www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:17 12.04.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 11-17 აპრილი
დამდეგი კვირა შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა, სანამ კვირის ბოლოს მარსი რეტროგრადულ ფაზაში გადაინაცვლებს და მასთან ერთად გარკვეულ პრობლემებს დაუდებს საფუძველს ადამიანების ცხოვრებაში, შეგვიძლია ამ კვირის მანძილზე მოვლენების მშვიდი მიმდინარეობით დავტკბეთ. 

კვირის დასაწყისში მერკური ასპექტს გააკეთებს ნეპტუნთან, ნეპტუნი კი მოგეხსენებათ, ილუზიებისა და ირეალური თემების "დედაა". ამიტომ ამ პერიოდში გააქტიურებული იქნება ყველა სახის მაქინაციები, ინტრიგები სამსახურებრივ თუ პირად ფრონტზე, ასევე აქტიურდება ყველა ჯურის ავანტურისტი და ინტრიგანი, რის ხარჯზეც მარტივია თავი ამოყოთ რაიმე სახის გაუგებრობაში იქნება ეს ფინანსური თუ კორპორატიული სახის. შესაბამისად, ნურავის ენდობით სიტყვაზე და ყველა ტიპის ინფორმაცია გულდასმით გადაამოწმეთ სანდოობაზე. 

კვირის შუა პერიოდი კარგია რომანტიკული პაემანის დასაგეგმად და ზოგადად, საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად. ამ პერიოდში საშუალება მოგეცემათ აქამდე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებიც მოძებნოთ პარტნიორთან თუკი ერთობლივ დასვენებას, შოპინგს ან გართობას დაგეგმავთ. 

14-15 აპრილის პერიოდში ნუ გააკეთებთ ზედმეტ დაპირებებს და ზოგადად, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ბევრს. ამ პერიოდში ადამიანებში მომატებულია საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასების მოთხოვნილება, რის გამოც შესაძლებელია, რომ შეუსაბამო ვალდებულებებში "გაიხლართოთ", რომელთა შესრულებაც სამომავლოდ ძალიან გაგიჭირდებათ. 

კვირის ბოლოს გამონათქვამები და ტონი აკონტროლეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ამ პერიოდში მოიმატებს სხვა ადამიანებთან სიტყვით "წაკიდების" მოთხოვნილება, რამაც შესაძლოა კონფლიქტამდე ან ურთიერთობის დაძაბვამდეც მიიყვანოს ბევრი ჩვენგანი. განსაკუთრებით ერიდეთ სიტყვიერ დაპირისპირებას დედმამიშვილებთან და ახლო წრის ადამიანებთან, იმიტომ რომ მათი გულისტკენა მერწმუნეთ, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ მომავალში. 

კვირის მიწურულს პლანეტა მარსი რეტროგრადული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ფინანსურ საქმეებსა და აქტიურ ქმედებებში. ზოგადად არ არის სასურველი ახალი საქმიანობის წამოწყება, აჯობებს მარსის რეტროგრადულობის პერიოდი უკვე არსებულ-დაგროვილი საქმეების მოგვარებას მოახმაროთ. ეს ის პერიოდია, როცა ერთი ძველი ანდაზა "ვინც მოითმენსო, ის მოიგებს" ძალზე აქტუალური ხდება.

ქალბატონების ცხოვრებაში მარსის რეტროგრადულობა "ყოფილების" ბუმერანგის პრინციპით უკან დაბრუნებას მოასწავებს, რაც სულაც არ გახლავთ მაინცდამაინც დადებითი მოვლენა. იმიტომ რომ შესაძლებელია მარსის რეტრო ფაზის გავლის შემდგომ თქვენი ვითომდა "განახლებული" რომანი ისევ ძველ და სავალალო პოზიციას დაუბრუნდეს. ამიტომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს სერიოზული დაფიქრება მართებთ საკუთარ ცხოვრებაში ყოფილი პარტნიორების ისევ შემოშვებამდე. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1916
EUR3.4795
GBP3.8845
RUB4.4459
თბილისი 9°-16°
ქუთაისი 11°-13°
ბათუმი 12°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia