www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:39 03.05.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2- 8 მაისი
მაისის პირველი კვირა მზე-ნეპტუნის დადებითი ასპექტით დაიწყება, რომელიც თავის მხრივ ადამიანებში სულიერების დონეს და ურთიერთ თანაგრძნობის უნარს გაზრდის. ეს კარგი პერიოდია ხელოვანი და შემოქმედი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მათ უმრავლესობას განსაკუთრებული მუზა და სტიმული მიეცემა ახალი პროექტების დასაწყებად ან უკვე არსებული, ძველი პროექტების დასასრულებლად. ზოგადად კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობების კუთხითაც, იმიტომ რომ წყვილებს შორის ინტუიციური გაგების დონე ერთი-ორად მატულობს. რაც ხელს უწყობს სასიყვარულო კავშირებში ჰარმონიის ჩამოყალიბებას. 

2-4 მაისის შუალედში მზისა და იუპიტერის კარგი ასპექტაციის გამო, გამარტივდება ფინანსური საკითხების მოგვარება. გაიხსენეთ თქვენი კეთილისმყოფელები, დაუკავშირდით მათ, ვინც წარსულში სამსახური გაგიწიათ, შეეხმიანეთ ყოფილ ბიზნესპარტნიორებს, სავსებით შესაძლებელია მათთან თქვენმა ურთიერთობამ ახალი და პერსპექტიული სახე მიიღოს. გახსოვდეთ, რომ ეს პერიოდი ახალმთვარეობის წინა პერიოდს ეხება, ამიტომ სასურველია, ამ დღეებში დაასრულოთ ძველი საქმეები, საბოლოოდ მოუძებნოთ გადაჭრის გზები აქამდე არსებულ პრობლემებს, გაისტუმროთ ვალები და ზოგადად გაასწოროთ ანგარიში წარსულთან. 

6 მაისს ახალმთვარეობას ველით კუროს ზოდიაქოს ნიშანში, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას გონივრული რევიზია ჩავუტაროთ და უახლოესი ერთი თვის ბიუჯეტი გონივრულად დავგეგმოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ პერიოდში ძველმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი ფინანსური კუთხით, შესაბამისად, საუკეთესო დროა მათ გადასჭრელად და ახლებური გზების საპოვნელად, რათა პრობლემა მომავალშიც პრობლემად არ დარჩეს. სამაგიეროდ, ამ დღეებში მატულობს კრეატიული იდეების ალბათობა, სავსებით შესაძლებელია სამომავლოდ რაიმე გრანდიოზული ჩაიფიქროთ თუმცა, განხორციელებს ნუ იჩქარებთ 23 მაისამდე. ახლა ის დროა მომავლის გეგმების დაწყობას მიჰყოთ ხელი, მათი განხორციელებისთვის კი თვის ბოლოდან კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ. 

9 მაისიდან წარმატების პლანეტა იუპიტერი უკანამავალი (რეტროგრადული) მოძრაობიდან ისევ სტაციონარულ მდგომარეობას დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სასურველია საფუძველი ჩაუყაროთ ფართომასშტაბიან პროექტებს, თუმცა სასურველია ჯერჯერობით ყველაფერი იდეის დონეზე გაიაზროთ დეტალურად. კარგი პერიოდი დგება მოგზაურობისა და ტურისტული აქტივობისთვის. წარმატებით მოგვარდება მოლაპარაკებები უცხოელებთან. პოზიტიურად ჩაივლის მივლინებები საზღვარგარეთ. 

7 მაისიდან ვენერა ასპექტს გააკეთებს ნეპტუნთან, რაც სასიყვარულო ურთიერთობებში რომანტიზმის დონეს გაზრდის. კარგი პერიოდია პაემნების დასაგეგმად ან უკვე არსებულ კავშირებში სიახლეების შესატანად, მათ გადასახალისებლად და გასამყარებლად ემოციური კუთხით. ამიტომ სასურველია დასვენების დღეები საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ პლანეტების ჰარმონიული ზეგავლენა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6975
EUR3.0347
GBP3.5041
RUB4.2277
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia