www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:00 02.05.2018
ხმა HD ხარისხში - მორიგი ტექნოლოგიური სიახლე მაგთისგან

პირველად საქართველოში - მაგთიკომი  ახალ ტექნოლოგიას ნერგავს

 

VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც

4G/4.5G-LTE ქსელში შესაძლებელია განხორციელდეს მაღალი გარჩევადობის სატელეფონო ხმოვანი ზარი. მას ასევე „HD Voice“-ის სახელით მოიხსენიებენ და ხმის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს.

VoLTE ტექნოლოგიას არაერთი უპირატესობა აქვს:

ხმის ხარისხი განსაკუთრებული სისუფთავითა და სმენადობით ხასიათდება;  

დაკავშირების დრო საგრძნობლად შემცირებულია, დარეკვა ხდება მომენტალურად,                  1-2 წამში; საუბრის პარალელურად, შესაძლებელია 4G/4.5G-LTE ქსელის მობილური ინტერნეტით სარგებლობა.

მომხმარებელი ამ სერვისით სარგებლობისას არ გახარჯავს ინტერნეტს (მეგაბაიტებს),                 ეს ცალკე ხმოვანი სერვისია, რომელიც არ უკავშირდება ინტერნეტის მოხმარებას.

მაგთიკომის ქსელი სრულად აკმაყოფილებს VoLTE-ის სტანდარტებს. შესაბამისად, კომპანიას შეუძლია უზრუნველყოს VoLTE-ის სერვისი  ყველა მწარმოებლის თანამედროვე სმარტფონებისთვის, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მწარმოებელმა ეს ფუნქცია გაააქტიუროს კონკრეტულად საქართველოს რეგიონისათვის. დღეისათვის მაგთის ქსელში ჩართული სამსუნგისა და ჰუავეის რიგი მოდელების საშუალებით მომხმარებლები ისარგებლებენ ახალი ტექნოლოგიით, ახალი მოდელები კი პერიოდულად დაემატება ამ ჩამონათვალს. 

მაგთიკომი პირველი და ერთადერთია საქართველოში, ვინც VoLTE ტექნოლოგია დანერგა და, შესაბამისად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტები ისარგებლებენ სერვისით.

„VoLTE ტექნოლოგია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სერვისის ხარისხის სრულყოფისა და მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდის მიმართულებით. მაგთიკომი, ტრადიციულად, ფეხდაფეხ მიჰყვება მსოფლიოს ტექნოლოგიურ სიახლეებს და ხშირ შემთხვევაში საქართველოში პირველი ნერგავს  უახლეს ტექნოლოგიებს“, - აცხადებენ კომპანიაში. 
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8831
EUR3.2357
GBP3.5955
RUB4.5779
თბილისი 20°-31°
ქუთაისი 21°-26°
ბათუმი 21°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia