www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:04 07.12.2012
ბაკურიანი ტყის გარეშე...
„დეგრადირებული კვარტლების საერთო ფართობი 406 ჰექტრამდეა. კორომები, ფაქტობრივად, გაჩანაგებულია, სიხშირე 0.2–დან 0,4–მდე იცვლება. ადგილ–ადგილ ჩატარებულია პირწმინდა ჭრა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც CENN-მა გაავრცელა.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
OECI-ის შეფასებით ბაკურიანის ტყეებში საგანგაშო მდგომარეობაა

ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI) შეფასებით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის საკურორტო ტყეებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა.

ეს შეფასება CENN–ის ექსპერტთა ჯგუფმა ბაკურიანში ჩატარებული სამდღიანი ექსპედიციის შემდეგ გააკეთა. ექსპედიციამ ბაკურიანის სატყეოს ექვსი უბანი მოიცვა, ჯამში 876 ჰექტარი. 

„დეგრადირებული კვარტლების საერთო ფართობი 406 ჰექტრამდეა. კორომები, ფაქტობრივად, გაჩანაგებულია, სიხშირე 0.2–დან 0,4–მდე იცვლება. ადგილ–ადგილ  ჩატარებულია პირწმინდა ჭრა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც CENN-მა გაავრცელა. 

უახლოეს დღეებში ექსპედიციის წევრები მოამზადებენ ანგარიშს და რეკომენდაციებს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისთვის წარსადგენად. 

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში OECI–ის კოორდინატორის, ხათუნა ხმალაძის განცხადებით, ამ პროცესში გადაწყვეტი მნიშვნელობა დაინტერესებულ მხარეთა კოორდიდაციას და ეფექტურ დიალოგს ექნება.

„როცა ტყეს კონკრეტული ფუნქცია და შესაბამისი კატეგორია ენიჭება, ტყეთსარგებლობაც ამ ფუნქციის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროა, რომ ერთ დროს საუკეთესო საკურორტო ტყეები სულ რამდენიმე წელიწადში თითქმის პირწმინდად გაიჩეხა. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად უნდა გადაწყვიტოს, კიდევ გვჭირდება თუ არა ბაკურიანი, აბასთუმანი, შოვი თუ სხვა ცნობილი კურორტები და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას“ - ამბობს ხათუნა ხმალაძე.

ბაკურიანში 600–მდე ოჯახი ცხოვრობს. გაზის მაღალი ტარიფის გამო მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს. შეშითვე თბება საოჯახო და დიდი სასტუმროებიც, რომელთათვისაც გაზის ტარიფი კიდევ უფრო მაღალია. 

შესაბამისად, შეშის წლიური მოხმარება ოჯახზე ხშირად 40–60 კუბურ მეტრს აღწევს. ადგილობრივი, მოხმარების გარდა, ბაკურიანიდან დაახლოვებით 2000 მ3 მერქანი (შეშა) მიაქვთ ახალქალაქის მიმართულებით.

ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI) სამცხე–ჯავახეთის რეგიონში საკურორტო ტყეების მდგომარეობის კვლევა ნოემბრეში დაიწყო. ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 7 რეგიონში ხორციელდება.

sknews.ge

ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI) სამცხე–ჯავახეთის რეგიონში საკურორტო ტყეების მდგომარეობის კვლევა ნოემბრეში დაიწყო.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8265
EUR3.0515
GBP3.6405
RUB4.4316
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia