www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:03 24.12.2012
გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ელექტრონული მარკირების სისტემის შემოღება უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას გამოიწვევს
პირველი
ექსპერტის ეკონომიკი საკითხებში გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ელექტრონული მარკირების სისტემის შემოღება უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას გამოიწვევს.

საქმე იმაშია, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება განხორციელდება და არაალკოჰოლური სასმელები მარკირებას დაექვემდებარება.

"ახალი კანონით გათვალისწინებული ელექტრონული მარკირების სისტემა, იმის გამო, რომ მისი მომსახურების საფასური საკმაოდ ძვირი დაჯდება, ყველა შემთხვევაში იმოქმედებს პროდუქციის თვიღირებულებასა და შესაბამისად ფასზე. წყალი და გამაგრილებელი სასმელი უბრალოდ გაძვირდება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე გაძვირდება მისი საექსპორტო ფასიც", - განმარტავს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.

ექსპერტი ახალ რეგულაციას ჯერ მომხმარებლის პოზიციიდან განიხილავს და აცხადებს, რომ მომხმარებლისთვის იგი არანაირად ხელსაყრელი არ არის, რადგან ნებისმიერი დამატებითი ვალდებულება, რაც მწარმოებელს ეკისრება, პროდუქციის გაძვირებას იწვევს.

"მწარმოებელს, ახალი რეგულაცია ტვირთად აწვება. როგორც წესი, როდესაც პროდუქციის ღირებულება იზრდება, გადასახადის გადანაწილება გამყიდველსა და მყიდველს შორის ხდება. კერძოდ, გამყიდველი, ანუ მწარმოებელი მიიღებს ნაკლებ შემოსავალს და ამ დროს მყიდველი გადაიხდის უფრო მეტს. საერთო ჯამში, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არის საჭირო მწარმოებლებისთვის რაიმე დამატებითი ვალდებულების დაკისრება, რაც შემდეგ უკვე არა მხოლოდ მწარმოებელს, არამედ მომხმარებელსაც აზარალებს", - აცხადებს ექსპერტი.

ცნობისთვის, არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში.

ბრძანების თანახმად, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა - არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ექვივალენტი ლარებში, ხოლო მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ექვივალენტი ლარებში.

ელექტრონულ მარკირებას კი საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარული კომპანია "SICPA" განახორციელებს, რომელსაც არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების საფასურს გადაუხდის.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6975
EUR3.0347
GBP3.5041
RUB4.2277
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia