www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:52 05.02.2013
ქართული ტურიზმი მესიის მოლოდინშია

ბიზნეს თავისი წესები აქვს. საქმეს, რომელსაც აკეთებ თუ ვერაფერს მიამატებ და არ გააფართოებ მინიმუმ არსებულ დონეზე მაინც უნდა შეინარჩუნო თორემ ზარალი გარდაუვალია. ნებისმიერი ერთი საწარმოს დახურვა, რომელსაც ბიუჯეტში სოლიდური სახსრები შეაქვს საბიუჯეტო შემოსავლების კლებას განაპირობებს. რომც ჩაანაცვლო იგივე მოცულობის შემომტანი ახალი საწარმოთი ზრდა ნული იქნება. ეს როცა საქმე ერთ საწარმოს ეხება, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეროვნული ეკონომიკის ცალკეულ სფეროს აქ საქმე უფრო მძიმედაა.

ავიღოთ ტურიზმი, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ ბიუჯეტისთვის იყო შევსების მნიშვნელოვანი წყარო, არამედ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის პირადი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ფაქტორი. 

არც ისაა დასამალი, რომ ინფრასტრუქტურული და სერვისის მხრივ ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ სასურველი კონდიციისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტურისტების ნაკადი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც ეროვნული ეკონომიკისთვის არც თუ მეორეხარისხოვანი ფაქტორი იყო.

ტურისტი ხომ მხოლოდ სასტუმროში გადახდილი თანხა არაა, არამედ საკმაოდ ბევრი კომპონენტია - დაწყებული სუვენირიდან დამთავრებული გნებავთ - ოხრახუშით.

საქართველოში ტურისტების რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ჯაჭვური რეაქციით ნიშნავს იმას, რომ მძღოლებმა ვერ მიიღეს თუნდაც იმდენივე შემოსავალი, რამდენიც გასულ წელს. ასევე არ დაიტვირთა სასტუმროები, უკვე აღარაა საჭირო იმავე რაოდენობის კვების პროდუქტები და შესაბამისად შემოსავალი მოაკლდა გლეხებს, საქართველოს მუზეუმებში ნაკლებია დამთვალიერებელი და რა თქმა უნდა შემოსავალი მოაკლდა მუზეუმებსაც. არც რესტორნებსა და ბარებშია უცხოელების სიჭარბე. შესაბამისად, თუნდაც ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, არც ბიუჯეტში შედის ტურიზმისა და მასზე დამოკიდებული სფეროებიდან იმავე მოცულობის სახსრები.

მოდით ეს ყველაფერი ციფრებშიც ვნახოთ. 2013 წლის იანვარში 2012 წლის იანვართან შედარებით აჭარაში ჩასულ ტურისტთა რაოდენობა 57.3%-ით ნაკლებია. ეს იმ ფონზე, როდესაც წლების განმავლობაში რეგიონში ტურისტების რაოდენობა თანდათან უფრო მზარდი იყო. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განუმარტეს, 2012 წლის იანვარში 2011 წლის იანვართან შედარებით რეგიონში ჩასული ტურისტების რაოდენობა 18.6%-ით იყო გაზრდილი, ხოლო 2011 წელის იანვარში 2010 წლის იანვართან შედარებით კი - 50.5% იყო გაზრდილი.

რაც შეეხება 2010 წლის იანვარს 2009 წლის იანვართან შედარებით ზრდა 1232% იყო. ცხადია ტურისტების რაოდენობის კლება რამდენიმე ფაქტორმაც განაპირობა. გარდა პოლიტიკური ფაქტორებისა, რეგიონში სხვა ფაქტორებიც ამოქმედდა.

ნეგატიური აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის მკაფიო მესიჯი, რომ რეგიონში სათამაშო ბიზნესი აიკრძალებოდა. ეს იმ ფონზე, როდესაც აჭარაში ჩასული ტურისტების დიდი ნაწილი რეგიონს სწორედ სათამაშო ბიზნესის ინტერესით სტუმრობდა - განსაკუთრებით არასაზღვაო სეზონზე.

ტურისტების სიმწირეზე აჭარაში არსებული სასტუმროების მეპატრონეებიც ჩივიან. მათ გასული წლის იანვარში გაცილებით მეტი ტურისტი ჰყავდათ ვიდრე წელს - იანვარში.

ცხადია იანვარში ტურისტების ზრდა მაინც ახალ წელს უკავშირდებოდა, რადგანაც წლების განმავლობაში ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული გრანდიოზული ღონისძიებები სწორედ ბათუმში იმათებოდა.

მივეჩვიეთ კიდეც, რომ 31 დეკემბრის ღამეს ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მღეროდნენ და როგორც ცნობილია ამ ვარსკვლავების მოსასმენად აჭარაში გარდა რეგიონებისა უცხოელი ტურისტებიც ჩადიოდნენ.

რა თქმა უნდა აჭარის ხელისუფლების ინტერესში არ შედის ტურისტების ნაკადის კლება, მაგრამ როდესაც ცენტრალური ხელისუფლების მესიჯი - "ტურიზმი არ იქნება პრიორიტეტი" და იმ ფორმით რა ფორმითაც ადრე ხდებოდა სფეროს პოპულარიაზაცია ახალი ხელისუფლება დაკავებული ვერ იქნებაო, ადგილზე ინიციატივებს კლავს.

ეს ეხება არა მხოლოდ აჭარას, არამედ საქართველოს სხვა ტურისტულ მიმართულბებსაც.

და მაინც, რატომ არაა ცენტრალური ხელისუფლების ინტერესში არსებული ტენდენციის შენარჩუნება და მისი განვითარება. როდესაც ცენტრალური ხელისუფლება აცხადებს, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც ადრე ტურიზმი ვითარდებოდა მუშაობა არ გაგრძელდება, რითი აპირებს მის შეცვლას. რატომ დუმს ეკონომიკის სამინიტრო და არ ეუბნება სასტუმროების მეპატრონეებს, გლეხებს, რომლებმაც სათბურები მოაწვეს, ან მცირე ფერმები გააკეთეს და ა.შ. ადამიანებს, ოჯახებს, რომლებსაც ნებისმიერ ერთ ტურისტზე აქვთ მიბმული საბანკო კრედიტების გასტუმრება, რითი უნდა გაართვან თავი ვალდებულებებს?

რა არის ცუდი საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში და დაჯდება კი ეს იმაზე უფრო ძვირი ვიდრე ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების" ჩინოვნიკების მიერ მხოლოდ ნოემბრებში საკუთარი პერსონებისთვის "კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის" გამოწერილი პრემიები. საიდან უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს მიიღებს ქვეყანა - ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარაიზაციიდან თუ ჩინოვნიკის "კეთილსინდისიერი საქმიანობიდან".

ახლა სხვა დინამიკისაც შევხედოთ, როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 2013 წლის იანვარში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით შემცირდა სომხეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ბელარუსიიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის იანვარში სულ აჭარაში 22 ათას 643 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 57.3%-ით ნაკლებია, ხოლო 2011-თან შედარებით კი 49.4%-ით ნაკლები. 2012 წლის იანვარში სულ აჭარაში 53 ათას 54 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2011 წლის იანვარში კი - 44 ათას 727 ვიზიტორი.

2013 წლის იანვარში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 18 ათას 901 ვიზიტორი, რაც 2012 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტია. 2012 წლის იანვარში აჭარას 18 ათას 830 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2011 წლის იანვარში კი 10 ათას 945 ვიზიტორი.

ზის ახლა ვინმე ეკონომიკის სამინისტროში ან სახელმწიფო კანცელარის შესაბამის განყოფილებაში და იმტვრევს თავს იმაზე ფიქრში რა ხდება და უცხო ქვეყნიდან შემოსულთა ნაკადმა რატომ იკლო?

ყველა ხომ ბოჩელის სასმენად არ ჩამოდიოდა თუნდაც აჭარაში?

და ბოლოს ორიოდე კითხვა საქართველოს მთავრობას:

1. რა ქნას მეწარმემ, კომპანიამ თუ კერძო პირმა, რომლის კეთილდღეობა ტურისზმის სფეროზე იყო მიბმული?

2. რითი გაისტუმრონ საბანკო კრედიტები სუბიექტებმა, რომლებმაც საკუთარი ბიზნეს პერსპექტივა ტურიზმის სექტორს დაუკავშირეს?

რატომ არ შეიძლება გამოვთქვა საფუძლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ თუნდაც მომავალ წელს გაკოტრების დილემის წინაშე მდგარი ტურისტული ინფრასტრუქტურის მფლობელისგან მავანმა საკუთრება კაპიკებად ჩაიგდოს ხელში? მესამე წელს კი მისი აღორძინება დაიწყოს. ჰო, სამი წლის შემდეგ დაიწყება რენესანსიო ხომ გვეუბნებიან. ეტყობა მართლაც ასეა. როგორც სამოქალაქო ომის შემდგომ საქართველოში. ქერიდან თეთრ პურზე რომ გადაგვიყვანეს და შევარდნაძე მესია გვეგონა.

"ჯი-ეიჩ-ენი", მაია არაბიძე

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 12°-24°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia