www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
06:10 28.03.2013
უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალი თბილისში
აპრილში, თბილისში უეფას ფუტსალის თასის ოთხთა  ფინალი ჩატარდება - დეტალები  უეფას დელეგაციის თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს დაზუსტდა.

 დელეგაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ - ლევან ყიფიანს და მის მოადგილე - თამაზ თევზაძეს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რეზი არველაძე ესწრებოდნენ.

მინისტრთან შეხვედრაზე უეფას ტექნიკურ-სპორტული განვითარების ხელმძღვანელმა იოან ლუპესკუმ, სპორტული სამართლიანობის ოფიცერმა - ურს კლუსერმა და ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობათა პროექტების მენეჯერმა დავით პეტრიაშვილმა აპრილში, თბილისში ჩასატარებელი უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის გარდა იმსჯელეს სახელმწიფოს როლზე მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში, მწვრთნელთა განათლებაზე, მატჩების სამართლიანი პრინციპით ჩატარებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.

პრესტიჟული ტურნირის თასის მოსაპოვებლად კატალონიის „ბარსელონა“, მოსკოვის „დინამო“, ალმაატის „კაირათი“ და თბილისის „იბერია სტარი“ იბრძოლებენ. უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალი თბილისში პირველად ჩატარდება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, თბილისში ამ რანგის შეჯიბრის გამართვის გადაწყვეტილება 2012 წლის დეკემბერში, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიიღო.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში ფუტსალის თასის საპატიო ელჩის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ შოთა და არჩილ არველაძეები.  ურნირზე მონაწილე ოთხი კლუბი წილისყრის შედეგად ნახევარფინალურ ეტაპზე დაწყვილდება. თბილისის სპორტის სასახლეში, უეფას ფუტსალის თასის ნახევარფინალური მატჩები 26 აპრილს გაიმართება,  ფინალური ბრძოლა კი, 28 აპრილს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6975
EUR3.0347
GBP3.5041
RUB4.2277
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia