www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:40 18.12.2014
„თურმე დიდ ტკივილს დედაშვილობის დამარცხებაც შეუძლია“
სანა.ჯი

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, ჩემს ოჯახს უცხო ადამიანები თუ დაანგრევდნენ. მეგონა, ისეთ შვილს ვზრდიდი, რომელიც ჩემი საყრდენი იქნებოდა. მე და ჩემი ქმარი ერთადერთი ბიჭით ვხარობდით და ვამაყობდით, რომ ასეთი წესიერი, განათლებული გავზარდეთ.

თავს არ ვიქებ, მაგრამ კულტურული ოჯახი გვაქვს. ჩემი დედამთილ–მამამთილი პედაგოგები იყვნენ და, ხომ წარმოგიდგენიათ, მათი გაზრდილი შვილი როგორი იქნება? ჩემი ქმარი პატიოსანი, ნამდვილი ინტელიგენტია. არც მე ვარ ხელწამოსაკრავი ქალი. უამრავი ადამიანი მცემს პატივს. მოკლედ, შვილიც იმ ტრადიციებით გავზარდეთ, როგორიც ჩვენი მშობლებისგან მოგვდგამს, მაგრამ არ გაგვიმართლა.

ჩვენმა ვაჟმა ცოლი რომ მოიყვანა, სიხარულით შევხვდით. რძალს თავიდანვე თავისებური ხასიათი კი ჰქონდა, მაგრამ ამას იმით ვხსნიდით, რომ დედისერთა, გათამამებული ბავშვი იყო. ეგოისტური მომენტები ზოგჯერ ჩვენს შვილსაც ჰქონდა, მაგრამ გარშემომყოფებისთვის ეს შემაწუხებელი არასოდეს ყოფილა. ჩემი რძალი კი გამომწვევად იქცეოდა, უნდოდა, ყველას მის გარშემო გვეტრიალა. ძალიან მალე ჩვენი ოჯახის საქმეებში დედამისმა დაიწყო ჩარევა და ყველაფერი აირია. ღმერთია მოწმე, რომ მე და ჩემი ქმარი ბევრ რამეს ვითმენდით, მაგრამ ერთ დღესაც მოთმინების ფიალა აივსო და ჩვენც ამოვიღეთ ხმა.

ჩემი რძლის მამა მდიდარი კაცია. ჩემი ქმარივით ცოდნა და წიგნები კი არ უგროვებია, ქონებას იძენდა, ფულზე ფიქრობდა. ამიტომაც იფიქრეს, რომ ჩვენზე ბევრად მაღლა იდგნენ და ჩვენს ოჯახში ყველაფერი თავად უნდა გადაეწყვიტათ. ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის კი ფული მხოლოდ იმის საშუალებაა, რომ მეტი ცოდნა მიიღო, შვილს კარგი განათლება მისცე, ისინი აბსოლუტურად სხვანაირად ფიქრობდნენ.

მოკლედ, ჩვენი გზები გაიყო. დედამთილის დანატოვარი ოროთახიანი ბინა გვქონდა და შვილს ის მივეცით. ვუთხარით, რომ ცოლთან ერთად ცალკე ეცხოვრა, იქნებ ასე ურთიერთობები დალაგებულიყო. იმ ბინის დანახვაზე ჩვენი მძახლები სიცილით დაიხოცნენ, ჩვენს შვილს მაგ სოროში როგორ ვაცხოვრებთო და თავიანთ სახლში წაიყვანეს.

შვილიშვილი რომ გაგვიჩნდა, უბედნიერესები ვიყავით. სამშობიაროდან გამოყვანის დღეს მოვემზადეთ, რომ მათთან, სახლში მივსულიყავით. მანქანის საბარგული საჩუქრებით გავავსეთ, პატარას ათასი რაღაც ვუყიდეთ. ჩვენს შვილს რომ დავურეკეთ, მოვდივართ–თქო, დაიბნა. აღარ იცოდა, რა ეთქვა. მივხვდი, რომ ჩვენი იქ მისვლა არ უნდოდა. მერე მისმა მეჯვარის ცოლმა გვითხრა, რომ იმ დღეს უამრავი სტუმარი ჰყავდათ, თქვენი რძალი და დედამისი კი ლაპარაკობდნენ, დედამთილ–მამამთილმა არც კი მოგვილოცეს, პატარა არც კი ნახესო. არადა შვილიშვილის ნახვა სიგიჟემდე გვინდოდა, მათ კი ამის უფლება არ მოგვცეს. ალბათ იმიტომ, რომ სტუმრებისთვის ეჩვენებინათ, აი, ნახეთ, რა ცუდი ადამიანები არიან, შვილიშვილსაც ასე მოექცნენო.

ჩემმა შვილმა ჩვენი ნაჩუქარი ბინა გაყიდა და მანქანა იყიდა. მამამისი გადაირია, ყვირილით დაურეკა, სულ გამოშტერდი, ბინა "ჟეშტში" როგორ გაცვალეო. მან კი სიდედრის სიტყვები გაუმეორა, შენ გეგონა, ბინა იყო, თორემ სინამდვილეში სორო გავყიდეო. მერე სახლში მოგვივარდა, გვეჩხუბა, თქვენ რა მშობლები ხართ, სახლიდან სოროში გამაგდეთ, თუ გინდათ, გაიგოთ, კარგი დედ–მამა რას ნიშნავს, ჩემს სიმამრს და სიდედრს შეხედეთო. ჩემმა ქმარმა სიმწრით უთხრა, ჰოდა, ისინი გიყვარდესო. ჩვენმა "საამაყო" შვილმა კი გვითხრა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენზე მეტად ისინი მიყვარსო. ერთადერთ შვილს ხელი წავავლე, კარი გავაღე და გავაგდე. ფარფატა ქალს იმხელა ძალა მომეცა, რომ მომენდომებინა, ხელში ავწევდი და ისე გადავისროდი. გულახდილად უნდა გითხრათ, იმ წუთში დედობრივი სიყვარულისგან დაცლილი ვიყავი. შვილის მიმართ, ზიზღის გარდა, აღარაფერს ვგრძნობდი. თურმე დიდ ტკივილს ყველაზე დიდი გრძნობის, დედაშვილობის, დამარცხებაც შესძლებია.

მძახლებმა შვილი მტრად გადაგვკიდეს. ეს ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა. ჩემს ქმარს ნერვიულობისგან გულზე პრობლემები შეექმნა. ფაქტობრივად ცოცხალი მიცვალებულები ვართ. ჩვენმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ან რატომ უნდა ვიცხოვროთ, როცა ერთადერთ შვილს ვძულვართ და ახლოს არ გვეკარება, შვილიშვილს კი მხოლოდ ფოტოებიდან ვიცნობთ.

ჟურნალი სარკე - ერთგული მკითხველი

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8299
EUR3.0571
GBP3.6537
RUB4.398
თბილისი 4°-15°
ქუთაისი 6°-17°
ბათუმი 6°-15°
მთავარი