ასე იყო თუ ისე, ეს
ყოველივე პიარი გახლდათ - ასე აფასებენ ქლუნის ქორწინებას ამერიკული
გამომცემლობები. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯორჯ ქლუნი ამალ
ალამუდინთან განქორწინებას გეგმავს. წყვილის ქორწინებიდან მხოლოდ ოთხი თვე გავიდა,
მათ ვენეციაში გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი გადაიხადეს. მიუხედავად იდეალური
საზოგადო იმიჯისა, მათი თანაცხოვრება დაირღვა. არსებობს განქორწინების მიზეზების
რამდენიმე ვერსია.
თუმცა, ოფიციალურად
აღნიშნული ინფორმაცია არც მსახიობს და არც მის მეუღლეს არ დაუდასტურებიათ.
ცნობილია, რომ წყვილის
უთანხმოება ქალბატონის დაბადების დღეზე, 3 თებერვალს დაიწტო. მათ რესტორანში სინდი
კროუფორდი და მისი მეუღლე შეუერთდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა ალამუდინს
ვარსკვლავის ცნობილი მეგობრების გარემო არ სიამოვნებს, შემდეგ კი მეუღლეს
ულტიმატუმი წაუყენა - ან შენი მეგობრები ან მე - მსახიობმა კი ნაცნობი გარემო
არჩია. თუ რამდენად სწორია და რეალური ეს ყოველივე ჯერჯერობით უცნობია,
ოფიციალურად დასტურს ან უარყოფას ალბათ უახლოეს მომაცვალში შევიტყობთ.