www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:20 14.05.2014
„3 მაისს იქორწინეს, 6 მაისს დაიღუპნენ - ეყარნენ თურმე მიცვალებულები“
კვირის პალიტრა

"ეყარნენ თურმე მიცვალებულები და თამუნას 3 წლის ბავშვი ამდენ მიცვალებულებში, დამსხვრეულ მინებს შორის ამომძვრალა. მას მხოლოდ ხელზე აქვს პატარა ნაკაწრი."

ტრაგედიამდე 4 დღით ადრე, ყველანი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, მანანა გაბრიჭიძისა და დიმიტრი აბასოვის ქორწინებას ერთად ზეიმობდნენ. წყვილმა 3 მაისს იქორწინა, ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ და ბედნიერებით ხარობდნენ. 6 მაისს, გიორგობას, ბათუმში წასვლა გადაწყვიტეს, თითქმის მთელი ოჯახი ერთად წავიდა. მეორე დღეს ბათუმიდან ისევ უკან, ქუთაისში ბრუნდებოდნენ. დილის 9 საათი სრულდებოდა, როცა "მერსედესი" ავტოკატასტროფაში მოჰყვა... საჭეს 55 წლის ომარ ბილისეიშვილი მართავდა. სავარაუდოდ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბორდიურს შეეჯახა, ბოლოს მანქანა ხეს შეასკდა. 8 ადამიანიდან 5 ადგილზე გარდაიცვალა. მათგან ოთხი - ერთი ოჯახის წევრია. დაიღუპნენ ახალდაქორწინებულები, 29 წლის მანანა გაბრიჭიძე და 31 წლის დიმიტრი აბასოვი, მანანას და, 23 წლის თეონა გაბრიჭიძე, მათი 8 წლის დისშვილი, დათუნა ფურცხვანიძე და ოჯახის ნათესავი, მძღოლი, ომარ ბილისეიშვილი.

სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს დათუნას დედა, 33 წლის მაია გაბრიჭიძე. ის ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში დღემდე უმძიმეს მდგომარეობაში რჩება გაბრიჭიძეების კიდევ ერთი და, თამუნა. რამდენიმე დღეა, აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის. იმედია, თამუნა გადარჩება და მის ისედაც განადგურებულ მშობლებს თავს ახალი განსაცდელი არ დაატყდებათ. დედის გამოჯანმრთელებას ელოდება სასწაულებრივად გადარჩენილი თამუნას 3 წლის ბიჭუნაც, რომელიც ავარიის დროს დედას კალთაში ეჯდა. საბედნიეროდ, ის უვნებელი გადარჩა.

გაბრიჭიძეების ოჯახის საშინელი ამბავი მათმა ნათესავმა, ქალბატონმა მაიამ მიამბო:

"თითქოს ცა ჩამოიქცა. ენით აღუწერელია ის ტკივილი, რაც მათ ოჯახში ტრიალებს და რასაც განვიცდით. ოჯახის 4 წევრი ერთ დღეს დაიღუპა, თამუნას მდგომარეობაც უმძიმესია, სიკვდილს ებრძვის..."

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia