www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:39 29.02.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 29 თებერვალი - 6 მარტი

გაზაფხულის პირველი კვირა საკმაოდ კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის საქმეები მიიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე. მზე ამ მომენტში თევზების ზოდიაქოს გადის, რაც თავის მხრივ ხელს გვიწყობს, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, გავერკვეთ პრობლემებში, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის ქვეცნობიერიდან მოდის და ამ პრობლემების კორექციის გზებიც ვიპოვოთ, რაც თავისთავად ჩვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც იქონიებს ასახვას.

პრობლემების ჩვენეული ხედვა ყოველთვის არის რეალური გასაღები მათ მოსაგვარებლად ან გასართულებლად. თევზების ზოდიაქოს გავლენა კი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, საუკეთესო შანსებს გვაძლევს საკუთარი თავის ფსიქოლოგის როლი თავად მოვირგოთ და როგორც ბარონი მიუნჰაუზენი იტყოდა, თავი თვითონვე ამოვათრიოთ ჭაობიდან. 

დამდეგი კვირა არამხოლოდ პროფესიულ სფეროში არსებული გაუგებობების გასანეიტრალებლად იქნება კარგი, ის შანსებს მოგვცემს სასიყვარულო ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემებიც არანაკლები ეფექტურობით მოვაგვაროთ და საბოლოოდ დავუსვათ წერტილი ისეთ კავშრიებს, რომელსაც გულისტკენისა და იმედის გაცრუების მეტი არაფერი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. 

ამ კვირის მანძილზე მაქსიმალურად მობილიზდით საიმისოდ, რომ დაიწყოთ ვალების მოცილება. იქნება ეს ფულადი თუ მორალური, ყველა სახის ვალისა და ვალდებულებისგან სცადოთ უნდა თავის გათავისუფლება. 

კვირის შუა პერიოდი განსაკუთრებით ეფექტური იქნება სამკურნალო და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. ასე რომ 4-5 მარტის შუალედში თამამად დაგეგმეთ ვიზიტი სტილისტთან, სტომატოლოგთან ან მასაჟის სალონში. 

კვირის მეორე ნახევრიდან ძალების მობილიზება გმართებთ. მალე ახალმთვარეობას და მზის დაბლენებას ველით, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენაა წლის მანძილზე. (თუმცაღა ამ მოვლენის შესახებ სტატიას უფრო ვრცლად ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ). 

კვირის მიწურული ემოციურად მშვიდად, აგრესიის გარეშე გაატარეთ. მთვარის კლებადი ფაზა მოგცემთ საშუალებას ყველა სახის დაგროვილ ნეგატივს და პრობლემას მოუძებნოთ ლოგიკური დასასრული. მთავარი კი მაინც თქვენი მონდომება და ძლიერი ნებაა, ეს ნუ დაგავიწყდებათ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia