www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:53 25.08.2014
TOP სამი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია
ასტროლოგი.ჯი

ალბათ არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე მამაკაცი, რომელიც ქალში სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად ერთგულების უნარს არ აყენებს პირველ ადგილზე. თუმცა როგორც ძლიერი, ისე სუსტი სქესის წარმომადგენლებში არსებობენ პოლიგამიისკენ და პირიქით, მონოგამიისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერს გააჩნია საკუთარი ახსნა და ხედვა იმისა, თუ რას ნიშნავს მისთვის ერთგულების ცნება. დღეს მინდა სტატისტიკურად ყველაზე ერთგული და თავდადებული ქალების სამეული წარმოგიდგინოთ. თუმცა, აქვე გაითვალისწინეთ, რომ ეს მარტოოდენ ზოგადი სტატისტიკაა; შესაბამისად, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში ვერ მოხვდით, ტრაგედიას ნუ შექმნით ამით. საბოლოოდ ყველაფერი მაინც პირად ასტროლოგიურ რუკაზეა დამოკიდებული.

მორიელი – მისი ხასიათის უმთავრესი თვისება მაქსიმალიზმია. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც თუ რატომ არ აქვს ქალ მორიელს ხასიათში ოქროს შუალედის დაცვის უნარი. მას ან სიგიჟემდე უყვარს მამაკაცი, ან პირიქით – დასანახავად ეჯავრება. სამაგიეროდ, თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელმა იმდენი შეძლო, რომ ამ ქალს თავი ჭეშმარიტად შეაყვარა (რაც, მერწმუნეთ ერთობ რთული საკითხია), მორიელი მის სიყვარულს მაშინაც კი უერთგულებს, თუ ეს უკანასკნელი ცოცხალი აღარ იქნება. მაქსიმალიზმი, რომელიც ამ ქალის ხასიათში მძლავრობს, აძლევს მას იმის საშუალებას, რომ მიუხედავად უზომო სექსუალურობისა და მხურვალე ტემპერამენტისა, ერთი კაცის ერთგული იყოს წლების მანძილზე თუ ეს ადამიანი მთელი გულით უყვარს. 

თხის რქა – ერთი შეხედვით ცივი, ძალზე პრაგმატული და მერკანტილური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაღაც დოზით დიახ, ალბათ ასეა. მაგრამ გრძნობების საკითხში თხის რქას ბადალი არ ჰყავს, როცა საქმე პარტნიორის ერთგულებასა და მხარდაჭერას ეხება. ეს ის ქალია, რომელსაც ჭეშმარიტად შესწევს ძალა ქმრისთვის ძნელბედობის ჟამს ერთდროულად იყოს ცოლიც, მეგობარიც, მხარდამჭერიც და თანამოაზრეც. მას შეუძლია ვაჟკაცურად გაუმკლავდეს ნებისმიერ განსაცდელს, თუკი იცის, რომ ეს მის პარტნიორს და ოჯახს სჭირდება. ქალი თხის რქის ერთგულება ოჯახისა და მეუღლის მიმართ ფაქტობრივად წრეგადასული და უსაზღვროა. ძალზე ხშირად მას ეს საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზეც უწევს, მაგრამ ამ მხრივ იგი არასოდეს დაიწუწუნებს. 

ვერძი – ერთი შეხედვით ძალზე ცვალებადი, იმპულსური და არამდგრადი მოჩანს. მაგრამ როცა საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება, მას არაერთ ქალზე მეტი თავგანწირვისა და სიმამაცის უნარი აქვს. ქალი ვერძი ზედმეტად გულმართალი ინდივიდია საიმისოდ, რომ ერთდროულად ორ ან სამ მამაკაცს გაუბას ფლირტი ან სასიყვარულო ურთიერთობა. მას ტყუილი არ უყვარს, არც ეხერხება დიდად. შესაბამისად, თუკი ვინმე შეუყვარდა, გარშემო სხვა მამაკაცები მარტოოდენ "ანტურაჟის" ფუნქციას ასრულებენ მისთვის. ამ ქალის ყველაზე დიდი ღირსება არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია კაცს იმედი მისცეს, მომავლის რწმენა გაუღვივოს და რეალურად დააჯეროს იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაც დამეთანხმებით შეუფასებელი რამაა ბევრი მამაკაცის შემთხვევაში. ქალი, რომელიც სტიმულს აძლევს მამაკაცს, ხშირად ხდება მისთვის განუყრელი თილისმა. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ ვერძი ქალები არაერთ პოლიტიკოსს უმშვენებენ გვერდს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9738
EUR3.2902
GBP3.7027
RUB4.6406
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 17°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia