ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ გეგელიძეებში ოცამდე ადამიანი ბოიკოტის ნიშნად
არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას არ იყენებს, ისინი რამდენიმე დღის წინ ორი პირუტყვის
გაუჩინარების გამოძიებას მოითხოვენ.
„ჩვენ ხმის მიცემის უფლებას საერთოდ ყურადღებას არ ვაძლევთ, ეს უნდა გამოიძიოს
ამ მთავრობამ. ერთი ხმა არ იქნება წასული ჩვენგან, სანამ არ იქნება ნახული ბატონი ჯამბულის
ძროხა, ვინ მოიპარა, ვინ შეჭამა, ვინ მოიხმარა, სამი თვის წინ დაიკარგა ძროხა და ყურადღებას
არავინ აქცევს“, - აცხადებს დაზარალებული.