ისინი საკუთარი შვილებისთვის არიან მაგალითი გულწრფელი სიყვარულის, რომელიც ხანდაზმულობის ასაკამდეც არ ქრება.

 ტყუპი - მერწყული 

მათი კავშირი სახიფათო ატრაქციონზე მოსრიალე ორი ანცი მოზარდის თავგადასავალს წააგავს. არავინ იცის, რომელი ერთი და როდის დაკარგავს წონასწორობას, თუმცა ტყუპი-მერწყულის კავშირში სწორედ ეს არაპროგნოზირებადი სიტუაცია და ფეხქვეშ მყარი ნიადაგის შეგრძნების დეფიციტი ქმნის ამაღელვებელ და საინტერესო კავშირს. ასეთი წყვილის ოჯახური ცხოვრება არასოდესაა სტანდარტული, მშვიდი და უპრობლემო. თუმცა, მათ ყოველთვის აქვთ სალაპარაკო თუ არა, საკამათო თემა ამიტომ, ასეთი ცოლ-ქმარი ერთმანეთთან არასოდეს იწყენს. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, კრეატიული, თავისუფლად მოაზროვნე და დამოუკიდებელი ინდივიდები იზრდებიან. მათ ყოველთვის აქვთ დედ-მამის მხრიდან სრული არჩევანის თავისუფლება და ისინი მშობლებს როგორც თანასწორ მეგობრებს ისე აღიქვამენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 10°-15°
ბათუმი 12°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia