www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:39 04.09.2016
როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის მომავალი ერთი წელი
ალბათ ნებისმიერმა, ვინც ასტროლოგიაში ასე თუ ისე ერკვევა იცის, რომ პლანეტები ცაზე გარკვეული ტრაექტორიითა და სიჩქარით მოძრაობენ. შესაბამისად, იწვევენ კიდეც მოვლენებს, ზოგჯერ კარგს, ზოგჯერ ცუდს, ზოგჯერ - ნეიტრალურს. წლევანდელი წლის მნიშვნელოვანი ტრანზიტი კი სულ ცოტა ხანში შევა ძალაში, ე.წ. "დიდი სიხარულისა" და წარმატების მომტანი პლანეტის - იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოდან, სასწორის ზოდიაქოში გადანაცვლებას უკავშირდება. იუპიტერისთვის სასწორის ზოდიაქო საკმაოდ "მშობლიური" გარემოა, რასაც ვერ ვიტყვით ქალწულის ზოდიაქოზე, რომელშიც ეს გულკეთილი პლანეტა უახლოესი ერთი წლის მანძილზე იყო განლაგებული. ქალწულის ზოდიაქო იუპიტერს ეკონომიურობას აიძულებდა, შესაბამისად, მისი სიკეთეები ესოდენ განვრცობილად არ მოქმედებდა კაცობრიობაზე. ამიერიდან კი, როცა იგი სასწორის ნიშანში დაიდებს ერთი წლით ბინას, მაქსიმალურად "მიხედავს" სახელოვნებო სფეროებს, სასიყვარულო ფრონტს და საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე სიტუაციის ასე თუ ისე დარეგულირების ალბათობას. თუმცა, მარტო იუპიტერის იმედად მაინც ვერ იქნება კაცი. 

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ამჯერად იმაზე მოგითხრობთ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა სიკეთეებით გაანებივრებს იუპიტერის ტრანზიტი სასწორში:

ვერძის ცხოვრებაში იუპიტერს პარტნიორული თემის გააქტიურება მოაქვს. ეს შესაძლოა ქორწინების წელი იყოს ბევრი ვერძის ცხოვრებაში. ასევე გაიზრდება თქვენი კონტაქტების ბაზა და საჭირო ადამიანებსაც დაიმეგობრებთ, ძვირფასო ვერძებო. 

კუროების ცხოვრებაში სამუშაო სფეროს გაუმჯობესებას მოიტანს იუპიტერი. შესაძლოა ახალი სამსახურის დაწყების წინა პირობაც იყოს. ზოგადად სამუშაო ბევრი გექნებათ, ძვირფასო კუროებო და უშრომლად ნამდვილად არ მოიწყენთ. 

ტყუპთან იუპიტერს ახალი სიყვარულის, რომანის, ფლირტის დაწყების შანსები მოაქვს. ეს წელი ასევე შეიძლება ბევრი დაოჯახებული ტყუპისთვის იქცეს შვილის დაბადების სიხარულის განცდის პერიოდად. 

კირჩხიბებს იუპიტერი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების საბოლოოდ მოგვარებაში დაეხმარება. შესაძლოა ზუსტად ამ წელს შეიძინოს ბევრმა კირჩხიბმა თავისი ოცნების სახლი. 

ლომებს სწავლისა და თვითშემეცნებისთვის საუკეთესო პერიოდი უდგათ ამ წელს. არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად 2016-17 წლების მანძილზე შეცვალოთ მანქანა და იყიდოთ გაცილებით უფრო ძვირად ღირებული მოდელი.

ქალწულებთან იუპიტერის ტრანზიტმა ფინანსების ზრდა უნდა მოიტანოს აუცილებლად. ეს შეიძლება იყოს ხელფასის მატება, ან რაიმე ტიპის დამატებითი შემოსავალი. მოკლედ, ძვირფასო ქალწულებო, უახლოესი ერთი წლის მანძილზე ცოტაოდენი თანხის გადანახვასაც მოახერხებთ. 

სასწორისთვის მიმდინარე ერთი წელი, იმიჯის ცვლილების ან პიროვნული პოპულარობის მომტანი იქნება. ბევრი სასწორი ზუსტად ამ წელს შეიცვლის ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს და ვიზუალურ მონაცემებს უკეთესობისაკენ. მისი პოპულარობა მოიმატებს სამსახურშიც. 

მორიელისთვის იუპიტერის ტრანზიტს სასწორში წინა წლების ნეგატივისაგან გათავისუფლების რეალური შანსი მოაქვს. ეს შეიძლება იყოს წელიწადი, როცა ჯანმრთელობის მხრივაც რეალური გაუმჯობესება დაეტყობა ბევრ მორიელს. 

მშვილდოსნისთვის მიმდინარე ერთი წელი ახალი მეგობრების შეძენისა და ჯგუფური კავშირების გაღრმავების წელია. ასეთ წლებში ბევრი მშვილდოსანი რეალურად გამოცდის და დააფასებს ჭეშმარიტი მეგობრობის ძალას. 

თხის რქისთვის იუპიტერს კარიერაში წინსვლის რეალური ალბათობა მოაქვს. ძალიან ბევრი თხის რქის ცხოვრებაში შესაძლოა უახლოესმა ერთმა წელმა, კარიერულ კიბეზე სერიოზული ტრამპლინის გაკეთების შანსი მოიტანოს. 

მერწყულისთვის უახლოესი წელიწადი უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებული მომგებიანი კავშირების წელია. ეს კარგი წელი იქნება ასევე აკადემიური განათლების მისაღებად ან ემიგრაციისთვის. 

დაბოლოს, თევზები მიმდინარე წელს საკმაოდ სოლიდურად დაიწყებენ ფულის გამომუშავებას. ბევრ თევზს შეიძლება გაუმართლოს რისკიან ბიზნეს-ოპერაციებში. არც ის არის გამორიცხული, რომ ზუსტად წლევანდელ წელს შეიძინოთ უძრავი ქონება ან მომგებიანად დააბანდოთ კაპიტალი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
best online pharmacies canada2019-07-12 16:26:17
<a href="http://canadianpharmaciesoffer.com/">canad ian pharmacy online</a>
http://canadianpharmaciesoffer.com/
<a href=http://canadianpharmaciesoffer.com/>canadian pharmacy</a>

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 2°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 7°-13°
მთავარი