www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:25 30.05.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 30 მაისი - 5 ივნისი
მაისის მიწურულს ცაზე პლანეტარული კონფიგურაცია დიდწილად დაძაბული და კონფლიქტური იქნება. ამიტომ კვირა იმაზე ფიქრით დაიწყეთ, რამდენად ლოიალური და დიპლომატიური ხართ პარტნიორების მიმართ. აქ იგულისხმება როგორც ქორწინების, ისე ბიზნესა და საქმიანი პარტნიორები. ამასთან ერთად, ფინანსებთან დაკავშირებითაც აუცილებელია გონივრული დამოკიდებულების შენარჩუნება. იმიტომ რომ, ნეგატიური პლანეტარული განლაგებები ბევრ ადამიანს მისცემს ფულის აბსოლუტურად არამიზნობრივად ხარჯვის მოთხოვნილებას.

მოკლედ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, სურვილს - "ფინანსები აქტიურად გაატანოთ ქარს" როგორმე ივნისის დასაწყისამდე უნდა მოერიოთ, თუ არ გინდათ, რომ მომდევნო თვეში გაუთვალისწინებელი მატერიალური პრობლემები დაგატყდეთ თავზე. ამ პერიოდში ამოტივტივდება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხები ისეთი, რომელთა სათავეც ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში იქნება საძებნელი. დიდი ყურადღებით აწარმოეთ ფინანსური დოკუმენტაცია, სიფრთხილით მოეკიდეთ მემკვიდრეობასთან და სპონსორობასთან დაკავშირებულ საკითხებს. წინა პლანზე წამოიწევს ვალების, კრედიტებისა და ალიმენტების თემა. შესაძლებელია, ამ მხრივ იყოს შეფერხება და გაუგებრობები. 

კვირის შუაგულში მოიმატებს ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლებელია გართულდეს ურთიერთობა ზოგადად ქალებთან და ქალთა პერსონალთან სამსახურში. ივნისის პირველ დღეებში მოერიდეთ კონფლიქტებს სუსტი სქესის წარმომადგენლებთან და ნუ გაიკვირვებთ, თუ ბევრი მათგანი თავს საკმაოდ არაადეკვატურად წამოაჩენს ან გაღიზიანებული იქნება. ამ პერიოდში ვენერა-იუპიტერისა და ვენერა-ნეპტუნის ნეგატიური ასპექტების გამო მომატებული იქნება წყვილებს შორის ურთიერთგაგების მხრივ პრობლემები. შესაძლებელია დაფიქსირდეს ღალატის ფაქტები და რომანი "გვერდით". ამასთან ერთად, ვენერასა და ნეპტუნის ასპექტი ადამიანებს ტყუილისკენაც უბიძგებს ყველა იმ საკითხში, რაც პირად ურთიერთობებს შეეხება. შესაბამისად, გულწრფელობა ყველაზე კარგი "ვალუტა" იქნება ამ დღეებში, თუკი გსურთ, რომ თქვენი ქორწინება და სასიყვარულო კავშირები მინიმალურად დაზარალდეს. 

2-3 ივნისის პერიოდში პლანეტა იუპიტერის ნეგატიური ასპექტების გამო შესაძლებელია გართულდეს უცხოელებთან მოლაპარაკება, ჩაიშალოს დაგეგმილი ვიზიტები საზღვარგარეთ, რთულად წარიმართოს სასამართლო პროცესები. ზოგადად ეს ის პერიოდია, როცა სასურველი არ არის ფართო მასშტაბიანი პროექტებისა და მსხვილი ფინანსური ოპერაციების წარმოება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პლანეტა ვენერა მზესთან ერთად ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს გადის და მათ შორის შეერთება ფიქსირდება, ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გადაიჭრას დიალოგის გზით, როგორც პირადი, ისე სამსახურეობრივი სახის. ამიტომ ამ პერიოდში ნებისმიერმა ჩვენგანმა საკუთარი ვერბალური კომუნიკაციის უნარი მაქსიმალური ეფექტურობით უნდა გამოიყენოს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.971
EUR3.3106
GBP3.8474
RUB4.6653
თბილისი 10°-20°
ქუთაისი 10°-23°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia