www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:12 01.11.2012
ქართული ლეგიონისათვის კარგი და ცუდი დღე
ევროლიგის მეორე ტურში ქართველებმა კარგად ითამაშეს. ქართველების მონაწილეობით ჩატარებულ ორივე მატჩში 2-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. „ქართულ დერბი“, რომელშიც გიორგი შერმადი ნის „მაკაბი“ ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ მასპინძლობდა ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. რიკი ჰიკმანის ორქულინით მაკაბელებმა იტალიური გუნდი 70:68 დაამარცხეს.

.სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 9,35 წუთი გაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 2-ვე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველმა ცენტრმა 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო. ხუთეულში არ ყოფილა ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც 19,46 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩის საუკეთესო მომხსნელი გამხდარიყო. ქართველმა ფორვარდმა 12 მოხსნა მითვალა, რასაც 7 ქულა მიაბა და სიენელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანიკიძემ 8-დან 3 ოქრულიანი და 3-დან 1 საჯარიმოჩააგდო.

სიენელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ხსენებული კემპი (16) და ბობი ბრაუნი (11) გადასცდნენ, “მაკაბის” კი გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა ჰიკმანმა (19), მალკომ ტომასმა (14 ქულა, 11 მოხსნა) და ლიორ ელიაჰუმ (11 ქულა, 11 მოხსნა) ულიდერეს.

ევროლიგის B ჯგუფში 2-2 მოგებით “მაკაბი” და ბერლინის “ალბა” დაწინაურდნენ, თითო გამარჯვება აქვთ ფრანგულ “შალონს” და ესპანურ “უნიკახას”, ბოლოსკენ კი პოლონური “პროკომი” და “მონტეპასკი” იმყოფებიან, რომლებიც ჯერაც პირველი წარმატების მოლოდინში არიან. მე-3 ტურში, 25 ოქტომბერს თელ ავიველები “შალონს” ესტუმრებიან, სიენელები კი მომდევნო შეხვედრას 26-ში, მალაგაში “უნიკახას” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

A ჯგუფში 2 მარცხით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუ”, რომელიც ათენში “პანათინაიკოსს” ესტუმრა და ქართველი კალათბურთელისბრწყინვალე თამაშის მიუხედავად 76:78 წააგო. ქართველი უკანახაზელიტრადიციულად კანტუელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28:52 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, ბოლო წამებზე კი მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო. მანუჩარის მსგავსად 17 ქულა ჩააგდო პიეტრო არადორიმაც, “პანათინაიკოსს” კი “მაკაბიდან” საბერძნეთში დაბრუნებულმა ცენტრმა სოფოკლის შორცანიტისმა ულიდერა – 19 ქულა, 4 მოხსნა.
მომდევნო ტურში, 26 ოქტმბერს, “კანტუ” რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლებს.

მორიგი საგამოფენო მატჩები გამართეს ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გუნდებმა. „ატლანტა“ ჰოუქსმა „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და 97:68 იმარჯვა, ხოლო შენგელიას „ბრუკლინი“ შინ „ბოსტონთან“ 85:115 დამარცხდა.

წინა ორ მატჩში სასტარტოში ყოფნის შემდეგ სათადარიგო იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა და მოედანი 6 ქლით, 4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დატოვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხუთეულში მის პოზიციაზე მყოფმა ალ ჰორფორდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 11 მოხსნა.

მომდევნო მატჩს „ატლანტა“ 26 ოქტომბერს დეტროიტში გამართავს.

ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ უშედეგო მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. მისმა „ბრუკლინმა“ 2 დღის წინ სტუმრად „ბოსტონი“ ქულით დაამარცხა, დღეს გამთენიისას კი შინაურ „სელტიქსთან“ კედლებში 85:115 წააგო. შენგელია სათადარიგო იყო და 10 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 3 სროლა (2 ორულიანი) და 2 საჯარიმო ააცილა. შენგელიამ მოედანი 2 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა.

მომდევნო საგამოფენო შეხვედრა შენგელიას გუნდს ხვალ, გამთენიისას, შინ „ფილადელფიასთან“ აქვს.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 13°-28°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia