www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:38 23.05.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 23-29 მაისი
მზემ უკვე ოცი მაისიდან დატოვა კუროს ზოდიაქო და ანცი, მოუსვენარი ტყუპის სამფლობელოში გადაინაცვლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს კომუნიკაციის დონე და სურვილი. აქტიური იქნება ყველა ე.წ. "მოლაპარაკე" სფეროში მომუშავე ადამიანის პროფესიული მოღვაწეობა - მათ რიცხვში შედიან ჟურნალისტები, იურისტები, მასწავლებლები, ლექტორები და ა.შ. 

კვირის დასაწყისში ჯერ კიდევ აქტუალურია სავსემთვარეობისა და მზე-მარსის ასპექტის სახიფათო ენერგეტიკა. ამ პერიოდში გახშირებულია საწარმოო ტრავმების, ავიაკატასტროფების, კონფლიქტებისა და პრეტენზიების ალბათობა. შესაბამისად, მოგიწოდებთ, კვირა მაქსიმალური სიმშვიდითა და თანამშრომლობის მზადყოფნით დაიწყოთ ყველასთან, მათ შორის უახლოეს დედმამიშვილებთან და კოლეგებთან. 

23 მაისიდან პლანეტა მერკური, რომელიც ამ ხნის მანძილზე უკანმავალი ანუ რეტროგრადული იყო, მოძრაობას გაასწორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს ადამიანებში ურთიერთგაგების დონე. მოლაპარაკებები უფრო მარტივად გადაიზრდება კოლეგიალურ შეთანხმებებში. ამ პერიოდიდან თამამად შეგიძლიათ ასევე საშოპინგოდ წასვლა და ტექნიკის შეძენა. თქვენი შენაძენი ამ ეტაპზე უკვე სავსებით მოსაწონი და გამოსადეგი იქნება. გარდა ამისა, შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, ხოლო აბიტურიენტებს გაცილებით გაუადვილდებათ გამოცდებისთის მზადება/ჩაბარება. 

24 მაისიდან პლანეტა ვენერაც ანცი ტყუპის ზოდიაქოს შეუერთდება და მზესთან ტანდემში მოგვცემს რომანტიკული ნაცნობობის, მსუბუქი ფლირტის მოთხოვნილებას. ადამიანები ასეთ პერიოდში ადვილად ეცნობიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს. განსაკუთრებით აქტუალური იქნება სასიყვარულო რომანების გაბმა მგზავრობისას და ტრანსპორტში. შესაძლებელია საინტერესო ადამიანი კომუნიკაციის სხვადასხვა წყაროს მეშვეობითაც (ტელეფონი, ინტერნეტი) აღმოაჩინოთ. ურთიერთობების დაწყება ასეთი ტრანზიტის დროს ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, თუმცა რამდენად იქნება ეს კავშირი სერიოზული და ხანგრძლივი სამომავლოდ ამას დრო გვიჩვენებს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0747
EUR3.6272
GBP4.0294
RUB4.2244
თბილისი 18°-32°
ქუთაისი 19°-27°
ბათუმი 21°-21°
მთავარი