www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:39 24.06.2015
ბებიის სულისშემძვრელი წერილი შვილიშვილს

ერთმა ბებიამ გადაწყვიტა მისი ახალშობილი შვილიშვილისთვის წერილის დაწერა. მსგავსი სულისშემძვრელი წერილი არც თუ ისე  ბევრჯერ წაგიკითხავთ. აი რა გამოვიდა:

„ჩემო ძვირფასო, მე შემეძლო ეს წერილი შენი დედიკოსთვის დამეწერა ჯერკიდევ 25 წლის წინ, მაგრამ მე მაშინ 25 წლის  ვიყავი და მხოლოდ საჭირბოროტო საკითხებზე ვფიქრობდი: როგორ გამოვკვებო ახლობლები, როგორ მოვასწრო ქალიშვილის წაყვანა ექიმთან და თან არ გავაცდინო ლექციები. ბაბუა ღამის სმენაში  მუშაობდა და ვერ მეხმარებოდა, როცა დედიკო ღამით ტიროდა სხვადასხვა მიზეზების გამო. ახლა 50 წლის ვარ და გარკვეული გამოცდილება მივიღე, რაც მსურს, რომ გაგიზიარო. მე არ ვამტკიცებ იმას, რომ ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი, მაგრამ მე შენი ბებია ვარ და მინდა, ბედნიერი იყო. ჩემი რჩევები ცხოვრების გზაზე სიარულისას ხელს არ შეგიშლის!

არ შეგეშინდეს დაცემის

ისიამოვნე ველოსიპეტით, საქანელით და სხვადასხვა გასართობებით და არ შეგეშინდეს დაცემის. მტკივნეული იქნება, მაგრამ ამის საშუალებით შენ ისწავლი იყო უფრო სწრაფი და შეძლებ მაშინ წამოდგომას, როცა ტირილი გენდომება.

არ შეგეშინდეს შენი შეხედულების გამოხატვის

არ ხარ ვალდებული გაჩუმდე მაშინ, როცა რაიმე არ მოგწონს. არ დაფარო შენი აზრი არც მეგობრობისთვის, არც სიყვარულისთვის. თუ შენი არ ესმით და მოითხოვენ რომ იყო უფრო ლოიალური, მაშინ წერტილი დაუსვი ასეთ მეგობრობასაც და სიყვარულსაც.

არ შეგრცხვეს ბოდიშის მოხდის

მხოლოდ ძალიან ძლიერ გოგონებს შეუძლიათ ბოდიშის მოხდა და საკუთარი შეცდომის გაცნობიერება, მე კი ძალიან მინდა, რომ სწორედ ასეთი გაიზარდო. რთულია თქვა: „მაპატიე, არასწორი ვიყავი, როგორ შევძლებ შეცდომის გამოსწორებას?“. მაგრამ ეს უნდა ისწავლო და მაშინ ვერავინ შეძლებს შენს დამარცხებას.

არ შეგეშინდეს ცუდი ნიშნის მიღების

ორიანი - ეს არც თუ ისე ცუდია. ეს მიგითითებს შენი სუსტი წერტილებისკენ. შენ მიხვდები, რაზე უნდა იმუშავო. დაბალი ნიშანი არ ნიშნავს იმას, რომ შენ სულელი ხარ. ეს მხოლოდ მოტივაციაა შემდგომი მოქმედებისთვის.

არ შეგეშინდეს არაპოპულარობის

სანამ პოპულარული ადამაინები სხვადასხვა საღამოებზე ივლიან, გაიყვანენ ძვირფას დროს კაფეებში, ინტერნეტში ისხდებიან და გამოაქვეყნებენ საკუთარ ფოტოებს, შენ ისწავლი კარგად სროლას, ცხენის გაჭენებას, სიმღერასა და სხვადასხვა სასარგებლო საქმეებს. 18 წლის ასაკში ისინი კვლავ კომპიუტერთან ისხდებიან, შენ კი მწვერვალები გექნება დაპყრობილი და შესაძლოა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდაც გაეშურო.

არ შეგეშინდეს იყო უცნაური

შენს ბებიას ხომ არ ეშინია!

არ შეგეშინდეს სიყვარულის

სიყვარული შენთან ნებისმიერ შემთხვევაში მოვა. იყავი ბედნიერი იმით, რომ გაიზარდე.

არ შეგეშინდეს პირველი კოცნის

დაუჯერე ბებიას, ეს იდეალურია! არ შეგეშინდეს!

არ შეგეშინდეს გათხოვების ან პირიქით, დაუქორწინებლობის

როცა გაიზრდები, არავის საქმე არ იქნება, გიკეთია თუ არა თითზე ბეჭედი. მაგრამ თუ ჩათვლი, რომ ოჯახის შექმნა შენთვის მნიშვნელოვანია, გულღიად დახვდი შენს რჩეულს და მაშინ, ყველაფერი გამოგივა.

არ შეგეშინდეს მშობიარობის

არ მოგატყუებ, ეს მტკივნეულია. მაგრამ ეს ყველაზე შესანიშნავი რამ არის, რაც შეიძლება ქალს გადახდეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

არ შეგეშინდეს განქორწინების

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მთავარია - იმედი არ დაკარგო და არ ჩაიკეტო საკუთარ თავში. განქორწინება - ეს ცხოვრების დასასრული არ არის. ეს რაღაც ახლის დასაწყისია, ალბათ უფრო საინტერესოსიც კი.

არ შეგეშინდეს მარტოობის

ხანდახან მარტოობა ეს სასარგებლოც კია. მარტოობით შეიძლება დატკბე კიდეც. მაგრამ ასეთი რამ ხანგრძლივად არ დაგემართება - მე ჩემი ოჯახი ვიცი.

არ შეგეშინდეს ტირილის

ცრემლები - ეს ძლიერის არჩევანია. მე ძლიერი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც მსურს. ამსურს ვტირი, მსურს ვიცინი...

არ შეგეშინდეს სიახლეების

არ იფიქრო ასაკზე და იმაზე, თუ რას იტყვიან ადამიანები. მიიღე ცხოვრებისგან საუკეთესო.

არ შეგეშინდეს დაბერების

ასაკთან ერთად ცხოვრებას უფრო მეტად დააფასებ და ახლობლები მეტად შეგიყვარდება. შემდეგ კი შესაძლოა შენც დაუწერო წერილი შვილიშვილს.

არ შეგეშინდეს ახლობლების დაკარგვის

მე  ვორჭოფობდი, ღირდა თუ არა ამის თქმა შენთვის, მაგრამ დანაკარგი გარდაუვალია. ახლობლები მიდიან - მაგრამ სიყვარული არ  ქრება.

მე შენ მიყვარხარ, შენი ბებია“

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia