www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:11 01.11.2012
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი გვიბრუნდება
საკმაოდ დიდხნიანი შესვენება მოუწიათ კლუბებს სანაკრებო ბატალიების გადამკიდე. როგორც იქნა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განახლდა და პირველი მატჩი მარტვილში, ადგილობრივ „მერანსა“ და „დინამოს“ შორის გაიმართება.

„მერანი“ – „დინამო“ თბილისი

განვლილ სეზონში მარტვილში თბილისელებს იოლი გასეირნება არასოდეს ჰქონიათ. ეს ალბათ კარგად იცის თბილისელთა ახალმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეგრელები შინ განსაკუთრებით კარგად თამაშობენ და სავარაუდოდ არც „დინამოს“ გაატანენ ადვილად არაფერს.

თბილისელებმა სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოიყენეს და აზერბაიჯანულ „სიმურგს“ ესპარინგნენ. მატჩი დინამოს გამარჯვებით დასრულდა 3:2.

„მერანმა“ კი ბოლო მატჩში სტუმრად ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობაც გამოისწორა.

„დინამო“ ბათუმი - „ვიტ ჯორჯია“

განახლებულ „ჩელე არენაზე“ ბათუმელებმა ჩატარებული 2 მატჩიდან ორივე მოიგეს და სატურნირო მდგომარეობაც საკმაოდ გამოასწორეს. ახლა მათი მეტოქე ასევე მათსავით უმაღლესში დარჩენისათვის მებრძოლი „ვიტ ჯორჯია“ იქნება. გუნდებს თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ მოპოვებული და ცხრილში ადგილსაც თანაბრად იყოფენ. ამის გათვალისწინებით ძშნელია ფავორიტის გამორჩევა, თუმცა საშინაო მოედანი უპირატესობას ზღვისპირელებს აძლევს.

„კოლხეთი“ – „დილა“

კატასტროფული სტარტის შემდეგ, გორელებმა ჩემპიონატში შესაშური შეგედიანობა გამოამჟღავნეს და მიჯრით 5 მატჩის მოგება მოახერხეს, რის შედეგადაც ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაერთვნენ. თუკი ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა გორის დილაზეც არ იმოქმედა (დილას შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა) მაშინ გორელებს წლეულს ჩემპიონობისათვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ.

ფოთელები კი სულ სხვა მიზნებისათვის იბრძვიან. ზღვისპირელთა გუნდი აგერ უკვე 9 ტურია მოუგებლად თამაშობს და ძალიან ცუდ ფორმაშია, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ გორელებმა ფოთიდან 3 ქულა წამოიღონ.

„მეტალურგი“ – „სიონი“

დღევანდელი შეხვედრის ერთერთი მთავარი ფავორიტი რუსთავული კლუბია. მათი მეტოქე არცთუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილი ბოლნისის „სიონია“ და შესაბამისად შანსი იმისა, რომ მათ რუსთაველებს ქულები დააკარგვინონ არცთუ დიდია.

„მეტალურგი“ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, სადაც ადგილი წინა ტურში „ჩიხურასთან“ დამარცხების შედეგად დაკარგა.

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

ზესტაფონელებს რომ საქართველოს ჩემპიონის ტიტიულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ, ეს უკვე ნათელია, გუნდს გაძლიერება სჭირდება და უნდა ითქვას, რომ ხელმძღვანელობა გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ ზის. ამჯერად ზესტაფონში ისინჯებიან თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე და კოტდიუვარელი ნახევარმცველი ბოტი გოა დემელი. ასევე გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა სერბმა პეტერ იელიჩმა.

ზუგდიდური გუნდი არავისთვის ხელწამოსაკრავი ძალა რომ არ არის ეს წინა ტურის მატჩებმაც დაგვიმტკიცა, მეგრელებმა შინ საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხეს და თბილისის „დინამოს“ ქულები აართვეს. ამის გათვალისწინებით მათ ზესტაფონელებივით 14 ქულა მოუგროვდათ და ექვსეულშიც ამოყეს თავი. სავარაუდოდ „ზუგდიდი“ სწორედ აქ დასაბინავებლად ეცდება ბრძოლას.


„ტორპედო“ – „ჩიხურა“

ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ ქუთაისში გაიმართება, სადაც ჩემპიონატის მეორე ადგილზე მყოფი „ტორპედო“ მესამეადგილოსან „ჩიხურას“ დაუპირისპირდება. ქუთაისლებმა მშვენიერი სეზონი დაიწყეს და პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. შესაბამისად ქუთათურებიც გეგმავენ ჩემპიონობას და ეს აზრს მოკლებული სულაც არ არის, გალიდერებისათვის მათ დღეს საჩხერელთა დამარცხება სჭირდებათ.

თავისთავად კარგ საბრძოლო იშტაზეა მოსული „ჩიხურა“. დებიუტანტის კვალობაზე საჩხერლებს ბრწყინვალე სეზონი აქვთ და საპრიზო სამეულის ერთერთი პრეტენდენტები უკვე არიან. მიმდინარე სეზონში “ჩიხურამ” არაერთხელ დაამტკიცა, რომ სტუმრად ქულების აღება შეუძლია და ძნელია საპროგნოზო არაა, რომ “ტორპედოს” ბრძოლას გაუმართავს. მითუმეტეს, გუნდის შემადგენლობა ამის საშუალებას ნამდვილად აძლევს.



სატურნირო ცხრილი

1. დინამო (თბ) 9 6 2 1 25:7 20

2. ტორპედო 9 6 1 2 21:7 19

3. ჩიხურა 9 5 2 2 11:8 17

4. დილა 9 5 1 3 13:7 16

5. ზესტაფონი 9 4 2 3 10:6 14

6. ზუგდიდი 9 3 5 1 10:6 14

7. მეტალურგი 9 4 0 5 6:12 12

8. მერანი 9 4 0 5 6:14 12

9. დინამო (ბთ) 9 2 2 5 10:17 8

10. ვიტ ჯორჯია 9 2 2 5 7:14 8

11. სიონი 9 1 4 4 9:17 7

12. კოლხეთი 9 0 3 6 4:17 3
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2896
EUR3.6232
GBP4.033
RUB4.2168
თბილისი 6°-17°
ქუთაისი 14°-24°
ბათუმი 10°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia