www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:52 27.08.2014
კომპლიმენტები მამაკაცებისთვის - მათი მოსმენა ყველას სურს

ითვლება, რომ ქალებს ყურებით უყვართ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მამაკაცებსაც ქალებზე არანაკლებად უყვართ ყურებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ქალს არ შეუძლია შესაბამისი სიტყვების შესბამისი მომენტისთვის კარგად მორგება და შერჩევა. აუცილებელია მამაკაცთან ურთიერთობისას და მისი შექებისას გარკვეული სტანდარტები არ დაარღვიოთ.  

დავიწყოთ იმით, რაც მამაკაცს არასდროს არ უნდა უთხრათ. პირველი: არ მიმართოთ ისე, როგორც ბავშვს, „ბიჭი“, „ყურცქვიტა“, ასეთი სიტყვები სამუდამოდ ამოიღეთ ლექსიკონიდან.

დაივიწყეთ სიმარტივე და ბანალურობა, მაგალითად ასეთი, „მაგრად გაცვია“. არ გამოამჟღავნოთ გარკვეული საკითხებისადმი უვიცობა და უცოდინარობა. რა თქმა უნდა არ ხართ ვალდებული იცოდეთ ყველაფერი, მაგრამ თუ რაიმე საკითხი არ იცით ბევრ საუბარს, გაჩუმება სჯობს.

ასტროლოგიის სიყვარულმაც შესაძლოა სერიოზულად „დაგაზარალოთ“. სტატისტიკურად, მამაკაცების მხოლოდ 7 პროცენტს სჯერა ასტროლოგიის, ხოლო ქალებს, რომლებსაც ასტროლოგია იზიდავთ, უინტერესოდ თვლიან.

ტაბუს სია - საკუთარ წარსულ პარტნიორზე მოგონებები, მისი დედის კრიტიკა, თუნდაც სამმაგად დამნაშავე იყოს, რეგულარულად შემდეგი კითხვის დასმა - „გიყვარვარ?“, ასევე მისი საჩუქრების გაკრიტიკება. არასდროს უპასუხოთ ნეგატიურად მის პოზიტიურ მცდელობებს თქვენდამი, ვარდების მაგივრად ორქიდიების მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ რისკავთ, რომ გახდეთ ქალი, რომელსაც ყვავილს არასდროს ჩუქნიან.

არ შეიძლება დამსწრე საზოგადოების თანდასწრებით პარტნიორის გაკრიტიკება. პირველივე პაემანზე არ ეცადოთ ლიდერის როლის მორგებას, ეს ყოველივე ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, რომელიც შესაძლოა ურთიერთობის დასრულების მიზეზი გახდეს.

მთავარი, რაც ყველა მამაკაცს აერთიანებს, მიუხედავა სტატუსისა და ჩვევებისა - ეს საკუთარი დანიშნულების თვითრწმენაა. მისი გამხნევება, თვითშეფასების ამაღლებაში დახმარება, თანადგომა - აი, პირდაპირი დანიშნულება, ნებისმიერი ქალბატონისთვის. ამასთანავე, მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ, რათა მამაკაცი განდიდების მანიით შეპყრობილი არ დარჩეს.

რისი მოსმენა სურთ მამაკაცებს? როგორი კომპლიმენტები აიძულებს მათ თქვენს მიზიდვას? როგორი სიტყვები აგრძნობინებს მათ თავს კომფორტულად?

ნებისმიერი მამაკაცი, თუნდაც ყველაზე ინფანტილური, ყველგან და ყოველთვის ეძებს საკუთარი ძალაუფლების „დამადასტურებელს“, თუნდაც ისეთი სიტყვები როგორიცაა „შენ ყველაზე ძლიერი ხარ“, მას ძალიან კარგად აგრძნობინებს თავს. თუ არ შეიმჩნევს, მაინც იცოდეთ, რომ მას ეს სიტყვები მოეწონა.

ნებისმიერი მისი ნაბიჯი თქვენგან ღიმილს მოითხოვს სიტყვებით, „ეს შეუდარებელია“, თუ საუბარი სექსზეა, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ ამ „ხრიკს“ მიმართოთ.

კომპლიმენტები, რომლებიც მათ სექსუალურობას უსვამს ხაზს - კიდევ ერთი მიმზიდველი თემა. „მე ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია“. ეს განსაკუთრებით ეფექტური მაშინ არის, თუ ნამდვილად გულახდილი ხართ და სიმართლეს ამბობთ.

გაიცინეთ მის ხუმრობებზე. იუმორის გრძნობა - გონების მთავარი მაჩვენებელი. სიტყვები „ბევრი ვიცინე, ვერ ვივიწყებ შენს მოყოლილს“ ერთერთი საუკეთესო „იარაღია“.

იმის ცოდნა, თუ როგორ „აიძულოთ“ მამაკაცი თქვენთვის საჭირო საქმე გააკეთოს, ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის გულახდილი ღიმილი და შემდეგი სიტყვებია საჭირო: „მე არ გთხოვ, უბრალოდ ამას შენ სხვებზე უკეთ გააკეთებ!“

და ბოლოს, გახსოვდეთ ქალბატონებო, ეს რჩევები იმ მამაკაცებზე მოქმედებს, რომლებსაც ნამდვილად უყვარხართ და თქვენთან ყოფნა სურთ, შესაძლოა მათ ყველა თქვენი თხოვნა დაუფიქრებლად შეასრულონ. შეიძლება მათ თქვენი უხასიათობა აიტანონ, შესაძლოა თვალი დახუჭონ თქვენს აგრესიაზე, დაცინვაზე, პრეტენზიულობაზე მაგრამ რაც არ უნდა უყვარდეთ მამაკაცს, თუ მსგავსი ქარაგმები, ხერხები არ ჩართეთ თქვენს ურთიერთობაში, თუ მას მამაკაცად არ აგრძნობინეთ თავი, სიყვარული გაქრება, შესაძლოა თქვენს გვერდით მყოფი მამაკაციც გაქრეს და რატომღაც მას დააბრალოთ ის, რომ თქვენი ურთიერთობა დაინგრა, ჩამოიშალა. მართალია მამაკაცს ბავშვი არ უნდა უწოდო, მაგრამ შინაგანად ისეთივე ბავშვები არიან, როგორც თქვენს ირგვლივ მყოფი ჩილები, ამიტომ გაახარეთ, გააბედნიერეთ, მოუწონეთ საქციელი, პრობლემის გადაჭრაში დაეხმარეთ და მიიღებთ იგივე, რასაც თქვენ მისთვის გასცემთ. ნაკლები ყვირილი, ნაკლები ჩხუბი, კინკლაობა, დავიდარაბა და რაც შეიძლება მეტი ურთიერთგაგება, შედეგად კი ძლიერი სიყვარული! 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1916
EUR3.4801
GBP3.889
RUB4.4615
თბილისი 12°-24°
ქუთაისი 17°-26°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia