www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:00 17.10.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 17-23 ოქტომბერი
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოქტომბრის პირველი ნახევარი გაცილებით მშვიდი გახლდათ, ხოლო მისი მეორე ნაწილი, განსაკუთრებით კი ბოლო დეკადა, არაერთ მოულოდნელობას გვპირდება. ამიტომ წინ საკმაოდ ემოციური, მოვლენებით დატვირთული კვირა გველის, როგორც ლოკალურად, ისე გლობალური (მსოფლიოში მიმდინარე) მოვლენების კუთხით.უახლოესი კვირის მანძილზე ცაზე ე.წ. "ომების ასპექტი" ფიქსირდება, ორი მძიმე პლანეტა-მარსი და პლუტონი ერთობ საშიშ კოალიციას ქმნიან, პლანეტა ვენერა იცვლის ზოდიაქოს ნიშანს, სავსემთვარეობაა და ა.შ. ზუსტად ამ მოვლენით დავიწყებთ კვირის ანალიზს. 

დიახ, სავსემთვარეობის ენერგეტიკა ვერძის ზოდიაქოს ნიშნის გავლენით, რომელიც გასული კვირის მიწურულს დაფიქსირდა, თავისებურ ფონურ სიტუაციას შექმნის ცაზე. ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ სავსემთვარეობას მამაკაცებში აგრესია, ემოციური ფონი, ფეთქებადობაა მომატებული, ქალებში კი - მადა და ისტერიულობა. ეს სავსემთვარეობა კი ვერძის ნიშანში, დამატებითი ასპექტებით მარსი-პლუტონის კოალიციასთან კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს ზემოხსენებულ ტენდენციებს. მოიმატებს აგრესია, გამძარდება კრიმინალური ფონი, გამორიცხული არ არის ტერორისტული აქტები ან სამხედრო ქმედებების წამოწყების მცდელობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. არანაკლებ მომატებულია ავარიებისა და უბედური შემთხვევების რიცხვი. ასე რომ, უახლოესი კვირა, მაქსიმალური სიმშვიდით უნდა გავატაროთ ყველამ. ზოგადად ოქტომბრის შუა პერიოდი, საკმაოდ რთული იქნება საქმიანი და პროფესიული კუთხით. 

გართულდება პარტნიორული კავშირები, შესაძლებელია იყოს ხმაურიანი დაპირისპირებები და ამბიციური გამოხდომები. იმიტომ რომ, პლუტონი ადამიანებში ძალაუფლების თემას ააქტიურებს, ხოლო მასთან შეერთებული მარსი ამ ზემოხსენებული ძალაუფლების დაუყოვნებლივ, ხშირად ძალისმიერი მეთოდებით მოპოვებისკენაც კი უბიძგებს ზოგიერთ ჩვენგანს. ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს მარტივი ჭეშმარიტება - აგრესია ყოველთვის შობს აგრესიას, ხოლო ნებისმიერი თანამდებობა ამ ქვეყანაზე დროებითი და წარმავალია. 

18 ოქტომბრიდან პლნეტა ვენერა აგრესიული მორიელის ზოდიაქოს დატოვებს და გაცილებით უფრო მეგობრულ, თავგადასავლების მოყვარე და ავანტიურისტ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს მიაშურებს. ეს კარგი ასპექტია საიმისოდ, რომ პარტნიორულ და სასიყვარულო კავშირებში ასე თუ ისე სიმშვიდემ და ურთიერთგაგებამ გაიმარჯვოს. ასეთ პერიოდში იდეალურია, თუკი მეორე ნახევართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად მოკლევადიან მოგზაურობაში გაეშურებით. ან სულაც ერთობლივ, შემეცნებით პროცესს დაუდებთ საფუძველს და რაიმეს შესწავლას წამოიწყებთ წყვილში. 

19-20 ოქტომბერი შეიძლება ითქვას, რომ კვირის ყველაზე "მძიმე აკორდებია". რასაც სულ მალე მზის მორიელის ნიშანში გადანაცვლებაც "გაუმაგრებს ზურგს". ამ დღეების მანძილზე, უფრო მეტი დიპლომატია, ლმობიერება, წინდახედულება გმართებთ ნებისმიერ ურთიერთობაში. ნაკლებად დაუპირისპირდით ზემდგომებს, ხოლო თუ თავად თქვენ გაქვთ ხელში მართვს სადავეები პროფესიული ამბიციები აკონტროლეთ და ეცადეთ, რომ თქვენ ხელთ არსებული ძალაუფლება არამც და არამც ბოროტად არ გამოიყენოთ. 

გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომობილით გადაადგილებისას. ნაკლებად იმოძრავეთ გვიან საათებში ფეხით ქუჩაში. იმიტომ რომ, კრიმინოგენური ფონი ამ დღეების მანძილზე ერთი-ორად მომატებულია. სასურველია, სიფრთხილით მოეკიდოთ ასევე ტექნიკასთან და მანქანა-დანადგარებთან მუშაობას. არსებობს ტექნოგენური ავარიების და საწარმოო ტრავმების დიდი ალბათობა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7799
EUR3.0954
GBP3.516
RUB4.293
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 18°-29°
ბათუმი 21°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia