www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:29 25.12.2014
2015 წლის იანვარი და სიყვარული - ვერძებისთვის, კუროებისა და ტყუპებისთვის

2015 წლის იანვარი სავსე იქნება პირადი თავისუფლების მოპოვების სურვილით. სასიყვარულო პარტნიორზე ემოციური დამოკიდებულება კი საგრძნობლად შემცირდება და ძალას დაკარგავს. გთავაზობთ სასიყვარულო ჰოროსკოპს 2015 წლის იანვრისთვის.

ვერძი

თავისუფალ ვერძს იანვრის თვეში გამოუჩნდება შანსი, დაიწყოს ურთიერთობა ადამიანთან, ვისთანაც სამსახურეობრივი საქმიანობა აკავშირებს. შესაძლოა ამან ხელი შეგიშალოთ, გარკვეული დროის წინ მიღებული კომერციული იდეების რეალიზებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე უარის თქმა მოგიწევთ.

ხოლო თუ დაქორწინებული ხართ, მაშინ თქვენ გარკვეული ცვლილებები გელით. შესაძლოა მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ დროა თქვენი საოჯახო ურთიერთობა გაამრავალფეროვნოთ. ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად წახვიდეთ ერთად მეგობრებთან ან სხვადასხვა საღამოებზე.

თვის დასაწყისში შესაძლოა თქვენს შორის გარკვეული უთანხმოებები მოხდეს, მაგრამ თუ ჯერ თავისუფალი ხართ, იანვრის თვეში ეს სავარაუდოდ არ შეიცვლება. თვის შუა რიცხვებში კი პოზიტიური ცვლილებები გელით.

კურო

თავისუფალ კუროებს იანვრის თვეში პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებები არ ელით. თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ, თავისუფალი დროის უახლოეს ადამიანებთან გატარებას და არ დაიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას.

ხოლო თუ დაქორწინებული ხართ, მაშინ არ არის გამორიცხული კონფლიქტის წარმოშობა თქვენი პარტნიორის არაადეკვატური საქციელის გამო. შესაძლოა მან არ გაითვალისწინოს ოჯახის ინტერესები და გადადგას ის ნაბიჯები, რასაც თავად  ჩათვლის საჭიროდ.

ტყუპები

თავისუფალ ტყუპებს იანვრის დასაწყისში საკმაოდ აქტიური პირადი ცხოვრება ელის. თქვენ თაყვანისმცემლების უკმარისობას არ განიცდით, ამიტომ ან გაერთობით, ან თავიდანვე შეარჩევთ მას, ვის გვერდითაც გსურთ ყოფნა, შედეგად მხურვალე სასიყვარულო რომანს წამოიწყებთ.

ხოლო თუ უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ თქვენს რჩეულთან პოზიტიური ურთიერთობა   გელით. თქვენ ყურადღბას მხოლოდ თქვენს რჩეულს არ დაუთმობთ, გამოიჩენთ დიდ ყურადღებას  მეგობრების მიმართაც, თუმცა, ეს თქვენს შორის კონფლიქტს არ გამოიწვევს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9738
EUR3.2902
GBP3.7027
RUB4.6406
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 17°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia