www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:18 04.04.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 4-10 აპრილი
აპრილის თვე, უფრო სწორად მისი პირველი დეკადა შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პერსპექტიულად დაიწყება. და ამ ტენდენციებს ნებისმიერი ჩვენგანი კვირის დასაწყისიდანვე ნათლად იგრძნობს. ასე მაგალითად 4-6 აპრილის პერიოდი კარგი იქნება ზემდგომებთან და მაღალჩინოსნებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად. ასაკით უფროსი ადამიანებისგან კი შესაძლოა საკმაოდ სოლიდური და საჭირო რჩევებიც მიიღოთ, რომელიც ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. 

თუმცა, აქვე გაითვალისიწინეთ ისიც, რომ ზოგადად 7 აპრილის ჩათვლით პერიოდი მაღალი ტრავმულობის კოეფიციენტით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზებზე გაზრდილია ავარიულობის საფრთხე და ტრავმების ალბათობა. მომატებულია მსოფლიო მასშტაბით ტერაქტებისა და გაუთვალისწინებელი ექსცესების ალბათობა. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებთან და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პროცესში. მოერიდეთ შებინდებისას უკაცრიელ და კრიმინოგენურად აქტიურ ადგილებში გადაადგილებას. 

7 აპრილს ახალმთვარეობას ველით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ორი კვირის მანძილზე ბევრ მოულოდნელობას, სიტუაციის აბსოლუტურად დაუგეგმავ განვითარებას უნდა ველოდოთ ამა თუ იმ სფეროში. თუმცა ამასთან ერთად, ახალმთვარეობასთან მიახლოებულ დღეებში ადამიანებს შესაძლებელია ორიგინალური იდეები მოუვიდეთ თავში, რომელთა განხორციელებაც მომავალში ერთობ პერსპექტიულ შედეგებს მოიტანს. მზის, მთვარისა და ურანის შეერთება ამ პერიოდში მოგვცემს მოულოდნელ მოვლენებს და გაუთვალისწინებელ სიტუაციებს როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების სარბიელზე. იყავით მზად რისკისთვის და სიტუაციის სპონტანურად სამართავად. თუმცა მოერიდეთ ემოცების გავლენით, სპონტანურ და გაუაზრებელ ქმედებას, ამან შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ საბოლოო ჯამში.

5 აპრილიდან პლანეტა მერკური, რომელიც ამ ეტაპზე ვერძის ზოდიაქოში იმყოფება, კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებსა და საქმიან კავშირებში ზოგადად მოიმატებს სიდინჯე, სიტუაციის სწორად აწონ-დაწონის პრეცენდენტი და მოთხოვნილება. მერკური კუროს ზოდიაქოში ზოგადად ხელს უწყობს ადამიანებში მეტი ფინანსური ალღოს გამომუშავებას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კუროს ზოდიაქოში გადასვლიდან რამდენიმე დღის მანძილზე მერკური "შახტაში" იქნება (ანუ არ გააკეთებს არც ერთ მაჟორულ ასპექტს სხვა პლანეტებთან), შესაძლებელია შეფერხებები და დაგვიანებები იყოს სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციაში, საქმეებში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი საერთოდაც გადაიდოს ან გაჯანჯლდეს.

გართულებული იქნება ჟურნალისტების საქმიანობა. შესაძლებელია მედიას ხელი მუშაობაში არსებულმა სიტუაციამ ან გეო-პოლიტიკურმა ვითარებამაც შეუშალოს. გამორიცხული არ არის ინფორმაციის დაგვიანებით გადაცემის და მომზადების ფაქტები. ამ პერიოდში არ არის სასრუველი დაგეგმოთ შორეული მივლინებები და ფრენა თვითმფირნავით, იმიტომ რომ მერკურის არასრულფასოვანი მუშაობა ხელს შეუწყობს ავიაკატასტროფის და სხვადასხვა ტიპის ავიაშეზღუდვების წარმოშობას. ასევე სასურველია, ნაკლებად შეიძინოთ ტექნიკა, განსაკუთრებით - მობილური ტელეფონი და კომპიუტერი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-11°
ქუთაისი 4°-21°
ბათუმი 11°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia