www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:13 14.07.2016
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში სატელეკომუნიკაციო ქსელის გაფართოებას დააფინანსებს, რაც მაგთიკომს საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვანი კავშირის განვითარებაში დაეხმარება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიას, მაგთიკომს, 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო, რომელიც საქართველოს რეგიონებში კომპანიის ფართოზოლოვანი კავშირის გავრცობას მოხმარდება.  

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება მაგთიკომს საშუალებას მისცემს, კავკასუს ონლაინისგან შეისყიდოს ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტქსელის პლატფორმა თბილისიდან მოშორებით მდებარე რეგიონებში ქსელის გაფართოების მიზნით. მაგთიკომი, როგორც ინოვაციებითა და ტექნიკური პროგრესისაკენ სწრაფვით ცნობილი კომპანია, შეძლებს, მომხმარებელს უკეთესი და უფრო სწრაფი ინტერნეტმომსახურება შესთავაზოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, გაუმჯობესებული ხარისხის ინტერნეტკავშირის გავრცელება გაზრდის კონკურენციას საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარზე და უბიძგებს სხვა ოპერატორებს, დაიცვან ქსელისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტი. 

„ეს პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირების მცდელობის კიდევ ერთ ნიმუშია. საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, სადაც რეგიონებს უფრო მჭიდრო საინფორმაციო კავშირი ესაჭიროებათ“, - აცხადებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა, „ცოდნის ეკონომიკაში ინვესტირების განხორციელებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეყანაში ინოვაციათა სტიმულირებას ცდილობს. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს მაღალხარისხოვანი მობილური ქსელის, ინტერნეტისა და ტელემაუწყებლობის პლატფორმის შემდგომ განვითარებას საქართველოს ძნელად მისადგომ რეგიონებში, რასაც მოჰყვება როგორც ადგილობრივი ეკონომიკის, ისე ზოგადად ქვეყნის კავშირგაბმულობის სექტორის წინსვლა. ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ პარტნიორთან, როგორც მაგთიკომია - კომპანია, რომელიც ცნობილია კავშირგაბმულობის სეგმენტში ფართო გამოცდილებითა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით“.   

მაგთიკომი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებს. 

ოპერირების დაწყებიდან მაგთიკომმა მოიცვა მობილური სამყაროს განვითარების ყველა საფეხური და მომხმარებელს შესთავაზა 2G, 3G, 4G და 4.5G ქსელები, ასევე - ფიქსირებული ტელეფონია და თანამგზავრული ტელევიზია. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ამ დაფინანსების მიღება საშუალებას გვაძლევს უკეთესი საკაბელო ინტერნეტკავშირით უზრუნველვყოთ მომხარებელი, განსაკუთრებით - ქვეყნის შორეულ რეგიონებში,“- აცხადებენ მაგთიკომში. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვან ინსტიტუციონალურ ინვესტორად გვევლინება. ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან მოყოლებული, ბანკმა 2. 73 მილიარდი ევროთი დააფინანსა 195 პროექტი ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სფეროებში. ამ ინვესტიციათა 91% კერძო სექტორში განხორციელდა.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2016-2018 წლების სტრატეგიული გეგმა იმ ქვეყნებში, სადაც იგი ინვესტირებას ახდენს, საქართველოს ჩათვლით, სამი პრიორიტეტით ხასიათდება, ესენია: ეკონომიკური მოქნილობა, გლობალურ გამოწვევათა მიღება და რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 5°-13°
ბათუმი 8°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia