www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:48 12.07.2016
„რომპეტროლ საქართველოს“ ორგანიზებით კონკურენციის სამართლის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

„რომპეტროლ საქართველოს" ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით, წამყვანი უცხოელი სპეცილისტები, თემაზე: „კონკურენციის სამართალი - ახალი გამოწვევა საქართველოსთვის“ საერთაშორისო კონფერენციას ატარებენ.

კონფერენცია  ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოსში“ მიმდინარეობს. საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის თემაზე, ასეთი დონის და მასშტაბის კონფერენცია პირველად ტარდება. კონფერენციაზე გამომსვლელი მომხსენებლები,  მსოფლიო დონის წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების პარტნიორები არიან.

 „საქართველოში კონკურენციის სააგენტო სულ რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. „რომპეტროლი“ ცდილობს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს საქართველოში ამ სფეროს განვითარებას. სააგენტოს მიზანს საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის ხელშეწყობა წარმოადგენს. რომპეტროლი ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში კონკურენციის სამართლის განვითარებას, რაც ქვეყანაში კონკურენტული გარემოს განვითარებაზე დადებითად უნდა აისახოს. “- აცხადებენ „რომპეტროლში“. 

 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება ტრენინგი სახელწოდებით - „კაპიტალის უზრუნველყოფის ნორმები, შერწყმა და კონკურენციის პრინციპები“ სამდღიანი კონფერენციის და ტრენინგის მომხსენებლები არიან:   

 ჯეიმს ჰენკსი - Venable LLP-ის პარტნიორი, ექსპერტი, ლექტორი. მოხსენების თემა:

ამერიკის კონკურენციის სამართლის ძირითადი აქტები და სასამართლო პრაქტიკა. 

 ბერტოლდ ბარ-ბოუისირი  - DLA Piper-ის პარტნიორი. მოხსენების თემა: კონკურენციის სამართლის გამოყენება ცოცხალი ორგანიზმების მეცნიერების ინდუსტრიაში (ინტერფეისის კონკურენცია, პატენტები და ა.შ.). 

 ფელიქს სკალა - კონკურენციის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Deloitte-ს გერმანიის ოფისში. მოხსენების თემა: კონკურენციის თავსებადობის პროგრამები ევროპული პერსპექტივიდან.

 დავით იაკობიძე - ეკონომისტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მოხსენების თემა: კონკურენტული გარემოს სტრუქტურირებული ტრანსფორმაცია პატარა ეკონომიკებში.

 ვარშა კეილი - მეიერ ბრაუნის” ლონდონის ანტიმონოპოლიური და კონკურენციის ჯგუფის მრჩეველი.

 ალექსანდრა  ანინოიუ - “მეიერ ბრაუნის” „ანტიმონოპოლიისა და კონკურენციის“ ლონდონის ოფისის იურისტი. მოხსენების თემა: კარტელები ევროკავშირის სამართლის მიხედვით: სამართლებრივი განვითარება და პრაქტიკული გამოწვევები.

 რობ დევისი - Venable LLP-ის მრჩეველი. მოხსენების თემა: თანამედროვე ამერიკული მიდგომები შეთანხმებებისა და „hub-and-spoke“ კავშირების გამოსავლენად.

 დოქტორი იან იოახიმ დრეიერი - DLA Piper-ის პარტნიორი. მოხსენების თემა: გერმანიის კონკურენციის სამართლის განვითარების თანამედროვე ტენდენციები - აღსრულების მთავარი საკითხები.

კონფერენციაში 70-მდე ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები, ბიზნეს ომბუდსმენის და პრემიერის ეკონომიკური საბჭოს თანამშრომლები მონაწილეობს.

კონფერენცია და ტრენინგები ორშაბათს დაიწყო და 13 ივლისს დასრულდება.

KMG International (ყოფილი Rompetrol Group NV) KMG-მ 2007 წელს შეიძინა. კომპანია ფლობს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუმინეთში, ასევე, ბენზინ გასამართი სადგურების ქსელს ევროპის კავშირის ქვეყნებში. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
Gracie McKibben2019-05-09 05:14:55
Ace测试回测zzzzzzzzzzzzzz

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia