www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:21 05.12.2014
საქართველოს ბანკმა და „პრივატბანკმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სს „პრივატბანკის“ აქციების შესყიდვის თაობაზე

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და სს „პრივატბანკმა“, უკრაინული „პრივატბანკის“ ქართულმა შვილობილმა („პრივატბანკი“), განაცხადეს საქართველოს ბანკსა და უკრაინულ „პრივატბანკს“ შორის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი შეიძენს სს „პრივატბანკის“ 100% აქციებს. სს „პრივატბანკი“ მთლიანი აქტივების მიხედვით საქართველოში სიდიდით მე–9 ბანკია. ხსენებული გარიგების შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%–ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%–ით გაიზრდება. კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელიც, ვინაიდან „პრივატბანკი“ საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს. შესყიდვა ასევე პოზიტიურად აისახება საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესზე „პრივატბანკის“ მფლობელობაში არსებული ბანკომატების ფართო ქსელისა (429 ბანკომატი) და POS ტერმინალების ქსელის (1,929 ტერმინალი) შემოერთებით. 

„მოხარული ვარ, რომ „პრივატბანკის“ მმართველ გუნდთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც განხორციელდება მნიშვნელოვანი ტრანზაქცია. სს „პრივატბანკის“ შეძენა შესაძლებლობას მიცემს საქართველოს ბანკს კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით, გაზარდოს ბანკის საბაზრო წილი და გააფართოვოს მომხმარებლის ბაზა. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის დაწყებას „პრივატბანკის“ გამოცდილ მენეჯმენტის გუნდთან და თანამშრომლებთან. საქართველოს ბანკს აქვს ფინანსური ინსტიტუტების შემოერთების დიდი გამოცდილება, შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ „პრივატბანკთან“ შერწყმის პროცესი იქნება უმტკივნეულო, ხოლო ორივე ბანკის – საქართველოს ბანკისა და „პრივატბანკის“ მომხმარებელი მიიღებს წვდომას სერვისცენტრების, ბანკომატებისა და გადახდის სისტემების ერთ–ერთ ყველაზე ფართო და განვითარებულ ქსელზე საქართველოში,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა. 

„საქართველოს ბანკისა და სს „პრივატბანკის“ გაერთიანება, მნიშვნელოვანი პოზიტიური მოვლენაა საქართველოს საცალო საბანკო სექტორის შემდგომი განვითარებისთვის. შესყიდვის შესახებ შეთანხმება, ორივე ბანკისათვის განვითარების კანონზონმიერი ეტაპია. საქართველოს ბანკისა და „პრივატბანკის“ გაერთიანება უნიკალური შანსია დინამიური ზრდისთვის და მომხმარებლისა და თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების გასაფართოებლად. ამჟამად უკრაინის „პრივატბანკი“, უკრაინის უმსხვილესი ბანკი, გეგმავს ფოკუსირება მოახდინოს მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მომსახურების განვითარებაზე უკრაინაში და უკრაინული ბიზნესის მხარდაჭერაზე ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად,“ განაცხადა „პრივატბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, იური კანდაუროვმა. 

 ###

 „საქართველოს ბანკის“ შესახებ: 

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 31.6%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.0%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 27.5%) მიხედვით (2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.4 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 217 სერვისცენტრის, 521 ბანკომატისა და 2,217 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge 

„პრივატბანკის“ შესახებ: 

PrivatBank-იდაფუძნდა 1988 წელს, როგორც ბანკი „კავკასიონი“ დადღესდღეობით  ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბანკია  საქართველოში. ბანკს გაცემული აქვს ნახევარ მილიონზე  მეტი  საგადახდო  ბარათი, ემსახურება  ქვეყნის  მასშტაბით წარმოდგენილი 93 სერვის ცენტრის კლიენტებს  და  წარმოადგენს საერთაშორისო საბანკო ჯგუფის „PrivatBank-ის”  წევრს. PrivatBank-იმე-9 ადგილს იკავებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ბანკების ათეულში და  ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ბანკია მსოფლიოში. 10-ზე მეტი წლის წინ PrivatBank-ი გახდა,  პირველი ბანკი მსოფლიოში, რომელმაც დაიწყო ერთჯერადი sms პაროლების გამოყენება. უახლეს ინოვაციებს რომლებმაც, მოიპოვა აღიარება მთელს მსოფლიოში, მიეკუთვნება ისეთი პროდუქტები  როგორიცაა:  მინი საგადახდო ტერმინალი, ინტერნეტ-ბანკინგით სარგებლობა QR კოდის გამოყენებით, ონლაინ-ინკასაცია და აგრეთვე, სხვადასხვა მობილური აპლიკაციები.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
Jeramy Rand2019-05-16 07:00:18
Hi

I regularly order from your shop, and I love your store.
But I have a question, I see a lot of Items on this site http://bit.ly/CareProduct that you also sell.
but there products are 40% cheaper, well my question is what is the difference between your shop and theirs,
is it the quality or something else, I hope you can answer my question.

Regards

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8971
EUR3.239
GBP3.6066
RUB4.5838
თბილისი 22°-33°
ქუთაისი 21°-28°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia