www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:01 18.03.2016
ლეგენდარული «ბავარია» ქართულ ბაზარზე შემოდის

ლუდის ლეგენდარული ბრენდი «ბავარია» ქართულ ბაზარზე შემოდის. მალე ამ ბრენდის საქართველოში ჩამოსხმულ ლუდს ადგილობრივი მოყვარულებიც დააგემოვნებენ. 

საქართველოში „ბავარიას“ ოფიციალური წარმომადგენელი „ზედაზენი“ იქნება. ამასთან, «ბავარიამ» კომპანია «ზედაზენისთვის» უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა.

 

„ბოლო პერიოდში ისინი საქართველოს ბაზარმა დააინტერესა, კერძოდ, ისეთი 

 მაღალი ტექნოლოგიების ქარხანამ, როგორიც „ზედაზენია". ძალიან მოეწონათ დანადგარები, ხარისხი, კომპანიის სწრაფი განვითარება დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. ჩვენმა ქარხანამ ვალიდაცია გაირა და მოგვცეს უფლება, ლუდი ჩამოვასხათ როგორც შუშაში, ასევე პეტსა და ქილაში“, - განაცხადა კომპანია „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა. 

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ლუდი „ზედაზენის“ ქარხანაში უკვე მოხარშულია, მზად არის. ჩამოსხმა 25 მარტს დაიწყება, პრეზენტაცია კი 29 მარტს გაიმართება. 

„ბავარიას“ ქარხნები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქარხანა წელიწადში 6 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდის რეალიზაციას ახდენს. "ბავარია" პირველი უცხოური ბრენდია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან იყო განვითარებული და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო.

„ბავარია“ პილსნერის ტიპის ლუდია, რომელიც სადღეისოდ მომხმარებელთა მთავარ მეინსტრიმს წარმოადგენს. მისი სიმწარე ქართველ მომხმარებელზეა ადაპტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებულ ლუდზე ძალიან მაღალი ფასი გამოდის, გადავწყვიტეთ, იგი ადგილობრივად ჩამოგვესხა, რათა მომხმარებელს გავუიაფოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისთვის ეს მაღალხარისხოვანი ლუდი“, - აღნიშნა ვასილ სულხანიშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-9°
ქუთაისი 7°-18°
ბათუმი 10°-18°
მთავარი