www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:39 15.06.2016
სად, როგორ და რა ვითარებაში აჯობებს გაატაროთ შვებულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნებისმიერი ჩვენგანი საკმაოდ დამღლელ ცხოვრებისეულ გრაფიკში ცხოვრობს, ამას ემატება ყოველდღიური სტრესი და ემოციები, რომელიც დამეთანხმებით არავის გვაკლია ყოველდღიურობაში. ამიტომ წელიწადში ერთხელ, თუნდაც არ გრძნობდეთ თავს მაინცდამაინც დაღლილად აუცილებელიც კია, რომ თავს დასვენების და მოდუნების საშუალება მივცეთ. ასტროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზეა მოვლენილი ადამიანი, მისი მმართველი პლანეტისა და სტიქიის გავლენიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს ქვეყანა და ადგილი თუ სად აჯობებს ამ უკანასკნელისთვის დასვენება. 

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათთვის დამახასიათებელია დინამიკური და აქტიური ცხოვრების წესი. ამიტომ ისინი იშვიათად ახერხებენ პასიურად დასვენებას. ასტროლოგები ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ურჩევენ შვებულება ალპურ ზონაში ან მთიან ადგილებში გაატარონ. ასე მათი დაუშრეტელი ენერგია კარგად დაბალანსდება, პერიოდულად გამართული ლაშქრობების სახით ბუნებაში. 

კურო, ქალწული და თხის რქა მიწის სტიქიის ნიშნებია. მათთვის უმთავრესია კომფორტი, ხარისხიანი კვება და სრული რელაქსაცია. შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებულებმა სასურველია დასასვენებლად სამხრეთის ქვეყნები აირჩიონ. ადგილები, სადაც მთის და ზღვის ჰავა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სასურველია ეს იყოს რომელიმე სამკურნალო კურორტი - აბაზანებით, მინერალური წყლით ან ტალახით. იმიტომ რომ მიწის ნიშნები მოგეხსენებათ, დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარი სხეულის ფიზიკურ სიჯანსაღეზე ზრუნვას. 

კირჩხიბებს, თევზებსა და მორიელებს წყლის სტიქიას მივაკუთვნებთ. ეს არის ყველაზე ემოციური და სენსიტიური ხალხი. ამიტომ მათთვის აბსოლუტურად პასიური დასვენებაა საჭირო პერიოდულად გადატანილი ემოციებისა და სტრესისგან დასაცლელად. საუკეთესო ვარიანტი ამ მხრივ ზღვისპირა კურორტებია. განსაკუთრებით ისეთი, სადაც საწყალოსნო სპორტია განვითარებული. წყალთან ურთიერთობა კირჩხიბებს, თევზებს და მორიელებს საოცრად მატებს ენეგრიას და სასიცოცხლო ტონუსს. გარდა ამისა, ზღვისპირას ჯდომა, მედიტაცია და სიმშვიდე მათზე განმკურნებლად მოქმედებს ნერვული სტრესის დროს. 

დაბოლოს, ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები ტყუპი, მერწყულები და სასწორები თავს იდეალურად გრძნობენ ნებისმიერ კურორტზე, სადაც სუფთა ჰაერი და მაქსიმალური მხიარულებაა. ეს ის ხალხია, ვისაც მარტოს იშვიათად შეუძლია შვებულების გატარება. იმ უბრალო მიზეზი გამო, რომ ინფორმაციული ვაკუუმი მათში მძაფრ დისკომფორტს იწვევს. ჰაერის ნიშნებს მოსწონთ დელტაპლანით, საჰაერო ბუშტით ან სულაც თვითმფრინავით ფრენა. მათთვის აზარტულია ასევე კლდეზე ცოცვა ან სხვადასხვა ტიპის სპორტული აქტივობა, რომლითაც ისინი აუცილებლად კავდებიან შვებულების დროს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.174
EUR3.4295
GBP3.9037
RUB4.1547
თბილისი 0°-6°
ქუთაისი 5°-16°
ბათუმი 6°-11°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia