www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:26 09.01.2017
გიგი უგულავა - მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა
ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა მისი ქცევები, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

უგულავას განცხადებით, ის წარმოადგენს ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და არა ბოკერიას ფლანგს. უგულავას თქმით, პარტია კრიზისშია. მისივე თქმით, პროცესების შემოსაბრუნებლად დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი. 

”მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მისივე განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც. 

”მიშასთან მქონდა საუბარი, თუმცა ძნელია მობილურით კომუნიკაცია . საუბარი იყო მოკითხვით, ადამიანურ დონეზე. შეხვედრის სურვილი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, რადგან მე ვერ ვტოვებ ქვეყანას, ხოლო მიშა ვერ ჩამოდის საქართველოში. რაც შეეხება მის პოზიციას პარტიის დაშლასთან დაკავშირებით, ეს თავად მან უნდა დააფიქსიროს, მე ვერაფერს გეტყვით”, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი 1°-11°
ქუთაისი 4°-19°
ბათუმი 11°-20°
მთავარი