www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:14 22.08.2014
როგორ დაიბრუნა დედამ შვილი - ცრემლის მომგვრელი ამბავი
ამბები.ჯი
ეს ამბავი მარტოხელა დედის ოჯახში მოხდა. ქალი ვაჟს მარტო ზრდიდა – ქმარს მაშინ გაეყარა, როცა პატარა წლისაც არ იყო. ბიჭი უკვე თოთხმეტი წლის გახდა, დედა – 35-ის.

ბოლო დროს ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. იმის გარდა, რომ დედას დღე და ღამ მუშაობა უწევდა სარჩო-საბადებლის საშოვნელად, შვილიც ამოვარდა კალაპოტიდან: ცუდად სწავლობდა, ეუხეშებოდა, არც სახლში ეხმარებოდა რამით. 

მეხუთე კლასამდე ასე თუ ისე ცდილობდა სწავლას. მერე თანდათან გაუფუჭდა ნიშნები. ამას კიდევ უარესი მოჰყვა – მასწავლებლების შენიშვნები, ჩივილი იმაზე, რომ მის თანატოლებს ჯიბის ფული ჰქონდათ, მას კი არა. რაიმეს შეცვლის სრული უუნარობისგან ქალი გამუდმებით გაღიზიანებული და დაღლილი იყო. მის შენიშვნებს და ნოტაციებს ბიჭი უკვე მდუმარედ უსმენდა, თუმცა არც გაკვეთილებს სწავლობდა და არც სახლში ეხმარებოდა.

ერთხელაც დედა შინ დაბრუნდა და ნახა, რომ ოთახი კვლავ აულაგებელი იყო, არადა, შინიდან გასვლის წინ უბრძანა: "იცოდე, როგორც კი მოხვალ სკოლიდან, დაალაგე, არეული არ დამახვედრო სახლი!"

ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და დაღლილმა მტვრის გადაწმენდა დაიწყო. უცებ შენიშნა, რომ მისი საყვარელი ბროლის ლარნაკი უწინდელ ადგილას აღარ იდგა. პირველმა, რაც გაუელვა თავში, ის იყო, რომ ამაში ბიჭის ხელი ერია. მის გარდა ხომ შინ არავინ იყო. წაიღო? გაყიდა? მაგრამ რისთვის? მაშინვე გაახსენდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაინახა ვიღაც საეჭვო ბიჭებთან. როცა ჰკითხა, ვინ იყვნენ ის ბიჭები, მისმა ვაჟმა რაღაც ჩაიბურტყუნა გაუგებრად. ერთმანეთზე უარესი ფიქრები მოსდიოდა თავში: ნარკომანებს ხომ არ გადაეყარა? ან ქურდებს?.. რაღა ვქნა? რა მეშველება?

გარეთ შებინდდა. ქალი სავარძელში ჩაეშვა. "თვითონ ვარ დამნაშავე! ჩემი ბრალია! სახლში ყოფნა შევაძულე ბავშვს. დილასაც კი ყვირილით ვაღვიძებ. საღამოსაც ვყვირი. შვილო, საყვარელო, რატომ შეგხვდა ასეთი უხეირო დედა?" დიდხანს ტიროდა. მერე ისევ დალაგება დაიწყო, რაღაცაზე მაინც რომ გადაეტანა ყურადღება.

მაცივრის უკან მტვრის წმენდისას უცებ რაღაცას წააწყდა – ნაჭერი იყო გადახვეული. ცოტა რომ გამოქაჩა, ნამსხვრევებმა გაიწკარუნეს. გახსნა – დამტვრეული ლარნაკის ნაწილები იყო. `გაუტყდა. – მიხვდა და ატირდა, ოღონდ უკვე სიხარულისგან, - გაუტყდა და დამალა. სულელი. ახლა კი ალბათ სახლში მოსვლა ეშინია~. უცებ წარმოიდგინა, როგორ განრისხდებოდა, თავისი ლარნაკი დამტვრეული რომ დაენახა... საკუთარ თავს გაუბრაზდა და სწრაფად დაიწყო ვახშმის მომზადება. მერე მაგიდა გაშალა, ხელსახოცები დაალაგა...

ბიჭი რომ მოვიდა, უკვე თორმეტი საათი ხდებოდა. კარი ფრთხილად გააღო და ზღურბლზე გაშეშდა, მორიგი სკანდალის მოლოდინში. მაგრამ ჩხუბის ხმა არ გაუგონია. ამის ნაცვლად დედა მიუახლოვდა, მხარზე მოეფერა და ჰკითხა: "სად ხარ ამდენ ხანს? ვღელავდი. არ შეგცივდა?" 

შვილმა გაოგნებულმა შეხედა დედას. მან კი განაგრძო: `მიდი, სწრაფად დაიბანე ხელები, ვივახშმოთ. შენი საყვარელი კერძი მოვამზადე~. 

ბიჭს დაავიწყდა კიდეც, როდის მიმართა ბოლოს ასე დედამ. გაოცებული სახით გავიდა ხელების დასაბანად, მერე წყნარად დაჯდა სკამზე და თავი დახარა. 

"ჭამე, რაღას ელოდები?"

ბიჭმა დედას შეხედა და აკანკალებული ხმით უთხრა: `"ლარნაკი გავტეხე..."

"ვიცი, შვილო. არა უშავს, ოდესღაც ყველაფერი ტყდება". 

უცებ ბიჭი მაგიდას დაეყრდნო და ატირდა. ქალი შეცბა – რა ხანია არ უნახავს შვილის ცრემლები – და თავადაც აქვითინდა.

როცა ორივე დაწყნარდა, დედამ უთხრა:

- მაპატიე, შვილო. სულ გიყვირი, ვჩხუბობ. გამიგე, ძალიან მიჭირს. როგორ გგონია, ვერ ვხედავ, რომ ისე კარგად არ გაცვია, როგორც შენს თანაკლასელებს. დავიღალე. მაპატიე, აღარ გატკენ გულს...

ხალისიანად, მაგრამ მდუმარედ ივახშმეს. მერე მდუმარედვე დაწვნენ დასაძინებლად.

დილით ბიჭს გაღვიძება არ დასჭირდა – თვითონ ადგა. როცა სკოლაში აცილებდა, ქალმა ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ნაცვლად ამისა: "იცოდე, არ დამაღალატო...", უთხრა: "აბა, შენ იცი, საღამომდე!"

სამუშაოდან დაბრუნებულს სახლი დალაგებული დახვდა, ბიჭს კარტოფილიც კი შეეწვა. მცირე ხნის შემდეგ კი სკოლის ნიშნებსაც დაეტყო მისი გახალისება. ყველაზე ბედნიერი კი ის დღე იყო დედისთვის, როცა საღამოს ბიჭი გვერდით მიუჯდა და მხარზე თავი დაადო. ქალი გაირინდა. ბიჭის მთელმა ბავშვობამ გადაურბინა თვალწინ, გათენებულმა ღამეებმა, პირველმა სიტყვამ და პირველმა ნაბიჯებმა. გაახსენდა, როგორ ადებდა თავს მხარზე და ასე იძინებდა ხოლმე, სანამ დედა ზღაპარს უამბობდა... ქალი მიხვდა, რომ შვილი დაიბრუნა...

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 5°-13°
ბათუმი 8°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia