www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:19 20.05.2016
„ბეწვის ხიდზე გავდივარ... ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება...“-როგორია გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ეკონომისტმა, გია მაისაშვილმა  სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში სიმსივნის დასამარცხებლად უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. მოგვიანებით მისი ფეისბუკის გვერდიდან გახდა ცნობილი, რომ საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის, მან 40 დღიან შიმშილობას მიმართა, რომლის დასრულებამდეც 11 დღე რჩება. 

„საკუთარი განსაცდელით მატრაკვეცობა არ მსურდა და არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის რასაც განვიცდი. 11 დღეღა დარჩა მძიმე შიმშილობის ბოლომდე მისაყვანად. გამარჯვების დღე 31 მაისია. რესურსი თითქმის სრულიად გამოიცალა, მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. სრული მობილიზება მჭირდება ამ პოსტის დასაწერად, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გაზიარების. 

გულის რევის ზღვარზე ვარ გამუდმებით, ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება, შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს? მეყოფა ძალა? შესაძლებელს დასძლევს სხეული და სული, მაგრამ განა შეუძლებელი შესაძლებელია?! მე კი სწორედ მას ვესწრაფვი, მისი სასოება მაქვს. მადლიერებისა და სიყვარულის განცდა მომიმძლავრდა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისადმი. ბედის სასწორზე, ბეწვის ხიდზე გავდივარ, ყველაფერი შესაძლებელია, შემოქმედის ხელშია ყველაფერი. მეორე ადამიანი არ ვიცი ასე გაცემა, დაცლა და მსახურება რომ უნდოდეს და ამის იმედი მაქვს. 

ამ დროს არ წაგიყვანს იმ ქვეყნად ასე დაუცლელს. ეს რაც მე მაქვს ხომ ჩემი არ არის „მე არ მეკუთვნის, მისი მოცემულია და მის სადიდებლად მსურს მისი გაცემა, გაზიარება. მენანება მისი არ გამოყენება, არ დახარჯვა. შენ მომეცი და შენვე იმსახურე, არაფრის არ მეშინია, მზად ვარ ყველაფრისთვის. სავსე ვარ კვალავაც იმედითა და სასოებით, გეგმებით. 31 მაისია გამარჯვების დღე, სული უკან არ იხევს, ბოლომდე მიყვანა გადაუწყვეტია. ეგ არის მხოლოდ სხეული გაუძლებს თუ ვერა? როგორ ძალიან მსურს საზოგადოებას დავუბრუნდე, მჯერა სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს. აბა 31 მაისამდე გამარჯვებით ჩემო კარგებო.

თქვენი გია მაისაშვილი“

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 21°-29°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia