www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:46 20.03.2013
ფისტა მალე ქართულ მიწაზეც გაიხარებს
თამარ ახალკაცი

დღეს  კახეთში, სოფელ იორმუღანლოს ტერიტორიაზე  ფისტის ნარგავების გაშენება დაიწყო. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ ამ პროდუქტის აღორძინება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფისტა (,,фисташка”) ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია. მისი ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დიდად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას. ფისტას სხვა კაკლოვანებთან, მათ შორის თხილთან ფარდობით, განსაკუთრებით მდგრადი ბაზარი გააჩნია.  ფისტის ფასების დაცემა მოსალოდნელი არაა. პლანტაციების რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. აღსანიშნავია, რომ ამ დარგში, კერძოდ კი ახალი ჯიშებისა და დამუშავების ტექნოლოგიებში სოლიდურ ინვესტიციებს აკეთებენ შუა აზიის ქვეყნები და ჩინეთი.

ფისტა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც, ფართოვდება შიდა ბაზარი.

 ფისტის წარმოებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება შეიძლება მოუტანოს. გარდა ამისა, ეს კულტურა საუკეთესო ეროზიასაწინააღმდეგო მცენარეა. საქართველოში კი ამგვარი ტერიტორიები მრავლადაა. ამავდროულად ფისტას გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც არ სჭირდება და არც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

 საქართველოში ფისტას გახარებას თუ ვინმე სკეპტიკურად უყურებს, გთავაზობთ საინტერსო მასალას, რომელიც სამედიცინო ინტერნეტ ქსელში MedGeoNet - მოვიძიეთ:

„ფისტა საქართველოში ოდითგანვე ყოფილა გავრცელებული. იგი მოხსენიებულია ,,ხილთა ქებაშიც”. ქართულ ენაზე არსებული სინონიმების სიმრავლეც (ფსტა, ბუსტული, ფისტილი. ფუსტული…) ადასტურებს ოდესღაც მის ფართო გავრცელებას. ამჟამად ფისტა ჩვენში აღარაა.

საქართველოში ფისტას პლანტაციების გაშენებას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ექნება. ფისტის პლანტაციების წარმოება დროსა და რესურსებს მოითხოვს, მაგრამ მრავალმხრივ ეფექტს მისცემს მომავალ თაობებსაც (ფისტა მოსავალს 300 წელი იძლევა). ფისტა, როგორც საწარმოო კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფის საკვები თვისებებით და ფასითაა საინტერესო, მაგრამ იგი ამავე დროს დიდად საინტერესო და პერსპექტიულია ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული წარმოებისათვის, ასევე–ჰომეოპათიისათვის.

 მიუხედავად სოლიდური შემოსავლისა, რომელსაც ფისტის პლანტაცია იძლევა, ქართული ბიზნესი აქამდე ამ თემით არ დაინტერესებულა. ამის ძირითადი მიზეზია გამოცდილებისა და მაგალითის არარსებობა. არის სხვა პრობლემაც– ინვესტიციის უკუგება გვიან იწყება. ქართული კერძო ბიზნესი კი გრძელვადიან ინვესტიციებზე ორიენტირებული არ არის.

აქვე ისტორიული ექსკურსი ამ თემაზე: საქართველოში ფისტას პლანტაციების აღდგენას, 1930 – იან წლებში ცეკავშირი ცდილობდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ წამოწყებას 1937 წლის რეპრესიებმა შეუშალა ხელი. 1995 წელს ფისტის მოშენების საკითხი, ფარმაცევტული მიზნებისათვის დასვა ლალი დათეშიძემ და პირველი ექსპერიმენტებიც ჩატარდა.  ექსპერიმენტი ერთ–ერთმა პირველმა ფისტის კაკლის წარმოებისათვის, ფერეიდანელ ქართველთა კონსულტაციით,  გიორგი ალავერდაშვილმა ჩაატარა. 2009 წელს კი მისი უწმინდესობის კურთხევით, სამუშაოები ფისტის კულტურის აღდგენის თანამედროვე ტექნოლოგიების დასამუშავებლად წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა საქართველოში ჯერ ფისტას ხე არ ხარობს,  7 წლის შემდეგ, იმედია მივიღებთ ახალი  მცდელობების რეალურ ნაყოფს - ქართულ მიწაზე გახარებულ ფისტას.

 

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9626
EUR3.2657
GBP3.6745
RUB4.6163
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-28°
ბათუმი 21°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia